9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

უფროსი და წამყვანი მასწავლებლების კარიერული წინსვლისთვის საჭირო კომპლექსური შეფასება

spot_img

უფროსი და წამყვანი მასწავლებლების კარიერული წინსვლისთვის საჭიროა პედაგოგის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ნაწილის კომპლექსური შეფასება. საქართველოს მთავრობის №390 დადგენილებაში (2020 წლის 26 ივნისი, მუხლი 2.რ.) ვკითხულობთ: მასწავლებლის კომპლექსური შეფასებაწამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის შეფასება, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან;

№390 დადგენილებიდან გამომდინარე, კარიერული წინსვლისთვის, მასწავლებლებმა უნდა შეძლონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურის დამუშავება (იხილეთ ბმულზე)  https://drive.google.com/drive/folders/12yVKNXwwHZwoFwyYTWZdELyXeSkJAhtB ) , ან გაეცანით ლიტერატურის ჩამონათვალს⇓⇓

  1. სასწავლო აქტივობები ყველასთვის;
  2. სამოქმედო კვლევა – ჯეფრი მილსი;
  3. როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი – გზამკვლევი მასწავლებლებს;
  4. პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო;
  5. აკადემიური წერა (216-258 გვ.)
  6. განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის;
  7. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;
  8. მოქალაქეობრივი განათლება;
  9. ციფრული მოქალაქეობა;
  10. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.

საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი⇓⇓

  1. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
  2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  3. ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  4. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;
  5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  6. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  7. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

თეორიული გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 5 (ხუთი საათი), რაც ერთი საათით მეტია წინამორბედი გამოცდის დროთან შედარებით, ასევე, შემცირებულია საგამოცდო ლიტერატურის მოცულობა.

შესაბამისი ბარიერის გადალახვის შემდეგ მასწავლებელი შესაფასებლად წარადგენს თავისი პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტაციას (პორტფოლიოს), რასაც მოსდევს პორტფოლიოს დაცვა. ამდენად, თუ თვალს გავადევნებთ კარიერული წინსვლის ფაზებს, გვექნება ასეთი სურათი:

  • ვიწყებთ საგამოცდო საკითხების დამუშავებას (თეორიული ნაწილი). თეორიის ცოდნა შეფასდება 32 სხვადასხვა ტიპის ტესტით (დახურული, შესაბამისობისა და ღიადაბოლოებიანი);
  • საგამოცდო საკითხების მომზადებასთან ერთად, ვიწყებთ თეორიის პრაქტიკაში გადატანას (სამ მიმართულებად ჩაშლილი კრიტერიუმების მიხედვით);
  • პორტფოლიო მოგვყავს მოთხოვნებთან შესაბამისობაში და ვიწყებთ მის დაცვაზე ზრუნვას (პორტფოლიოს რელევანტურობა უნდა დამტკიცდეს ექსპერტებისგან შედგენილი კომისიის წინაშე. ამ დროს, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის მიზნობრიობა და შინაარსი სრულ კორელაციაში იყოს მოთხოვნებთან).
როლანდ ხოჯანაშვილი

 

„ახალი განათლება“ მასწავლებლებს სთავაზობს საგამოცდო-საპორტფოლიო ხანგრძლივ ტრენინგ-კურსს, დისტანციური ფორმატით.
ტრენინგკურსი მოიცავს 120 საათს.

გაუძღვება: ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.

♦ მუშაობა წარიმართება თიმსის პლატფორმით და ყველა შეხვედრა ჩაიწერება;

♦ სატრენინგო მასალის დოკუმენტური ვერსიები გაიცემა უფასოდ;

♦ შეხვედრები წარიმართება კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და შაბათს, საღამოს 8 საათზე.

!! პირველი ტრენინგი ჩანიშნულია 5 ოქტომბერს.

ტრენინგების ინტენსივობას განაპირობებს გამოცდის თარიღის დანიშვნა; მასწავლებლები გამოაქვეყნებენ * პუბლიკაციებს „ახალ განათლებაში“ (მაქსიმუმ, ორ სტატიას); სრული კურსის ღირებულებაა 300 ლარი.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 593 364 240 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები