24 ნოემბერი, კვირა, 2024

ტრაგედია

spot_img

ტრაგედია ისეთი დრამატული ნაწარმოებია, რომელიც გვიხატავს დიადი მიზნის მქონე ადამიანის თავგანწირულ და სახიფათო ბრძოლას უდიდეს დაბრკოლებებთან, რაც იწვევს მკითხველსა და მაყურებელში ღრმა თანაგრძნობას.

ტრაგედია, როგორც ჟანრი, წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. ტრაგედია ბერძნულად ნიშნავს თხის სიმღერას. ამგვარი ნაწარმოების გმირი ძლიერი ნების ადამიანია, მისი ბრძოლა რთულია, მაგრამ სამართლიანი. ძველი ბერძნული ტრაგედიის უდიდესი შემოქმედნი იყვნენ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე. ესქილეს შემოქმედებაში ადამიანის მისწრაფებას წინ ეღობება ბედისწერა, მისგან იჩაგრებიან და წინააღმდეგობასაც არ უწევენ. დაჩაგრული მოქმედი პირის ტანჯვის გადმოცემით ძლიერდება მაყურებელში  თანაგრძნობა. მოვლენების განვითარებისას დაბრკოლებები იზრდება, რომლებიც ზრდის გმირის დაღუპვის შანსს. მძაფრი განცდა იწვევს მკითხველში (მაყურებელში) შიშს.

სოფოკლეს ტრაგედიებში შემცირებულია ბედის მნიშვნელობა. მისი აზრით, ბედი ღუპავს ადამიანს. ზოგადად, არსებობდა მსოფლგაგება, რომლის მიხედვითაც ბედი მუხთალია. ეს შეხედულება შუა საუკუნეებშიც იყო გაბატონებული (მაგალითად, რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ ბედის სიავეზე არაერთხელაა მინიშნება).

ევრიპიდეს ნაწარმოებში გადმოცემულია გმირის შინაგანი განცდები, რომელსაც უპირატესად იწვევდა ომის საშინელებები. ევრიპიდეს სახელი მოუხვეჭა „მედეამ“. გადმოცემების მიხედვით, მას დაუწერია 92 დრამა, მათგან ცნობილია 19.

ძველმა ბერძნულმა ტრაგედიამ, რელიგიურის ნაცვლად, გამოხატა ჰუმანური შინაარსი, ანუ ღვთაებრივის ნაცვლად, ადამიანური კონტენტი წარმოადგინა.

ძველი თეატრის სცენას არ შეეძლო ეჩვენებინა სხვადასხვა ადგილი თუ ვითარება. დრამატული ნაწარმოების იმ ნაწილს, რომელსაც ვერ წარმოადგენდნენ სცენაზე, მაყურებელს მოუთხრობდა მოამბე.

ტრაგედიის განვითარებაში უზარმაზი წვლილი შეიტანა შექსპირმა. მის ნაწარმოებში მოქმედი პირები თვითონ ქმნიდნენ საკუთარ ბედს. შექსპირმა დაარღვია სამი ერთიანობის კანონი (სამ ერთიანობაში იგულისხმებოდა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა), რითაც არსებითი მრავალფეროვნება შეიძინა ტრაგედიამ, როგორც ჟანრმა.

🔴✔️ დაჩი ხელაშვილი – თბილისის 53-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები