9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ქუთაისში მოსწავლეები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ

spot_img

„ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსწავლეების მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ მგზავრობის შესახებ, რომელიც საკრებულოს  სხდომაზე მიიღეს, ძალაში შევა, ბრძანების გამოქვეყნებიდან, 10 დღის ვადაში.
„მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილება 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“, – აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკოლის მოსწავლეებს „თიბისი ბანკის” სამგზავრო ბარათები უფასოდ გადაეცემათ. სულ, მუნიციპალური ტრანსპორტით, 33 619 მოსწავლე იმგზავრებს უფასოდ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები