7 მაისი, სამშაბათი, 2024

სწავლების უნივერსალური დიზაინი

spot_img

სიუზანნა აბელიან
სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის ინგლისურ ენის მასწავლებელი

 

 

სწავლების უნივერსალური დიზაინი არის მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს საკლასო ოთახში ყველა მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ეს სასარგებლოა ყველა ბავშვისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის, რომლებსაც სწავლისა და ყურადღების პრობლემები აქვთ. მისი ძირითადი პრინციპია მოსწავლისთვის რელევანტური სასწავლო მეთოდების, მასალისა და შეფასების სისტემის შეთავაზება. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ მიდგომას „უნივერსალური“.

უნივერსალური დიზაინის პრინციპების თანახმად, იმისათვის, რომ სწავლის პროცესი წარმატებით განხორციელდეს, მოსწავლისთვის ცხადი უნდა იყოს შემდეგი სამი საკითხი:

  1. ინფორმაციის წარდგენის მრავალფეროვანი გზა;
  2. გამოხატვის მრავალფეროვანი გზა;
  3. მოტივაციის მრავალფეროვანი გზა.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები, საჭიროებები და ინტერესები, მათი მზაობა, სწავლის სტილი და ტემპი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ ყოველდღიური სასწავლო პროცესისგან, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნივერსალური დიზაინის პრინციპების მიხედვით ორგანიზებულ სასწავლო პროცესს და ამავე პრინციპით მოწყობილ სასკოლო გარემოს. ზუსტად ასეთი ჯანსაღი ატმოსფეროა ჩვენს სკოლაში. ყოველი დღის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად, განვიხილავთ რა წარმატებებს მივაღწიეთ, რადგან თითოეული დღის წარმატება საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს. კოლეგები კი დღის მიღწევებსა და გამოწვევებს ვუზიარებთ ერთმანეთს.

ბევრ მეთოდსა და სტრატეგიას ვიყენებ, რათა საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და ეფექტური გახდეს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სწავლების უნივერსალური დიზაინი უმთავრესი მეთოდია სწავლა-სწავლების პროცესში.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ მუშაობს უნივერსალური სასწავლო დიზაინი საკლასო ოთახში…

ჩვენ ხომ ვიცით, რომ მიზნების ქონა მოსწავლეებს ეხმარება გაიგონ რის მისაღწევად მუშაობენ. ამის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა კლასში კონკრეტული გაკვეთილების მიზნების განთავსება, რასაც თავად ვაკეთებ და ვთხოვ მოსწავლეებს, ჩაწერონ რვეულებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები