პუბლიკაციაში გამოყენებული ისტორიული წყაროები მოხმობილია „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ IX ტომიდან
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებათა ციკლში დიდი ადგილი უჭირავს ბუნებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორად ბუნებაა ის ბერკეტი, რომლითაც ვაჟა პრიორიტეტულ საკითხებს წარმოაჩენს. მისი ნებისმიერი ნაწარმოების სიუჟეტურ განვითარებას, მუდმივად გასდევს შესაბამისი პეიზაჟები. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეულია „სტუმარ-მასპინძელი“. პოემაში აღწერილ ისტორიას გასდევს ბუნების შესაბამისი სურათები, რაც მკითხველში დიდ ინტერესსა და ემპათიას იწვევს.
ნაწარმოებში მოქმედება ქისტეთში ხდება. ქისტეთი ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი ისტორიის მატარებელი ადგილია. დღეს ქისტეთი ჩეჩნეთის სახელითაა ცნობილი. ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, „კავკასიის ქედის ჩრდილო კალთებზე, საქართველოს საზღვრის გასწვრივ მდებარეობს ულამაზესი ქვეყანა, სადაც ცხოვრობს კავკასიის ძირძველი ხალხი. ისინი თავიანთ თავს „ვეინახებს“ უწოდებენ. სიტყვასიტყვით „ვეი ნახ“ ნიშნავს „ჩვენ ხალხს“ რითაც ჩეჩნები ინგუშები და ქისტები გამოყოფენ თავს სხვა კავკასიელი მთიელებისაგან. ამ სახელწოდებებს საფუძვლად დაედო ორი აული – ჩეჩენ-აული და ინგუშთი. „ჩეჩენი“ წარმოიშვა „ჩეჩენ-აულისგან“, რომელიც მდებარეობს გროზნოს მახლობლად, ხოლო „ინგუში“ – ტარსკის ხეობაში არსებულ აულ ინგუშთისგან (ინგუშთა).
მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნებსა და ინგუშებს თავი ერთ ერად “ვეინახებად” წარმოუდგენია, ერთმანეთისაგან განცალკევდებიან საკუთარი სახელწოდებით: ჩეჩნები თავს “ნოხჩის” უწოდებენ , ინგუშები კი – “ღალღაის”.“
პოემა დაფუძნებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა და ქისტთა ურთიერთობაზე. მასში წარმოჩენილია ამ ორი ეროვნების მსგავსება-განსხვავებები. ეს ყველაფერი გარკვეულწილად, დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობასა და ადათ-წესებზე.
„ისტორიულად საქართველოს აღმოსავლეთ მთიელებსა და ჩეჩნეთ–ინგუშეთს შორის მჭიდრო ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული. ისტორიული ფხოვი, რომელიც გუდამაყრის ქედიდან (გადასასვლელს ახლაც ფხიტური ქვია) იწყებოდა და მის ტერიტორიაში შედიოდა დღევანდელი ინგუშეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი(ჯარიახის ხეობა და მის შემოგარენითურთ) ასევე დღევანდელი ჩეჩნეთის ნაწილი (ჯარეგას ქედის გაყოლებით, თებულოს მთის ქედის შეერთებამდე არღუნის წყალთან, ანატორიდან ჩრდილოეთით). ინგუშეთში ასას ხეობაში დღესაც შემორჩენილია თამარის დროს აშენებული ხიდები და ეკლესია მონასტრები. ერთ-ერთ ყვავილს თამარის სახელი ერქვა ქისტეთში. ვინაიდან ერთ ტერიტორიულ კუთხეში ფხოვში შევდიოდით ჩვენ და ეს მონათესავე ხალხი, რომელებიც ჯერ მონღოლთა ბატონობამ და შემდეგ თემურლენგის გავლენით გავრცელებულმა მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ მოწყვიტა საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივად ასევე წეს- ჩვეულებების კუთხითაც. რა გასაკვირია თუ ინგუშური და ჩეჩნური წარმოშობის ბევრი გვარი ხამხაძეები, ზაქაიძეები, ქისტაურები, ალბუთაშვილები, ღანიშაშვილები, გუშარაშვილები, ხაიაურები და ასე შემდეგ ცხოვრობენ საქართველოში. ასევე ინგუშეთში ბევრი ქართული წარმოშობის გვარია თურმე. კავკასიის ხალხთა დამპყრობელნი კი მუდამ ცდილობდნენ ერთმანეთისათვის სამტროდ გადაეკიდებინათ და შუღლი დაეთესათ გენეტიკურად მოძმე კავკასიელ ხალხებს შორის. ასე იქცეოდა ოსმალეთის იმპერია როცა საქართველოს დასასუსტებლად ჩრდილოკავკასიელ ლეკთა თარეშს ხელს უწყობდა. ასევე იქცეოდა რუსეთის იმპერია, როცა ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა დაპყრობაში დიდი წვლილი ქართველებს მიაღებინა. როდესაც შეიქმნა ჩრდილო-კავკასიელ ხალხთა გაერთიანებული სახელმწიფო, რომელიც თავიდან აერთიანებდა ჩეჩნეთსა და დაღესტანს, გარდა ხუნძახის ანუ ავარის და ტარაკისა.“
ზემო აღნიშნული ისტორიული ფაქტები და ხალხური გადმოცემები ამყარებს მკითხველთა შეხედულებებს პოემაში აღწერილი სიუჟეტური განვითარებისა და იმ ბუნებისადმი, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. ყველა იმ მცირე ელემენტს, რასაც ტოპონიმთა ისტორიას მოგვითხრობს, ვაჟა ჩვეული ოსტატობით გვიხატავს. სიუჟეტუტური განვითარებისა და პეიზაჟების ასეთი სწორი კოლაბორაცია ქმნის მითოლოგიური რეალიზმის სრულყოფილ ნიმუშს.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე