3 მაისი, პარასკევი, 2024

ქა­ლე­ბის რო­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში

spot_img

თამარ კაკაჩია
სსიპ წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გ. მე­ბო­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ობუ­ჯის თე­მის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის (შერ­წყ­მუ­ლი სკო­ლა) მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ქა­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სფე­რო­ში მა­მა­კა­ცე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ, ქა­ლებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­ი­ტა­ნეს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მა­თი რო­ლი სულ უფ­რო საგ­რ­ძ­ნო­ბია.

„ბი­ჭებს მე­ტი ტექ­ნი­კუ­რი უნა­რე­ბი აქვთ…“

„მა­თე­მა­ტი­კა ბი­ჭებს უფ­რო შე­ე­ფე­რე­ბათ, ვიდ­რე გო­გო­ებს, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც მათ კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბი აქვთ…“

„ბი­ჭებს მე­ტად უად­ვილ­დე­ბათ STEM იმი­ტომ, რომ ისი­ნი უფ­რო სხარ­ტად აზ­როვ­ნე­ბენ, უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი, გო­ნე­ბა­გახ­ს­ნი­ლე­ბი, ტექ­ნი­კუ­რე­ბი და უნა­რი­ა­ნე­ბი არი­ან…“

ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი გო­გო­ნე­ბის მი­მართ ავ­ლე­ნენ. რო­გორ უნ­და და­ინ­გ­რეს ნე­გა­ტი­უ­რი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი გო­გო­ნა­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ? ერთ-ერ­თი გზა, ალ­ბათ, რო­ლუ­რი მო­დე­ლე­ბის შექ­მ­ნაა და რას აკე­თე­ბენ ამის­თ­ვის სკო­ლე­ბი? წარ­მო­გიდ­გენთ ჩვენს სკო­ლა­ში, 2022-23 ს/წლებ­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და პრო­ექ­ტებს.

მე ვარ თა­მარ კა­კა­ჩია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს  თბი­ლი­სის  ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გი­კის გან­ხ­რით.  ვსწავ­ლობ­დი ასე­ვე  პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­ლეჯში „ცხუმ-ეგ­რი­სი“, პრო­ფე­სი­ით – პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ შო­თა მეს­ხი­ას სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი და კურ­სი მაქვს გავ­ლი­ლი. ჩარ­თუ­ლი ვარ ჯგუფ­ში „STEM-სა­ქარ­თ­ვე­ლო“. ხში­რად ვის­მენ GITA-ს საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბის ლექ­ცი­ებს.

ჩვენს სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ.: cava, schrech, cod.org, earningapps, 3D paint, Exsel, Powerpoint, Word, Outlook, geography. რას ვა­კე­თებთ ახალ­გაზ­დე­ბის ამ სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბის მხრივ?

ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ზუგ­დი­დის ტექ­ნო­ლო­გი­ურ პარ­კ­ში, IT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ჩა­ტარ­და ლექ­ცია-სე­მი­ნა­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და და­ნად­გა­რებ­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­მა ნა­ხეს ლე­გო რო­ბო­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, ბი­ჭებ­თან ერ­თად, გო­გო­ნე­ბიც აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ. ტექ­ნო­პარ­კ­ში მოს­წავ­ლე­ებს, ამ გან­ხ­რით, შეს­თა­ვა­ზეს ტრე­ნინ­გე­ბი, რა­საც სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­დ­ნენ.

ვეს­ტუმ­რეთ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­ლეჯს „ცხუმ-ეგ­რი­სი“. და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ კო­ლე­ჯი და კომ­პი­უ­ტე­რულ ოთახ­ში ბავ­შ­ვებს ჩა­უ­ტარ­დათ მი­ნი-ლექ­ცია :  კომ­პი­უ­ტე­რის აპა­რა­ტუ­რულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­ცა ამ სფე­რო­ში ვხვდე­ბით ქა­ლებს, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ში.

ვიმ­ყო­ფე­ბო­დით სსიპ მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ხე­ლო­ბის ზუგ­დი­დის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ქალ­ბა­ტონ ელ­ზა კუ­კა­ვას­თან ერ­თად, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ სკო­ლა, კონ­კ­რე­ტუ­ლად – კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ოთა­ხი. შევ­თან­ხ­მ­დით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა­ზე;

ვი­ყა­ვით პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში „ლა­კა­და­“. კო­ლე­ჯის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, 3D საქ­სო­ვი მა­სა­ლით, ამო­ქარ­გა წარ­წე­რა – „აი ია“ და შე­ას­რუ­ლა ნა­ხა­ტი – „ია“, ამას­თან ერ­თად, Corelle-ში ამო­ქარ­გეს სკო­ლის ლო­გო და სა­ხელ­წო­დე­ბა. კო­ლე­ჯის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს ერ­თობ­ლი­ვი ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხ­მ­დით;

წა­ლენ­ჯი­ხის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის­გან მი­ვი­ღეთ მოწ­ვე­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ფი­ზი­კი­სა და ტექ­ნი­კის გან­ხ­რით, რომ­ლის ერთ-ერ­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო ხა­თუ­ნა ჯა­ლა­ღო­ნია. მან დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ოთა­ხი, ჩა­ტარ­და ერ­თობ­ლი­ვი მი­ნი-ლექ­ცია, kahoot.com-ის დახ­მა­რე­ბით. ქალ­ბა­ტონ­მა ხა­თუ­ნამ ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა;

გვქონ­და ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა რო­ბო­ტექ­ნი­კის შემ­ქ­მ­ნელ­თან, ტრე­ნერ და­ვით ნო­ზა­ძეს­თან, თე­მა­ზე – თა­მა­შის შექ­მ­ნა Powepoint-ის დახ­მა­რე­ბით. ბა­ტონ­მა და­ვით­მა, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შექ­მ­ნა თა­მა­ში და მსგავსი და­ვა­ლე­ბა­ც მის­ცა მათ;

ა. წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ტრე­ნერ­მა გი­ორ­გი ჩა­ჩუ­ამ ჩაგ­ვი­ტა­რა ონ­ლა­ინ ლექ­ცია „უახ­ლე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი“, ისა­უბ­რა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტ­ზე. ლექ­ცი­ის ბო­ლოს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­პა­ტი­ჟა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად.

ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. მინ­და მა­გა­ლი­თი მივ­ცე გო­გო­ნებს, ჩვენს რე­გი­ონ­ში და არა მარ­ტო, რომ ამ სფე­როს და­უ­კავ­ში­რონ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი.

Powerpoint-ის პრე­ზენ­ტა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­ებს ვაჩ­ვე­ნე ვი­დე­ორ­გო­ლი ბუ­ლინ­გ­ზე. ამ თე­მა­ზე ერ­თად გა­ვა­კე­თეთ პლა­კა­ტი სურა­თე­ბი­თა და კო­მენ­ტა­რე­ბით. ვთხო­ვე, ენა­ხათ კი­ნო­ფილ­მი „სა­ოც­რე­ბა“, რის შემ­დე­გაც მათ თა­ვად და­ამ­ზა­დეს ვი­დე­ორ­გო­ლი; ჩა­ვა­ტა­რე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, მა­თე­მა­ტი­კის მა­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, თე­მა­ზე – თვლის სის­ტე­მე­ბი;  ასე­ვე ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად – ეკო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე. ვაჩ­ვე­ნე ვი­დე­ორ­გო­ლი და გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია, ბო­ლოს, თვი­თონ მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს ვი­დე­ორ­გო­ლი;

და­ვამ­ზა­დეთ ბუკ­ლე­ტი ლეო ქი­ა­ჩელ­ზე, რა­საც წინ უძღო­და მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო – მოს­წავ­ლე­ებს ვაჩ­ვე­ნე ვი­დეო ლეო ქი­ა­ჩელ­ზე და ვთხო­ვე მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია მის შე­სა­ხებ. ვეს­ტუმ­რეთ ლეო ქი­ა­ჩე­ლის სახლ-მუ­ზე­უმს და ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნენ მის ბი­ოგ­რა­ფი­ას;

პე­რი­ო­დუ­ლად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვამ­ზა­დებთ ღია ბა­რა­თებს, სა­ა­ხალ­წ­ლოდ თუ დე­დის დღის­თ­ვის და გა­დავ­ცემთ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებს;

ჩვენ არ ვით­ვ­ლით ქრო­მო­სო­მებს – schrech-ის დახ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­ხა­ტეს თა­ვი­ან­თი აზ­რი და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე თა­ნა­ტოლ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად. ვაჩ­ვე­ნე ვი­დე­ორ­გო­ლი, შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლეთ ნა­ნა­ხი;

ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვე­სა­უბ­რე პროგ­რა­მისტ ქა­ლებ­ზე, მათ როლ­ზე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ვაჩ­ვე­ნე ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი და და ვთხო­ვე, გა­მო­ე­ხა­ტათ სა­კუ­თა­რი აზ­რი. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი, ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, ქა­ლე­ბის როლს და­დე­ბი­თად აფა­სებს.

ჩემ­თ­ვის ას­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­ცა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ქა­ლე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. მჯე­რა ერ­თი ყვა­ვი­ლიც კი გა­ზაფხულს მო­იყ­ვანს. ქა­ლე­ბის მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს რე­გი­ონს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მთლი­ა­ნად მსოფ­ლი­ოს.

ქა­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ქა­ლებ­მა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, შეც­ვა­ლეს ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სულ უფ­რო მე­ტი ქა­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა ამ სფე­რო­თი. მეც ვცდი­ლობ, ჩე­მი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ დარ­გ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, გო­გო­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის კუთხით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები