3 მაისი, პარასკევი, 2024

ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი დაწყე­ბით კლა­სებ­ში

spot_img

რუსუდან ქარჩავა
სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №147 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

წა­კითხ­ვი­სა და გა­აზ­რე­ბის პრო­ცე­სი ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ერ­თ­დ­რო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­მაჩ­ნია, რომ მო­ზარ­დის კარგ მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან იწყე­ბა. კითხ­ვა, სწავ­ლის ძი­რი­თა­დი იარა­ღია, თუ მოს­წავ­ლე შეც­დო­მე­ბით კითხუ­ლობს, ის ვერ იაზ­რებს ტექსტს.

მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა – გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მა მრა­ვალ­მა ფაქ­ტორ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა პე­და­გო­გის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­თა ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი კვლე­ვი­სას ერ­თად მო­ვუ­ყა­რე თა­ვი იმ ძი­რი­თად სტრა­ტე­გი­ებს, რო­მელ­თაც ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბი­სათ­ვის ხში­რად ვი­ყე­ნებ. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, მა­თი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სის­ტე­მა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს მხატ­ვ­რუ­ლი თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტე­ბის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას. ქვე­მოთ წარ­მო­გიდ­გენთ ამ სტრა­ტე­გი­ებს და მათ მოკ­ლე აღ­წე­რას. შე­საძ­ლოა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თქვენს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ზე მორ­გე­ბა.

1) მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ფო­ნო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის არ­სის წი­ნა­რე აკა­დე­მი­უ­რი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს კითხ­ვი­სა და წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბას. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სიტყ­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, სიტყ­ვის და­მარ­ც­ვ­ლა, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რა, წი­ნა­და­დე­ბის სიტყ­ვე­ბად სეგ­მენ­ტი­რე­ბა და წა­კითხუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის გა­აზ­რე­ბა. ამ მიზ­ნით ვი­ყე­ნებ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებს, სქე­მებს; სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვშლი კონ­კ­რე­ტულ მა­სა­ლას დე­ტა­ლე­ბად და შე­მად­გე­ნელ ას­პექ­ტე­ბად, რა­თა მოს­წავ­ლემ აღიქ­ვას მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ტექ­ს­ტ­ში მარ­ც­ვ­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა, მარ­ც­ვალ-მარ­ც­ვალ წა­კითხ­ვა, არე­უ­ლი მარ­ც­ვ­ლე­ბის­გან სიტყ­ვის მი­ღე­ბა, სიტყ­ვე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის დაც­ვით წი­ნა­და­დე­ბის შედ­გე­ნა. ვი­ზუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებ დიდ პლა­კა­ტებს, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა ფე­რით გა­მოვ­ყოფ მარ­ც­ვ­ლებს სიტყ­ვებ­ში; მო­ი­ფიქ­რონ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სიტყ­ვა გარ­კ­ვე­უ­ლი მარ­ც­ვ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, მუ­შა­ო­ბენ წყვი­ლებ­ში/ჯგუ­ფებ­ში.

აქ­ვე ხაზს გა­ვუს­ვამ, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აუცი­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის, რად­გან ერთ ჯგუფ­ში სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან გვი­წევს მუ­შა­ო­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვი­ყე­ნებ.

2) ახა­ლი ტექ­ს­ტის ახ­ს­ნის დროს ვი­ყე­ნებ ილუს­ტ­რა­ცი­ას, ვად­გენთ კავ­შირს სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ას შო­რის. მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოთ­ქ­ვა­მენ ვა­რა­უ­დებს – რა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი მოთხ­რო­ბა­ში? რამ მი­გა­ნიშ­ნათ ამის შე­სა­ხებ? ვთხოვ, ჩა­მოთ­ვა­ლონ რა სიტყ­ვე­ბი ახ­სენ­დე­ბათ ამ ილუს­ტ­რა­ცი­ის და­ნახ­ვი­სას. ეს აქ­ტი­ვო­ბა ეხ­მა­რე­ბა ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

3) ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას, ასე­ვე, ხელს უშ­ლის არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ტექ­ს­ტი, ვგუ­ლის­ხ­მობ სი­დი­დე­სა და სირ­თუ­ლეს. ამი­ტომ, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სწო­რად შერ­ჩე­ულ ტექსტს. აუცი­ლე­ბე­ლია, რთუ­ლი და დი­დი ტექ­ს­ტის და­ყო­ფა ნა­წი­ლე­ბად (შე­სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, შუა და დას­კ­ვ­ნა). დი­დი ტექ­ს­ტის უმოკ­ლეს დრო­ში და­მახ­სოვ­რე­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებ შემ­დეგ აქ­ტი­ვო­ბებს: მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვ ფო­კუ­სირ­დ­ნენ ტექ­ს­ტის არა ზე­პი­რად და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე, არა­მედ მი­სი არ­სის გა­გე­ბა­ზე. ტექსტს ყო­ფენ აბ­ზა­ცე­ბად და ასა­თა­უ­რე­ბენ. სა­თა­ურ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია საკ­ვან­ძო სიტყ­ვე­ბი, რაც უად­ვი­ლებს მათ ტექ­ს­ტის გახ­სე­ნე­ბას, აქ­ვე ვუს­ვამ შე­სა­ბა­მის კითხ­ვებს და პა­სუ­ხო­ბენ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ტექ­ს­ტის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის შექ­მ­ნა, ხმა­მა­ღა­ლი კითხ­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ხმის ჩა­წე­რაც.

4) ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტექ­ს­ტ­თან ერ­თად, „ვა­რა­უ­დე­ბის სქე­მა“ და­ვუ­რი­გო, სა­დაც გა­მო­ყო­ფი­ლი მაქვს ტექ­ს­ტის სტრუქ­ტუ­რის სა­მი­ვე ნა­წი­ლი მკვეთ­რი ნუ­მე­რა­ცი­ით (შე­სა­ვა­ლი, შუა ნა­წი­ლი და დას­კ­ვ­ნა). სა­ნამ ტექ­ს­ტის პირ­ველ (შე­სა­ვალ) ნა­წილს წა­ი­კითხა­ვენ, ვთხოვ, შე­ავ­სონ მო­ცე­მუ­ლი სქე­მის პირ­ვე­ლი სტრი­ქო­ნის უჯ­რე­ბი კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხით:

♦ სა­თა­უ­რის წა­კითხ­ვის შემ­დეგ რო­გორ ფიქ­რობ, რა მოხ­დე­ბა?

♦ რა­ტომ გგო­ნია ასე?

♦ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა მოხ­და?

უკა­ნას­კ­ნელ კითხ­ვას პა­სუხს გას­ცე­მენ ტექ­ს­ტის სხვა ნა­წი­ლე­ბის ეტა­პობ­რი­ვად წა­კითხ­ვას­თან ერ­თად. სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა, თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, არ­გუ­მენ­ტი უნ­და მო­იყ­ვა­ნონ ტექ­ს­ტი­დან. ყო­ვე­ლი­ვე ეს ხელს უწყობს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­ურ ჩარ­თ­ვას კითხ­ვის პრო­ცეს­ში. ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ კითხ­ვე­ბის დას­მას, ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქ­მას და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მსჯე­ლო­ბას, რაც მთა­ვა­რია, ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლე რთულ ტექ­ს­ტ­საც კი ად­ვი­ლად გა­ი­აზ­რებს, არ ეფან­ტე­ბა ყუ­რადღე­ბა კითხ­ვი­სას და ბო­ლომ­დე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხ­ვე­ლად რჩე­ბა.

5) ლექ­სი­კურ ერ­თე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ვი­ყე­ნებ „მო­ნიშ­ვ­ნით კითხ­ვის“ მე­თოდს. კითხ­ვის პრო­ცეს­ში მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბარ სიტყ­ვებს ფან­ქ­რით უს­ვა­მენ ხაზს. ასე­ვე ვი­ყე­ნებ კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით სიტყ­ვის ამოც­ნო­ბის ხერხს, სი­ნო­ნი­მე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას; ტექ­ს­ტი­დან ამო­ბეჭ­დილ წი­ნა­და­დე­ბა­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლის ჩას­მას; სიტყ­ვე­ბის შე­და­რე­ბას გან­მარ­ტე­ბებ­თან.

6) ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რად დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი. ხში­რად ვი­ყე­ნებ ღია კითხ­ვებს, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­ე­ცეს პა­სუ­ხე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი და რო­მე­ლიც შემ­დ­გომ დი­ა­ლო­გის­კენ უბიძ­გებს. მოს­წავ­ლე­ე­ბი თვი­თონ ქმნი­ან კითხ­ვე­ბის „ბანკს“, თა­ვად სვა­მენ კითხ­ვებს, რომ­ლის პა­სუხს ტექ­ს­ტ­ში პო­უ­ლო­ბენ. ეს, ძი­რი­თა­დად, ცოდ­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბია. ვი­ყე­ნებ „კითხ­ვე­ბის გვი­რი­ლას“, ანუ „ბლუ­მის გვი­რი­ლას“ (ბენ­ჟა­მინ ბლუ­მი). ვსვამ სა­ა­ნა­ლი­ზო და შე­მა­ფა­სე­ბელ კითხ­ვებს:

რა­ტომ? რა მოხ­დე­ბა, თუ…? რას ფიქ­რობ ამის შემ­დეგ?

7) პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რის დროს გა­მოვ­ყოფ მთა­ვარ და არამ­თა­ვარ გმი­რებს და ვა­ხა­სი­ათებთ. პერ­სო­ნა­ჟის და­ხა­სი­ა­თე­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებ:

ნი­მუ­ში I

ფიქ­რობს, აკე­თებს, ამ­ბობს, გრძნობს, შე­დე­გი.

ნი­მუ­შიII

პერ­სო­ნა­ჟის გა­რეგ­ნო­ბა, თვი­სე­ბე­ბი, მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი, გან­ც­დე­ბი, ავ­ტო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის­და­მი. რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ჩვენ ნა­წარ­მო­ე­ბის მოქ­მედ პირ­თან? რას ფიქ­რობს, რას გა­ნიც­დის?

ნი­მუ­ში III

გმი­რი გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟია თუ რე­ა­ლუ­რი? რა თვი­სე­ბე­ბი უწყობს ხელს გმი­რის წარ­მა­ტე­ბას? რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას გმი­რი და რამ­დე­ნად ახერ­ხებს მის გა­და­ლახ­ვას? რო­გო­რია გმი­რი – და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი?

8) მო­ი­ძი­ონ ტექ­ს­ტი­დან სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად: მო­ი­ძი­ონ არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი, რო­მელ­საც და­ეს­მის კითხ­ვა – ვინ? მოქ­მე­დე­ბის, რა­ო­დე­ნო­ბის, გრძნო­ბე­ბის, ემო­ცი­ე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი. ასე­ვე შე­მიძ­ლია, წი­ნას­წარ და­ვამ­ზა­დო ბა­რა­თე­ბი, სა­დაც ჩა­მო­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა სიტყ­ვე­ბი ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით და გა­მო­იც­ნონ რო­მე­ლი მათ­გა­ნია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ს­ტ­ში.

9) ეპი­ზო­დუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბის გახ­სე­ნე­ბის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­ებს ვთა­ვა­ზობ ილუს­ტ­რა­ცი­ებს ან ტექ­ს­ტი­დან ამო­ბეჭ­დილ წი­ნა­და­დე­ბებს. მათ მოვ­ლე­ნე­ბი თან­მიმ­დევ­რო­ბით უნ­და და­ა­ლა­გონ. ილუს­ტ­რა­ცი­ებს და­ურ­თონ სიტყ­ვე­ბი და შექ­მ­ნან კო­მიქ­სი. შე­საძ­ლე­ბე­ლია არე­უ­ლი აბ­ზა­ცე­ბის და­ლა­გე­ბაც.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

https://paidagogos.com

https://pedsovet.su

მას­წავ­ლე­ბე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვი. I ნა­წი­ლი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები