გულით ვატარებდი ქრისტეს მცნებებს, ვიტირე და ცრემლი ვღვარე, ღმერთს ვთხოვე, რომ ჩემთვის ეწყალობა წინამძღვარი, რათა უვნებლად გადავეტარებინე ქრისტიანთა საზღვარი. ღმერთი ვახსენე და წავედი იქით, საითაც ხსნას ველოდებოდი, გული ტიროდა და თვალები მეხუჭებოდა, აღარ მეგონა თუ გული გულობას გამიწევდა. ვამბობდი: „ვაი, მოყვასნო, ჩემთვის დაკარგულებო“. დღისით წინამძღვრად მზე მყავდა, ღამით კი მთვარის იმედად ვიყავი, მივენდე დიდი დათვის თანავარსკვლავედს, ღამით კი შიშველ მთას მივადექი შუა დაღესტანში, იქ დამიდგა სიცოცხლის გასამწარებელი დრო. ამოვარდა ქარი, დაიწყო სეტყვა და ჭექა-ქუხილი, შიშის გამო თვალები წამდაუწუმ მეხუჭებოდა, თავშესაფარი არსად ჩანდა და ამის გამო ვწუხდი. მეშინოდა, რომ სეტყვა თავში დამეცემოდა და პირქვე დავემხე, გულმა კი მითხრა: „ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა.“ ავდექი, იელვა და მივადექი გამოქვაბულს, მივედი, შევძვერი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი.
სეტყვამ როცა გადაიღო, გამოვედი და უფალს მსხვერპლი შევწირე, არ მყავდა ზვარაკი, არც საღვთო წერილი ვიცოდი, მხოლოდ ერთი ლოცვა მქონდა გაზეპირებული, „ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!“
ანი ჩიტაური – სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე