5 მაისი, კვირა, 2024

სიტყ­ვის კო­ნა და იოანე ლა­რა­ძის სა­ზე­დაო ასო­ე­ბი

spot_img

ზა­მი­რა/დო­დო კო­ბი­აშ­ვი­ლი
წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის
კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მხედ­რუ­ლი ან­ბა­ნის ამ უნი­კა­ლურ ნიშ­ნებს, ძა­ლი­ან დი­დი ხნის წინ, „კვი­რის პა­ლიტ­რა­ში“ წა­ვაწყ­დი. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: მთვა­რე­ზე ნე­ბივ­რად იყო გა­წო­ლი­ლი აღ­მო­სავ­ლურ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლი კა­ცი და, თუ არ ვცდე­ბი, ძვე­ლე­ბურ აღ­მო­სავ­ლურ საყ­ვირს უკ­რავ­და. ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ეს ასო-ნიშ­ნე­ბი და ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ასე შეს­რუ­ლე­ბულ ქარ­თულ ან­ბან­საც სრუ­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­დ­ნენ. მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ის გა­ზე­თიც დავ­კარ­გე. მე­რე და­ვიწყე ძებ­ნა, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. და აი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კვლავ წა­ვაწყ­დი ამ სტი­ლით შეს­რუ­ლე­ბულ მთლი­ან ქარ­თულ ან­ბანს. თურ­მე ამ ან­ბა­ნის რამ­დე­ნი­მე ნი­მუშს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია ჩვენს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ო­ბი­სას წას­წყ­დო­მია, მთლი­ა­ნი ან­ბა­ნის ძებ­ნაც და­უწყია და მი­უგ­ნია კი­დეც.

ამ ამ­ბავს ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ასე იხ­სე­ნებს: „2015 წელს, ირ­ლან­დი­ის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ო­ბის დროს, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის 4 ნი­მუ­შის ფო­ტო­ას­ლი ვნა­ხე, მა­თი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა და სტი­ლი ცხადს ხდი­და, რომ საქ­მე უნი­კა­ლურ მოვ­ლე­ნას­თან გვქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ფო­ტო­ას­ლ­ზე არც ან­ბა­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბა და არც სა­და­უ­რო­ბა იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი…

ამ ნი­მუ­შებ­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მოს­ვე­ნე­ბა და­მი­კარ­გა, დიდ­ხანს ვე­ძებ­დი… ვე­ძებ­დი დუბ­ლინ­ში, ლონ­დონ­ში, სა­ა­ზიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, თუმ­ცა უშე­დე­გოდ…

2018 წელს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, მე­ხი­ლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი აღ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­ულ­მა ქარ­თ­ველ­მა მეც­ნი­ერ­მა, ლუ­ი­ზი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ალექ­სან­დ­რე მი­ქა­ბე­რი­ძემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სწო­რედ მან შე­ას­რუ­ლა ეს სა­პა­ტიო მი­სია და ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას და, სა­ერ­თოდ, ეროვ­ნულ მეც­ნი­ე­რე­ბას, და­უბ­რუ­ნა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა იყო დარ­ჩე­ნი­ლი“.

ალექ­სან­დ­რე მი­ქა­ბე­რი­ძემ 2019 წელს გა­მოს­ცა ნაშ­რო­მი, რო­მელ­საც „ცოცხა­ლი ან­ბა­ნი“ უწო­და. ეს ნაშ­რო­მი წარ­მო­ად­გენს იოანე ლა­რა­ძის სა­ზე­დაო ასო­ე­ბის კა­ტა­ლოგს. და­ბეჯი­თე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ ან­ბა­ნის ნი­მუ­შე­ბი მე ბევ­რად ად­რე ვნა­ხე, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წლის წინ. ჩემს მახ­სოვ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ა ბგე­რა უფ­რო სხვა­ნა­ი­რი იყო და, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სად­მე კი­დევ ინა­ხე­ბო­დეს მსგავ­სი, ამა­ვე სტილ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ სხვა ან­ბა­ნი. შე­იძ­ლე­ბა, მო­ი­ძებ­ნოს კი­დეც „კვი­რის პა­ლიტ­რის“ ძველ ნომ­რებ­ში ჩემ მი­ერ ნა­ნა­ხი, იოანე ლა­რა­ძის სა­ზე­დაო ასო­ე­ბის მსგავ­სი, ნი­მუ­შე­ბი და, შე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დავ­რ­წ­მუნ­დეთ ერ­თია თუ სხვა­დას­ხ­ვა. თუმ­ცა ეს უკ­ვე სხვა კვლე­ვის სა­გა­ნია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს იოანე ლა­რა­ძის უნი­კა­ლუ­რი ან­ბა­ნის, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი გან­ძის, შე­სა­ხებ.

იოანე ლა­რა­ძის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ან­ბა­ნი სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კონს ამ­შ­ვე­ნებს, უფ­რო სწო­რად, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „სიტყ­ვის კო­ნა“ გა­ფორ­მე­ბუ­ლია იოანე ლა­რა­ძის მი­ერ მო­ხა­ტუ­ლი ზო­ო­მორ­ფუ­ლი (ფან­ტას­ტი­კის პერ­სო­ნა­ჟე­ბი: თხა, დათ­ვი, მგე­ლი, გვე­ლე­შა­პი…) და ან­თ­რო­პო­მორ­ფუ­ლი (ადა­მი­ა­ნის) გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­ზე­დაო ასო­ე­ბით.

ვინ იყო იოანე ლა­რა­ძე და რა და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად მის მი­ერ სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ლექ­სი­კო­ნის სა­ზე­დაო ასო­ე­ბით გა­ფორ­მე­ბას?

იოანე ლა­რა­ძე მე-18 სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი მწიგ­ნო­ბა­რი, პო­ე­ტი, ფი­ლო­სო­ფო­სი და კა­ლიგ­რა­ფის­ტია, რო­მე­ლიც მოღ­ვა­წე­ობ­და მე­ფე ერეკ­ლე მე­ო­რის კარ­ზე. რო­გორც მწიგ­ნო­ბა­რი, იგი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა მზე­ჭა­ბუკ ორ­ბე­ლი­ა­ნის კარ­ზე. თა­ვად მზე­ჭა­ბუკ ორ­ბე­ლი­ა­ნი კი ერეკ­ლე მე­ო­რის მდი­ვან­ბე­გი იყო, ასე­ვე პო­ე­ტი და მწიგ­ნო­ბა­რი, რო­მე­ლიც გან­თ­ქ­მუ­ლი იყო გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბი­თა და ენა­მოს­წ­რე­ბუ­ლო­ბით. მან და­ამ­კ­ვიდ­რა ქარ­თულ ლიტე­რა­ტუ­რა­ში „იავ­ნა­ნის“ ჟან­რი (ქარ­თუ­ლი ვი­კი­პე­დია). რო­გორც თვით სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „სიტყ­ვის კო­ნი­დან“ ირ­კ­ვე­ვა, იოანე ლა­რა­ძეს სწო­რედ მი­სი და­ვა­ლე­ბით გა­და­უ­წე­რია და სა­ზე­დაო ასო­ე­ბი და­ურ­თავს სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კო­ნის­თ­ვის.

2019 წლის „კვი­რის პა­ლიტ­რის“ 8 თე­ბერ­ვ­ლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და ალექ­სან­დ­რე მი­ქა­ბე­რი­ძის სტა­ტია „სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის ხელ­ნა­წე­რი ლი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში“, სა­დაც იგი აღ­წერს, რო­გორ მი­აკ­ვ­ლი­ეს ამ ხელ­ნა­წერს ინ­დი­ა­ნას ლი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, სულ­ხან-სა­ბას აღ­ნიშ­ნულ „სიტყ­ვის კო­ნას“ იც­ნობ­და ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი. მი­სი ცნო­ბით, ხელ­ნა­წე­რი ინა­ხე­ბო­და მუხ­რან­ბა­ტო­ნე­ბის — გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ოჯახ­ში, ცნო­ბი­ლი ნი­კო ბუ­რის მა­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოს­ვ­ლის შემ­დ­გომ, გი­ორ­გი მუხ­რა­ნე­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა იგი საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ი­ტა­ნა და შემ­დ­გომ ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის მოყ­ვა­რულ უილი­ამ ალე­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და. მან კი, 1952 წელს, სოთბის აუქ­ცი­ოზ­ნე გა­ი­ტა­ნა, სა­ი­და­ნაც ბიზ­ნეს­მენ  ჯო­საია კირბ ლი­ლის შე­უ­ძე­ნია 450 გირ­ვან­ქად.

ხელ­ნა­წე­რი საკ­მა­ოდ დი­დია, 326 ფურ­ცელს შე­ი­ცავს და, გარ­და ქარ­თუ­ლი გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი­სა, აქ ნა­ხავთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს, შე­ნიშ­ვ­ნებს ქარ­თულ გრა­მა­ტი­კა­ზე, სულ­ხან-სა­ბას ან­დერძს, ასე­ვე ქარ­თულ-თურ­ქულ მცი­რე ლექ­სი­კონს. ქარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ლექ­სი­კონს იოანე ლა­რა­ძის სა­ზე­დაო 37 მხედ­რუ­ლი ასო-ნი­შა­ნი ამ­შ­ვე­ნებს, რომ­ლე­ბიც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები