18 მაისი, შაბათი, 2024

სწავლა სწავლების პროცესი – მოსწავლის ხედვა

spot_img

ლა­ლი მა­ჩა­ი­ძე
სსიპ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კარ­თუბ­ნის სა­ჯა­რო  სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის პრო­ცე­სე­ბის ინი­ცი­რე­ბა და ხელ­შეწყო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამო­ცა­ნაა, ამავ­დ­რო­უ­ლად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ამო­ცა­ნაც! მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი და იდე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვის ხერ­ხე­მალს ქმნის. იმის გან­საზღ­ვ­რა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, თუ რა არის მოს­წავ­ლის­თ­ვის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის, საკ­მაო დროს მო­ითხოვს და ხში­რად რთუ­ლი ამო­ცა­ნაა. ის, ვინც საკ­მა­რის დრო­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვას უთ­მობს ამ სა­კითხ­ზე ფიქრს და სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებ­თან გან­ხილ­ვას, სა­ბო­ლო­ოდ აფა­სებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას და ამ სფე­რო­ში ექ­ს­პერ­ტის ფუნ­ქ­ცი­ას იძენს. სწავ­ლის პრო­ცე­სე­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რია, მათ სრულ­ყო­ფა­სა და წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს.

სტა­ტი­ის თე­მაა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მოს­წავ­ლი­სე­უ­ლი ხედ­ვა.

ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ, ცნო­ბი­ე­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე, ავ­ტო­მა­ტუ­რად, მა­გა­ლი­თად: მშობ­ლი­უ­რი ენა თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა სკო­ლა­ში მის­ვ­ლამ­დე ის­წავ­ლა, ასე­ვე, ქსო­ვა, ქარ­გ­ვა… ეს „ყო­ფი­თი“ სწავ­ლაა. ეს პრო­ცე­სი ჩვენ­გან დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას არ მო­ითხოვს, მაგ­რამ ამ ფორ­მით რა­ი­მეს შეს­წავ­ლას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. თე­მის გა­მოკ­ვე­თა მოს­წავ­ლეს­თან დას­მულ კითხ­ვებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად გა­ცე­მულ­მა პა­სუ­ხებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

სტა­ტია ეფუძ­ნე­ბა მოს­წავ­ლის ინ­ტერ­ვი­უს. რეს­პონ­დენ­ტი მე­თორ­მე­ტე კლა­სის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა სა­გან­ში 10 ქუ­ლა აქვს, მი­სი პა­სუ­ხე­ბი­დან ჩანს, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე მი­სე­უ­ლი ხედ­ვა არა მარ­ტო მის­თ­ვის, არა­მედ, ზო­გა­დად, პრობ­ლე­მუ­რია. ინ­ტერ­ვი­უს შე­დე­გად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­კითხე­ბი:

♦ მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­აც­ნონ მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის „სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი“, რაც გუ­ლის­ხ­მობს ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბის ახ­ს­ნით და არა ნა­წი­ლე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თოდს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ფიქ­რობს, რომ „სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის“ ჩვე­ნე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს გაკ­ვე­თი­ლის შე­სა­ვალ ნა­წილს, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ახ­ს­ნას იწყებს თე­მის შე­დე­გის – სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის ჩვე­ნე­ბით, ყო­ფი­თი სწავ­ლე­ბა კი სწო­რედ „სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის“ და­ნახ­ვის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა.

კითხ­ვა­ზე – „რა არის შენ­თ­ვის რთუ­ლი სწავ­ლის პრო­ცეს­ში“ – მოს­წავ­ლის პა­სუ­ხია:

„ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მიყ­ვარს ის­ტო­რია და ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და, რომ ვი­ცო­დე. ზო­გა­დად, რთუ­ლი იყო ჩემ­თ­ვის წლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მოვ­ლე­ნე­ბის და წლე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა, და­ლა­გე­ბა. წლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის დი­დი პრობ­ლე­მა იყო ჩემ­თ­ვის.“

მოს­წავ­ლის აზ­რით, გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და: „რომ მას­წავ­ლე­ბელ­საც უფ­რო მე­ტად მო­ენ­დო­მე­ბი­ნა და უფ­რო სა­ხა­ლი­სო გა­ე­ხა­და წლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბის პრო­ცე­სი“.

♦ „გვაჩ­ვე­ნონ მოს­წავ­ლე­ებს თუ რა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს ამა თუ იმ სა­კითხის შეს­წავ­ლას“ – ეს პრინ­ცი­პი კავ­შირ­შია დი­დაქ­ტი­კუ­რი შეგ­ნე­ბუ­ლო­ბი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის პრინ­ციპ­თან – „არ მოგ­ვა­წო­დონ მოს­წავ­ლე­ებს შიშ­ვე­ლი ფაქ­ტი, არა­მედ გვას­წავ­ლონ ამ ფაქ­ტის არ­ს­ში წვდო­მა“. ხში­რად მოს­წავ­ლე­ებს პრო­ტეს­ტი უჩ­ნ­დე­ბათ გეგ­მით გა­წე­რი­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის მი­მართ. სვა­მენ კითხ­ვებს: რა­ში მჭირ­დე­ბა ამის შეს­წავ­ლა? ეს რომ არ ვი­ცო­დე, რა მოხ­დე­ბა? და ა.შ. ასე­თი სა­ხის კითხ­ვე­ბი რომ აღარ გა­უჩ­ნ­დეთ, რეს­პონ­დენ­ტის აზ­რით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ჩარ­თოს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი და მოს­წავ­ლე­ებს შე­სას­წავ­ლი საგ­ნის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, ე.წ. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აჩ­ვე­ნოს, გა­უ­მახ­ვი­ლოს ყუ­რადღე­ბა იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს ამ თე­მის უცო­დინ­რო­ბას ან მის ცოდ­ნას.

„მა­თე­მა­ტი­კა მომ­წონს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს მა­თე­მა­ტი­კა­ში გე­ო­მეტ­რია, პლა­ნი­მეტ­რი­აც მომ­წონს, მაგ­რამ უფ­რო სტე­რე­ო­მეტ­რია. სტე­რე­ო­მეტ­რია სივ­რ­ცულ ფი­გუ­რებს შე­ის­წავ­ლის და გვა­ნა­ხებს სივ­რ­ცეს და გვი­ვი­თა­რებს სივ­რ­ცის აღ­ქ­მას. იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თ­ვის სტე­რე­ო­მეტ­რი­ის სწავ­ლის პრო­ცე­სი, რომ მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გოგს ვაღ­მერ­თებ.“

მოს­წავ­ლის პა­სუ­ხე­ბი­დან გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლონ რთულ სა­კითხებ­ზე, რად­გან რთულ სა­კითხს მოს­წავ­ლე ად­ვი­ლად ვერ გა­ი­აზ­რებს და შე­ით­ვი­სებს. იმ რთუ­ლად მიჩ­ნე­ულ სა­კითხებს ცალ­კე დრო უნ­და და­ვუთ­მოთ, გაკ­ვე­თი­ლი. ეს პრინ­ცი­პი ეფექ­ტუ­რია მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა სის­ტე­მა­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და მა­თე­მა­ტი­კა­ში რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. ჩვენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა იცო­და ხოლ­მე „ლა­მა­ზი“ ამო­ცა­ნის მო­ცე­მა („ლა­მაზ ამო­ცა­ნებს“ ეძახ­და). მის ამო­სახ­ს­ნე­ლად გვქონ­და ერ­თი-ორი დღე, რომ გვე­ფიქ­რა ამ სა­კითხ­ზე.“

♦ და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლეს უნ­და შე­ეძ­ლოს შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში მოს­წავ­ლემ ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლის როლ­ზე, მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი არ უნ­და იყოს აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, არა­მედ ის, თუ რა ხდე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში.

„მირ­ჩევ­ნია, მა­თე­მა­ტი­კის გან­ხ­რით წა­ვი­დე. ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი აქვს და იმ­დე­ნად შე­მაყ­ვა­რა ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, პლა­ნი­მეტ­რია თუ სტე­რე­ო­მეტ­რია, რომ მა­თე­მა­ტი­კის გან­ხ­რით წა­ვე­დი, ანუ სხვა სა­გან­ში რომ იგი­ვე ყო­ფი­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, სხვა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­მე­ღო.“

ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რეს­პონ­დენ­ტის­თ­ვის. გან­ვა­ვი­თა­როთ მოს­წავ­ლე­ებ­ში თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან სწავ­ლის უნა­რი – ეს გუ­ლის­ხ­მობს სო­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თა­ნა­ტო­ლებს ერ­თ­მა­ნე­თის­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­უძ­ლი­ათ, ამი­ტომ, მი­სი აზ­რით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ხში­რად ამუ­შა­ოს ისი­ნი ერ­თად, რად­გან ამ დროს ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ ცოდ­ნას, შე­ხე­დუ­ლე­ბებს, აზ­რებს, დას­კ­ვ­ნებს.

„ზო­გი­ერ­თი ბავ­შ­ვი არ ამ­ბობს, რომ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა (და­ვუშ­ვათ, რა­ღაც სა­კითხი ვერ გა­ი­გო), არც მე­გო­ბარს ეუბ­ნე­ბა, არც მას­წავ­ლე­ბელს. არ ვი­ცი რა­ტომ არის სირ­ცხ­ვი­ლი ამის თქმა. მე პი­რა­დად, რა­საც ვერ გა­ვი­გებ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, შე­მიძ­ლია ან მოს­წავ­ლეს ვკითხო, ან მე­რე მას­წავ­ლე­ბელს, თუ მოს­წავ­ლე ვერ ამიხ­ს­ნის.“

♦ ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლეს სწავ­ლა. სწავ­ლის სწავ­ლა გა­ნათ­ლე­ბის ამო­ცა­ნებ­შიც ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნია. მოს­წავ­ლის აზ­რით, თუ მან იცის, რო­გორ შე­ით­ვი­სოს ცოდ­ნა, რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა დას­ჭირ­დე­ბა მო­ცე­მულ მო­მენ­ტ­ში, სად უნ­და მო­ი­ძი­ოს ეს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­გორ მო­არ­გოს თე­მას, რომ­ლის­თ­ვი­საც სჭირ­დე­ბა და.ა.შ., იცის რო­გორ შე­უწყოს სწავ­ლას ხე­ლი, ის სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა.

„რო­დე­საც სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ზი­ა­რე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­მა იცის შენ­ზე მე­ტი და გი­ზი­ა­რებს, ენ­დო­ბი მას, ეს იდე­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სია. ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის მი­მართ მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.“

შენ რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რო­გორ წარ­მარ­თავ­დი სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცესს?

„მე რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყო, პირ­ველ რიგ­ში, გა­ვიც­ნობ­დი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და შე­ვე­კითხე­ბო­დი, ანო­ნი­მუ­რად და­ვა­წე­რი­ნებ­დი — რა უნ­დათ? რო­გორ ურ­ჩევ­ნი­ათ სწავ­ლა? ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, ბავ­შ­ვებს ეს­წავ­ლათ და არა ის, რომ ან და­ვი­ღა­ლე, ან ჩე­მი მე­თო­დე­ბი მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს მოს­წავ­ლეს რა მე­თო­დე­ბით ურ­ჩევ­ნია, რომ წა­რი­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და, ზო­გა­დად, რო­გორ ურ­ჩევ­ნია სწავ­ლა, მა­გა­ლი­თად, ხა­ლი­სით ურ­ჩევ­ნია სწავ­ლა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ბავ­შ­ვი წა­ხა­ლი­სე­ბით თა­მამ­დე­ბა და ასე­თე­ბის­თ­ვის სიმ­კაც­რეა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი; ზოგს, პი­რი­ქით, სა­ხა­ლი­სო მე­თო­დე­ბი ურ­ჩევ­ნია. მე პი­რა­დად, მირ­ჩევ­ნია, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილს მიხ­ს­ნის, არ ვი­ყო და­ძა­ბუ­ლი, იმ­დე­ნად მარ­ტი­ვად მო­მა­წო­დოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ავით­ვი­სო. თვი­თონ მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ცდი­ლობ­დეს, ბავ­შ­ვი არ და­ძა­ბოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს და მხი­ა­რუ­ლად ჩა­ა­ტა­როს გაკ­ვე­თი­ლი. რა თქმა უნ­და, რა­ღაც ზღვა­რი უნ­და არ­სე­ბობ­დეს და მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლემ მო­უს­მი­ნოს და კარ­გად გა­ი­აზ­როს. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თა­ვი­სუფ­ლად ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი გაკ­ვე­თილ­ზე. მე ვერ ვჩერ­დე­ბი დამ­ჯ­და­რი, გა­მარ­თუ­ლი, ან თა­ვი უნ­და დავ­დო მა­გი­და­ზე, ან ძირს მიყ­ვარს ჯდო­მა. ეს რომ შეზღუ­დუ­ლი მაქვს სკო­ლა­ში, კა­ტას­ტ­რო­ფაა. მას­წავ­ლებ­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ თავს თუ დავ­დებ მა­გი­და­ზე ან ფიქ­რებ­ში გა­ვერ­თო­ბი, არ მო­ვუს­მენ, ეს ასე არ არის.“

თუ მოს­წავ­ლის მი­ერ გა­მო­ტა­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტად, მი­სი­ვე ინ­ტერ­ვი­უ­დან, კონ­ცეფ­ცი­ის სა­ხით, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ ქვეპ­რობ­ლე­მებს, ის ასეთ სა­ხეს მი­ი­ღებს:

  1. გა­ა­ცა­ნით მოს­წავ­ლე­ებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის „სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი“.
  2. აჩ­ვე­ნეთ მოს­წავ­ლე­ებს თუ რა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს ამა თუ იმ სა­კითხის შეს­წავ­ლას.
  3. ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ რთულ სა­კითხებ­ზე.
  4. და­ეხ­მა­რეთ მოს­წავ­ლე­ებს ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.
  5. გა­ა­ცა­ნით მოს­წავ­ლე­ებს თე­მის/სა­კითხის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ლო­გი­კა.
  6. გა­ნა­ვი­თა­რეთ მოს­წავ­ლე­ებ­ში თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა­გან სწავ­ლის უნა­რი.
  7. ას­წავ­ლეთ მოს­წავ­ლეს რო­გორ ის­წავ­ლოს.

დღეს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად და­გეგ­მ­ვა. ვფიქ­რობ, ეს კონ­ცეფ­ცი­ე­ბი დახ­მა­რე­ბას გაგ­ვი­წევს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ხა­რის­ხი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა დიდ შე­დეგს მოგ­ვი­ტანს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები