წერის დროს იყენებენ სიტყვათა ან შესიტყვებათა შემოკლებებს. ასეთი შემთხვევებისთვის გასათვალისწინებელია წესები, რომლებსაც წარმოგიდგენთ კონკრეტული მაგალითებით.
სიტყვიერ შემოკლებას აღნიშნავენ ტერმინით აბრევიაცია, ამ პროცესის შედეგს კი აბრევიატურას უწოდებენ. თავად სიტყვა აბრევიაცია ლათინური წარმოშობისაა.
ბეჭდურ მედიაში ხშირადაა საჭირო სხვადასხვა აღმნიშვნელის შემოკლება. ქართული დამწერლობისთვის სიტყვიერი შემოკლებები ოდითგანვეა დამახასიათებელი – აბრევიაციის წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ ქარაგმები, რომლებიც საწერ მასალაზე ადგილის ეკონომიის მიზნით კეთდებოდა. ძველ ხელნაწერებში ქარაგმულად მოკლდებოდა ტექსტებში ყველაზე ხშირად განმეორებადი სიტყვები ან ფრაზები, საკავშირებელი სიტყვები და ა.შ. მაგალითად, წ-ა აღნიშნავდა წმი(ნ)დას, ყ-დ – ყოვლადწმი(ნ)დას, გ-ი – გიორგის და ა.შ. ქარაგმულად ნაწერები, გასაგები მიზეზების გამო, უმეტესად სასულიერო მწერლობასა და ფრესკებზე გვხვდება.
აბრევიატურის გამოყენება სასურველია იმ შემთხვევაში, თუ მისი მნიშვნელობა ნათელია.
სიტყვების შემოკლება შესაძლებელია ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის ყველა სფეროსა და ნაწილებში: ქვესათურში, ანოტაციაში, რეფერატში…
ქართული ენის გრამატიკული წესების თანახმად, სიტყვის შემოკლება დაშვებულია მხოლოდ თანხმოვანზე (ამ თანხმოვანს უნდა მოსდევდეს ხმოვანი აუცილებლად სრულ სიტყვაში!) ისე, რომ სიტყვამ არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა (შინაარსი), ამასთანავე არ შეიძლება დარჩეს ორ ასოზე ნაკლები, გარდა რამდენიმე სიტყვის გავრცელებული შემოკლებისა, როდესაც რჩება სიტყვის მხოლოდ ერთი ასო, რის შედეგადაც დაისმის წერტილი. ასეთებია მაგალითად: ტომი – ტ; წელი-წ.
- წერტილით გაფორმების პრაქტიკა ცალკე მდგომი სიტყვის თავკიდური ნაწილის შენარჩუნებით
წერტილი დაისმის უმარცვლო ერთი ან ორი საწყისი თანხმოვნის შემდეგ ან დახურული მარცვლის-თანხმოვნით გათავებული პირველი ან მეორე მარცვლის შემდეგ
მაგალითად:
წ.= წელი
გვ.= გვერდი
იხ.= იხილე
- შემოკლება სასვენი ნიშნების გარეშესაათობრივი დროისა და ზომა-წონის ერთეულთა სახელები ფორმდება სასვენი ნიშნების გარეშე, რომლებიც ერთი ან ორი ასოთი გამოიხატება: მ(მეტრი), გ(გრამი), ლ(ლიტრი), სთ (საათი), წთ(წუთი), წმ(წამი), კმ(კილომეტრი). აღსანიშნავია, რომ არაერთგან შეხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა საათობრივი დროისა და ზომა-წონის ერთეულებს შემოკლებისას ასრულებენ წერტილით. რადგან საერთშორისო ენების პრაქტიკა ამ ტიპის სიტყვებს წერტილის გარეშე გამოიყენებს, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ქართულად წერის დროსაც.
3. ერთზე მეტი სიტყვის შემოკლება საწყისი ასოების შეერთებით:
რაც შეეხება სიტყვათა შეთანხმებების შემოკლებებს, ძირითადად მოკლდება ნაცვალსახელურ-ზმნისართული შესიტყვებები. წერტილი უნდა დაისვას ორსავე შემთხვევაში შემოკლებული სიტყვების ბოლოს
მაგალითად:
ესე იგი ( ე.ი.), ეგრეთ წოდებული ( ე.წ.), ასე შემდეგ ( ა.შ.).
- ადამიანის სახელის შემოკლება და გვართად ერთად გამოყენება
ადამიანის სახელის გვართან ერთად გამოყენებისას უფრო მისაღებია სახელის ერთი ბგერით წარმოდგენა
მაგალითად:
კ. გამსახურდია, ვ. ჰიუგო, ა. აბაშელი, ი. ჯავახიშვილი (წაკითხვისას არ ვკითხულობთ ასე კ. გამსახურდია, ვკითხულობთ გამსახურდია ან კონსტანტინე გამსახურდია).
ფსევდონიმებისა და წოდებების გამომხატველი გვარ-სახელების შემოკლება არ შეიძლება! არ იხმარება: ქ. წამებული, დ. თავდადებული და ა. შ.
- ტექსტთან დაკავშირებული ზოგიერთი შემოკლება
თხზ. – თხზულება
სქ. – სქოლიო
შრ. – შრომა
იხ. –იხილე
ტ. – ტომი
შდრ. – შეადარე
თ. – თავი
ნ. – ნახე
ნაწ. – ნაწილი
ნახ. – ნახატი
გვ. – გვერდი
მაგ. – მაგალითად
ავტ. – ავტორი
- წოდებათა და თანამდებობათა აღმნიშვნელი შემოკლებანი:
აკად. – აკადემიკოსი
დოც. – დოცენტი
ლაბ. – ლაბორანტი
პროფ. – პროფესორი
მასწ. – მასწავლებელი
აკად. წ/კ – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
- კავშირ-ზმნიზედების შემოკლება:
ე. ი. – ესე იგი
ა. შ. – ასე შემდეგ
მისთ. – მისთანანი
სხვ. – სხვა
ე. წ. – ეგრეთ წოდებული
- ერთზე მეტი სიტყვაფორმისგან შედგენილი ტერმინის შემოკლება
რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების საკუთარი სახელის (ონიმის) ასოითი გამოსახულებები ქმნიან დამოუკიდებელ სიტყვებს – სახელებს, რომლებიც იბრუნვის სათანადო ენის ბრუნვათა სისტემის მიხედვით. ამგვარი შემოკლების შედეგად ვიღებთ სწორედ აბრევიატურებს (ასეთ სიტყვებს ეწოდება აგრეთვე აკრონიმული, ანუ ინიციალური წესით შედგენილი უცხოური აბრევიატურები). საერთაშორისო აბრევიატურები შეიძლება მომდინარეობდეს ევროპული ენებიდან ან წარმოიქმნას მშობლიური ენის ნიადაგზე. ამგვარი აღმნიშვნელების პირველი ასოების გაფორმებისას წერტილების დასმა საჭირო არაა.
მაგალითად: გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია).
კიდური ნაწილების დეფისით შეერთება
ზოგიერთი სიტყვა მოკლდება სპეციფიკურად _ თავკიდური და ბოლოკიდური ნაწილების დეფისით შეერთების გზით. ასეთებია მაგალითად: საზ-ბა ( საზოგადოება), ლიტ-რა(ლიტერატურა) და ა.შ .
იურიდიული ფორმების შემოკლებით დაწერა:
შპს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
სსიპ -საჯარო სამართილის იურიდიული პირი
აიპ – არასამეწარმეო იურიდიული პირი
სს – სააქციო საზოგადოება
რკ – რეგისტრირებული კოოპერატივი
რჩევა: შემოკლებით დაწერისა და შეერთების წესების უციდინარობისა ან დაეჭვების შემთხვევაში, უმოჯობესია, სიტყვები დავწეროთ სრულად.
მარიამ მაისურაძე, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. კოდის საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლე