19 მაისი, კვირა, 2024

სწავლების უნივერსალური დიზაინი

spot_img

მარიამ ფიჩხულაშვილი

სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. მარაბდის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

ბავშვი მაშინაა ბედნიერი, როდესაც მის ცხოვრებაში დადებითი ემოციები უარყოფითს სჭარბობს და აქვს განცდა იმისა, რომ შეუძლია დასახული მიზნების მიღწევა.

ჩვენი სკოლის მიზანიც ისაა, მოსწავლეები უზრუნველყოს უსაფრთხო, მამოტივირებელი გარემოთი და ხარისხიანი განათლებით. ამიტომ ყველა მოსწავლეს, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეს, ეძლევა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა. დირექტორი და მასწავლებლები მზად არიან იმისათვის, რომ მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო შესთავაზონ. უნივერსალურად მისაღები სასწავლო გარემო თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისთვის, მაგალითად, პანდუსით სარგებლობა შეუძლია როგორც ეტლით მოსარგებლეს, ისე მძღოლს; სკოლის დერეფნები და საკლასო ოთახები ნათელი და განიერია, რათა უსინათლო და ეტლით მოსარგებლე ბავშვები ადვილად გადაადგილდნენ; სასწავლო პროგრამები მარტივი და ადვილად აღსაქმელია, სასწავლო რესურსები კი – ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოსწავლეებს ეძლევათ მარტივი ენით ჩამოყალიბებული მოკლე დავალებების ინსტრუქციები, რათა არ დარჩეთ განცდა,რომ რთული, დამაბნეველი პირობის გამო ვერ შეძლებენ დავალების შესრულებას. ბუნებრივია, სასწავლო პროცესში მოსწავლეებს ეპარებათ შეცდომები, მაგრამ ეს არ არის მათთვის სტრესის შემცველი, რადგან სკოლაში არსებული მიდგომებიდან გამომდინარე, მათ ეძლევათ მისი გამოასწორების შესაძლებლობა. სკოლაში ვიყენებთ მრავალფეროვან რესურსს, რითაც დაკმაყოფილებულია ყველა ტიპის მოსწავლის ინტერესი, მაგალითად, მასწავლებლები და მოსწავლეები შესასწავლ საკითხზე მართავენ დისკუსიებს, იყენებენ თვალსაჩინოებებს, ატარებენ ექსპერიმენტებს, ცდებს და მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, მიღებული ცოდნა კეთებით განამტკიცონ.

სკოლა სსმ და შშმ მოსწავლეებს სთავაზობს მათ შესაძლებლობებსა და განვითარების უახლეს დონეზე მორგებულ სასწავლო პროცესს. ეს მიდგომები ხელს უწყობს მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებას, რის საფუძველზეც  მათ საზოგადოებაში თავის აქტიურად დასამკვიდრებლად ვამზადებთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები