9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

უღა­ლა­ტოდ ვშრო­მობ, რომ ჩე­მი მი­სია პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო

spot_img

თი­ნა დუ­ლა­რი­ძე
სსიპ ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ფა­რავ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ვარ თი­ნა დუ­ლა­რი­ძე. 1979 წელს და­ვამ­თავ­რე ქა­ლაქ თე­ლა­ვის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის სრუ­ლი კურ­სი და მო­მე­ნი­ჭა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია. 1980-2012 წლებ­ში, ვმუ­შა­ობ­დი ქა­ლაქ გურ­ჯა­ა­ნის მე-3 სა­ჯა­რო სკოლა­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით. 2012 წელს, სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­მე­ნი­ჭა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის (I-VI) მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, 2013 წელს – უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, 1914 წელს – ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლის, 2016-ში და 2021-ში – ჭად­რა­კის სერ­ტი­ფი­კა­ტი, 2021 წელს – წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.

სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რო­მელ­მა მო­ი­ტა­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი აცხა­დებ­და კონ­კურსს ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის (ამ პრო­ექტს რამ­დენ­ჯერ­მე შე­ეც­ვა­ლა სა­ხე­ლი, ამ­ჟა­მად ასეა: „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა“). კონ­კურ­სი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე და, 2013 წლი­დან, ჯა­ვა­ხეთ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. ხში­რად მე­კითხე­ბი­ან, რა­ტომ მი­ვი­ღე ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბაც იყო, მაგ­რამ უფ­რო მე­ტად, მსურ­და ჩე­მი თა­ვი გა­მო­მე­ცა­და ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე. რა­ტომ ავირ­ჩიე ჯა­ვა­ხე­თი, ეს ურ­თუ­ლე­სი რე­გი­ო­ნი?! ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­სას სწო­რედ აქ, ჯა­ვა­ხეთ­ში (ახალ­ცი­ხე­ში) გავ­ხ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპარ­ტა­კი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში… და, თუ „და­ა­ვად­დი“ ჯა­ვა­ხე­თის სიყ­ვა­რუ­ლით, ვე­ღა­რას­დ­როს შე­ეშ­ვე­ბი მას (ასეა ჭად­რაკ­შიც, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან).

ადაპ­ტა­ცია ნამ­დ­ვი­ლად არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ბავ­შ­ვო­ბი­დან მე და ჩე­მი და-ძმა, სა­ჭად­რა­კო ტურ­ნი­რებ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ებ­ში დავ­დი­ო­დით. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი, მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე, შე­ვე­დი სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ბევ­რი ახა­ლი მე­თო­დიც ავით­ვი­სე.

ხში­რად მე­კითხე­ბი­ან: არ გე­ში­ნია მკაც­რი კლი­მა­ტი­სა და ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის? არა და არა! ბერ­მუ­დის სამ­კუთხე­დის მის­ტი­კუ­რი ში­შიც კი დაძ­ლე­უ­ლი მაქვს (1978 წელს, კუ­ბის მსოფ­ლიო ახალ­გაზ­რ­დო­ბის მე-11 ფეს­ტი­ვა­ლი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ბერ­მუ­დის სამ­კუთხედ­ში, აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა ჩვე­ნი გე­მი და სას­წა­ულ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, მხო­ლოდ მცი­რე ტრავ­მა მი­ვი­ღე), არც მა­შინ შემ­ში­ნე­ბია, რო­დე­საც ჯა­ვა­ხეთ­ში მი­მა­ვალს, შუ­ა­ღა­მი­სას, სა­ში­ნელ ქარ­ბუქ­ში, მან­ქა­ნა რომ ჩაგ­ვი­ვარ­და და ფე­ხით ძლივს გა­მო­ვას­წა­რი მგლე­ბის ხრო­ვის სა­ზა­რელ ღმუ­ილს, ძაღ­ლე­ბის შე­მო­ტე­ვას და ფო­კის მა­მა­თა მო­ნას­ტერს შე­ვა­ფა­რე თა­ვი, არც მა­შინ, რო­დესაც ფა­რავ­ნის ტბა­ში თევ­ზა­ო­ბი­სას ყი­ნუ­ლი ჩა­მიტყ­და…

მე­თერ­თ­მე­ტე წე­ლია, რაც ჯა­ვა­ხე­თის მის­ტი­კურ მი­წა-წყალ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი და ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას უდ­რ­ტ­ვი­ნვე­ლად ვას­რუ­ლებ. მეშ­ვი­დე წე­ლია, სო­ფელ ფა­რავ­ნის (იგი­ვე რო­დი­ო­ნოვ­კა) სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ენას.

სო­ფე­ლი ფა­რა­ვა­ნი გა­დის ის­ტო­რი­ულ გზა­ზე, რო­მე­ლიც კვეთ­და თრი­ა­ლეთ­სა და ჯა­ვა­ხეთს. სოფ­ლის სა­ხე­ლი წარ­მოდ­გე­ბა სოფ­ლი­სა და ტბის სა­ხე­ლე­ბის შე­ერ­თე­ბით – თავ­ფა­რა­ვა­ნი – ფა­რა­ვა­ნი. სა­ხელ­წო­დე­ბა „ფა­რა­ვა­ნი“, წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლად, მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში იხ­სე­ნი­ე­ბა. ქარ­თუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში, კა­ბა­დო­კი­ი­დან მო­მა­ვალ­მა ნა­ნომ (ქარ­თ­ველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბელ­მა, შემ­დ­გომ­ში წმინ­და ნი­ნომ) ფა­რა­ვა­ნი გა­ი­ა­რა. სოფ­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს სა­ინ­ტე­რე­სო ლე­გენ­და: ყო­ფი­ლა ვინ­მე მე­ფე, სა­ხე­ლად – ფა­რა­ვა­ნი. მას ჰყავ­და გა­სათხო­ვა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი. ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი სა­სი­ძო სთხოვ­და ხელს, მაგ­რამ მე­ფემ ბრძა­ნა, ქა­ლიშ­ვი­ლი იმის­თ­ვის მი­ეთხო­ვე­ბი­ნა, ვინც მა­რა­დი­ულ ცეცხლს მო­უ­ტან­და. მზე­თუ­ნა­ხა­ვი სა­მი დღე იჯ­და, ელო­და და ტი­რო­და. ვერც ერ­თ­მა ვერ შეძ­ლო მე­ფის ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ყვე­ლა და­ი­ღუ­პა, მა­თი სუ­ლე­ბი პეპ­ლე­ბად გა­და­იქ­ცა და ნა­თუ­რის გარ­შე­მო ახ­ლაც დაფ­რი­ნა­ვენ. ქა­ლი ძეგ­ლად გა­დაქ­ცე­უ­ლა, მი­სი ცრემ­ლე­ბის­გან ტბა წარ­მოქ­მ­ნი­ლა და, სა­სახ­ლეს­თან ერ­თად, ტბას და­უ­ფა­რავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იპო­ვეს ტბა­ში სა­სახ­ლე. კოს­მო­სი­დან სუ­რა­თე­ბი­ცაა გა­და­ღე­ბუ­ლი ფა­რა­ვან­ზე.

კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას მი­ვა­გე­ნი: გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­მო­ე­ყო სამ­ცხე-სა­ა­თა­ბა­გო. იმი­სათ­ვის, რომ ეს ტე­რი­ტო­რია მე­ფე გი­ორ­გი მე-8-ს და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, გა­ე­მარ­თა სამ­ცხის­კენ. მე­ფის ჯა­რი, თურ­მე, ფა­რა­ვან­თან და­ბა­ნა­კე­ბუ­ლა და იქ გა­მარ­თუ­ლა სის­ხ­ლის­მ­ღ­ვ­რე­ლი ბრძო­ლა…

1839 წელს რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა დუ­ხო­ბო­რებ­მა სო­ფელს სა­ხელ­წო­დე­ბა შე­უც­ვა­ლეს და და­არ­ქ­ვეს რო­დი­ო­ნოვ­კა (აქამ­დე რა­ტომ შე­მორ­ჩა ეს სა­ხელ­წო­დე­ბა, ჩემ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია). შე­და­რე­ბით გვი­ან, სო­ფელს სო­მე­ხი ეროვ­ნე­ბის ოჯა­ხე­ბიც შე­ე­მა­ტა. მძი­მე კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სო­ფელს, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 2100 მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს, „პა­ტა­რა ციმ­ბირს“ უწო­დე­ბენ, ამარ­თ­ლებს კი­დეც თა­ვის სა­ხელს, რად­გან ქარ­ბუქ­ში გახ­ვე­ულ სო­ფელ­ში, ზოგ­ჯერ, ტემ­პე­რა­ტუ­რა -39-41 გრა­დუსს აღ­წევს) მო­სახ­ლე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

სოფ­ლის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბია სა­ქარ­თ­ვე­ლოს უდი­დე­სი ფა­რავ­ნის ტბა, ორი უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სია და „ქარ­ვას­ლა“. სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში მდგა­რი ერ­თ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი X-XI სა­უ­კუ­ნე­ებს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. არ­ქი­ტრავ­ზე შე­მო­ნა­ხუ­ლია ორ­ნა­მენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბით, რო­მე­ლიც ასე იკითხე­ბა: „ქრის­ტე, შე­იწყა­ლე პავ­ლე“. 2012 წელს ტა­ძარს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქა­ლი­სა და ბავ­შ­ვე­ბის სა­მარ­ხი, თა­ვის ქა­ლე­ბი… ამ­ჟა­მად იქ მი­დი­ან სომ­ხე­ბი, ლო­ცუ­ლო­ბენ და შე­სა­წირს ტო­ვე­ბენ. სო­ფელ­ში კი­დევ ერ­თი პა­ტა­რა ეკ­ლე­სიაა, რო­მე­ლიც XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.

ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად, ტბის აღ­მო­სავ­ლე­თით, დგას მე-12 სა­უ­კუ­ნის ძეგ­ლი „ქარ­ვას­ლა“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს 26 მეტ­რი სიგ­რ­ძის სამ­ნა­ვი­ან ოთხ­კუთხა შე­ნო­ბას, ნა­გე­ბია ქვით­კი­რით. დი­დი ძებ­ნის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბი, რო­გორც ჩანს, კე­დელ­ში ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა იყო და­ტა­ნე­ბუ­ლი. მი­ვა­გე­ნი ორ­მოს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ქვა-ღორ­ღი­თაა ამოვ­სე­ბუ­ლი. სოფ­ლის უხუ­ცე­სებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, გა­ირ­კ­ვა, რომ ოდეს­ღაც იქ ყო­ფი­ლა გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც გა­დი­ო­და ფა­რავ­ნის ტბას­თან. არა­ბე­თი­დან მო­სუ­ლი ვაჭ­რე­ბი, აქ­ლე­მე­ბის ქა­რავ­ნე­ბი­თა და სა­ვაჭ­რო სა­ქონ­ლით, აქ, ქარ­ვას­ლა­ში, ბი­ნავ­დე­ბოდ­ნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, მდი­დარ­თა სას­ტუმ­როს წარ­მო­ად­გენ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ერთ დროს, ღო­რე­ბის კოლ­ტის სად­გო­მიც ყო­ფი­ლა. ეს უძ­ვე­ლე­სი და უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლი ჩა­მოშ­ლილ-ჩა­მო­შა­ვე­ბუ­ლია, თით­ქოს ხე­ლე­ბი ზე­ცის­კენ აღუ­მარ­თავს და უფალს დახ­მა­რე­ბას სთხოვ­სო. ჩე­მი მო­საზ­რე­ბაა, რომ ამ ნა­გე­ბო­ბას სას­წ­რა­ფო არქეო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რა­თა არ აღი­გა­ვოს პი­რი­სა­გან მი­წი­სა.

გარ­და ამი­სა, სო­ფელ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე, აშენ­და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, რო­მე­ლიც ა.წ. ნო­ემ­ბ­რი­დან ფუნ­ქ­ციო­ნირებს. პა­ტა­რა სო­ფელს სა­ჯა­რო სკო­ლაც პა­ტა­რა აქვს. სა­ბა­ზო სკო­ლა­ში 51 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. ამ­ჟა­მად, სკო­ლა ავა­რი­უ­ლია და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ძველ ფიც­რულ შე­ნო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სამ ცვლა­ში. გვპირ­დე­ბი­ან, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან აგ­ვი­შე­ნე­ბენ, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე, ახალ ორ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას, რა­საც დი­დი მად­ლი­ე­რე­ბი­თა და მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბით. ფა­რავ­ნის სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და თა­ვი­სი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

ჩე­მამ­დე, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის მიზ­ნით, 2012-2013 წლებ­ში, სკო­ლას ჰყავ­და ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ანა მეტ­რე­ვე­ლი, შემ­დ­გომ წლებ­ში – დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბი: ელე­ნე ქვი­რი­თაია, თა­მარ კევ­ლიშ­ვი­ლი და ნა­თია მი­ქე­ლა­ძე, რო­მელ­თაც, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს.

მე-11 წე­ლია, რაც ვმუ­შა­ობ ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლად, ჯერ სო­ფელ დიდ გონ­დუ­რა­ში, შემ­დეგ – ეშ­ტი­ა­ში და ბო­ლოს, უკ­ვე მერ­ვე წე­ლია, სო­ფელ რო­დი­ო­ნოვ­კა­ში. სო­ფე­ლი გულ­თ­ბი­ლად შემ­ხ­ვ­და. მეც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩე­მი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ და­მი­ზო­გავს, რა­თა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის დო­ნე ამე­მაღ­ლე­ბი­ნა. ჩე­მი მოს­ვ­ლის დროს, არც ერთ მას­წავ­ლე­ბელს არ ჰქონ­და სერ­ტი­ფი­კა­ტი და, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, არც მო­ტი­ვა­ცია. მა­შინ და­ვი­სა­ხე მიზ­ნად, დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. და­ვიწყე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა (თუმ­ცა მითხ­რეს, რომ არა­ფერ­ში ჩა­მეთ­ვ­ლე­ბო­და, ჩე­მი ფუნ­ქ­ცია არ იყო). ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნ­და. ბევ­რ­მა ქარ­თ­ველ­მა პე­და­გოგ­მაც კი ვერ შეძ­ლო და ამის გა­მო და­ტო­ვა სკო­ლა. სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­ძი­მებ­და ენის ბა­რი­ე­რი. გა­მოც­და ხომ ქარ­თუ­ლად უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ. ზო­გი უიმე­დო­ბა­ში ჩა­ვარ­და, მაგ­რამ, პირ­ველ მერ­ცხალს მე­ო­რე მოჰ­ყ­ვა და უკ­ვე კარ­გა ხა­ნია, რაც სოფ­ლის სკო­ლის თხუთ­მე­ტი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია!!! და ვთვლი, რომ ამა­ში, ლო­მის წი­ლი თუ არა, მდოგ­ვის მარ­ც­ვ­ლის­ხე­ლა წვლი­ლი მა­ინც ჩე­მია.

მე­ო­რე დი­დი წარ­მა­ტე­ბა?! ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ებ­ში ენის სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და შეს­წავ­ლაა. ამის დას­ტუ­რად ფო­კელ მოს­წავ­ლე­ებს და­ვე­სეს­ხე­ბი: სა­მი­ო­დე წლის წინ, მე­ზობ­ლად, და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ფო­კის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩა­ვა­ტა­რეთ ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ენის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი. რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­დით, მათ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­ზე მორ­ცხ­ვად ჩა­ი­ლა­პა­რა­კეს: თქვენ კარ­გად იმი­ტომ სა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ხარ­თო! (არა­და, მოს­წავ­ლე კი არა, სო­ფელ­ში 100% სომ­ხუ­რი და­სახ­ლე­ბაა). მე ამა­ყი ვარ, რომ მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან ასე­თი შე­ფა­სე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე.

უღა­ლა­ტოდ ვშრო­მობ, რომ ჩე­მი მი­სია პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო. გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტი, ეშ­ტი­ის სკო­ლას შევ­ძი­ნე გრან­ტე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ვი­ყა­ვით ექ­ს­კურ­სი­ა­ზე ყვა­რელ­ში – ილი­ას სამ­შობ­ლო­ში; გრან­ტ­მა მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სკო­ლა­ში თე­ატ­რი დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა და შეგ­ვე­ძი­ნა-შეგ­ვექ­მ­ნა კოს­ტი­უ­მე­ბი. ჩე­მი ჩა­მოს­ვ­ლის დღი­დან, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე სა­ჭად­რა­კო სკო­ლა. გა­სულ წელს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ჩა­ვუ­ყა­რე სა­ფუძ­ვე­ლი – სო­ფელ­ში, ფა­რავ­ნის გა­ყი­ნულ ტბა­ზე (-15), ჩა­ვა­ტა­რე სა­ჭად­რა­კო მა­რა­თო­ნი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით. წლე­ბია, მას­წავ­ლებ­ლებ­თან გავ­დი­ვარ ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლელ კურსს, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ვეს­წ­რე­ბი ტრე­ნინ­გებს, სურ­ვი­ლი მაქვს, ჩე­მი თა­ვი კი­დევ ერ­თხელ გა­მოვ­ცა­დო ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე. ამ მიზ­ნით, ვემ­ზა­დე­ბი ფიზ­კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის გა­მოც­დი­სათ­ვის…

სკო­ლას ჰყავს ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­უ­ლის წევ­რი, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ნუ­შაკ მკრტჩი­ა­ნი. მან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ძველ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შექ­მ­ნა ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს, პე­რი­ო­დუ­ლად, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის ვამ­ზა­დებთ. აქ­ვე გვსურს გავ­ხ­ს­ნათ სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კი, სა­დაც თავს მო­იყ­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­სა და ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე და ჩა­ტარ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რად­გან ჩვენ ერ­თად ვქმნით მო­მავ­ლის სკო­ლას!

სო­ფელ­ში არ­სე­ბულ მთა „ყურ­ღან­ზე“ დაწყე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი დრო­ში­სა და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ამოტ­ვიფ­რ­ვა, რო­მე­ლიც გა­ზაფხუ­ლის­თ­ვის დას­რულ­დე­ბა. ვგეგ­მავთ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ქარ­თუ­ლი ენის დღეს, აქ შე­ვიკ­რი­ბოთ და ჩა­ვა­ტა­როთ მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

3 დე­კემ­ბერს მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის და­მაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და – „ჩვენ ვსწავ­ლობთ ქარ­თულ ენას“.

ახალ­გაზ­რ­დებს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლა მა­თი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო. მი­მაჩ­ნია, რომ, სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­შეწყო­ბის შე­დე­გად, სკო­ლა უკ­ვე იმ­ყო­ფე­ბა ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები