24 ნოემბერი, კვირა, 2024

სინონიმები

spot_img
ხშირად ენას იდენტური მნიშვნელობით მხოლოდ ერთი კი არა, ორი ან მეტი სიტყვა მოეპოვება. ასეთ სიტყვებს  ს ი ნ ო ნ ი მ ე ბ ი  ჰქვია („სინონიმი“ ბერძნული სიტვაა და ნიშნავს „თანასახელს“, ანუ ერთი და იმავე საგნის მეორე სახელს). სინონიმები ავსებენ ერთანეთს, აზუსტებენ შინაარსს, თავიდან გვაცილებენ ერთფეროვნებას, რაც ხელს უწყობს აზრის უფრო მკაფიოდ გამოთქმას.

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ აბსოლუტური და რელატიური სინონიმები. სიტყვებს, რომლებიც ზუსტად ერთნაირი შინაარსი აქვთ, აბსოლუტური სინონიმები ჰქვია. ქართული ენისათვის აბსოლუტური სინონიმებია ის წყვილები, რომელთაგან ერთი აღმოსავლურ დიალექტებშია გავრცელებული, მეორე – დასავლურში. ასეთებია, მაგალითად: პაპა და ბაბუა, დიდედა და ბებია, ბატკანი და კრავი, იხვი და კვატი, კომში და ბია, თუთა და ბჟოლა, თამბაქო და თუთუნი, ჩურჩხელა და ჯანჯუხი (ჯანჯუხა), სეტყვა და კოხი და მრავალი სხვა.

ხშირად სხვადასხვა სიტყვა, რომლებიც ერთსა და იმავე საგანს ან მოვლენას აღნიშნავენ, სხვადასხვა გრძნობით იერს ატარებენ, სხვადასხვა ემოციას აღუძრავენ მსმენელს, ამჟღავნებენ მთქმელის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას აღსანიშნისადმი, ასეთ სიტყვებს რელატიური სინონიმები ჰქვია. მაგალითად, რელატიურ სინონიმებად განვიხილავთ სამეულს: ლამაზი, კოხტა, მშვენიერი.

სინონიმთა გავრცელება და გამოყენება არ ქმნის ენობრივ ბარიერებსა და ხარვეზებს. „პაპაშენს ბაბუაჩემი სიტკბოთი შემოხიზვნია“, – წერს რაფიელ ერისთავი ერთ-ერთ ლექსში და აქ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩანს, რომ ორი კუთხის ქართველი ესაუბრება ერთმანეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი ქართველი, განსახილველი სინონიმური წყვილიდან, ჩვეულებრივ, იყენებს ერთ-ერთს, მაგრამ მშვენივრად ესმის მეორის მნიშვნელობაც. სალიტერატურო ენისათვის ძირითადია „პაპა“, მაგრამ დასაშვებია აგრეთვე „ბაბუა“.

აბსოლუტური სინონიმები ენაში სიტყვათა სესხების გზითაც ჩნდება. ჩვენ ვიცნობთ მრავალ სიტყვას, შემოსულს ქართულში არაბული, ბერძნული, რუსული და სხვა ენებიდან. ნასესხებ სიტყვას, ხშირად, ადგილზე უკვე ხვდებოდა ისეთივე მნიშვნელობის ქართული სიტყვა. ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივი ამბავია სინონიმთა მნიშვნელობის დაზუსტება, სტილისტური დიფერენციაცია და სხვა პროცესები, რაც საერთოდ ახასიათებს სიტყვის „ცხოვრებას“, მაგრამ ისეც ხდება, რომ ორივე სიტყვა ნასესხები და ზუსტად ერთნაირი მნიშვნელობით მკვიდრდება ენაში. ასეთ წყვილებს წარმოადგენს, მაგალითად, „სარკმელი“ და „ფანჯარა“. პირველი ძველი ქართული სიტყვაა, მეორე კი შედარებით ახლო წარსულშია ნასესხები სპარსულიდან. მისი სესხება, ალბათ, თან მოჰყვა ახალი ტიპის სახლების მშენებლობას, ძველებური ვიწრო სარკმლების ნაცვლად, დიდი, შემინული ფანჯრები რომ ჰქონდა დატანებული. ეს განსხვავება ზოგჯერ დღესაც შეინიშნება: მაგალითად, ეკლესიის ან ციხე-კოშკის სარკმელზე ფანჯარა არ ითქმის, ფანჯარა უფრო ფართო და დიდია. მიუხედავად ამისა, სარკმელი და ფანჯარა მაინც აბსოლუტურ სინონიმებად შეიძლება ჩაითვალოს.

რეალისტურ სინონიმებს შორის სხვაობა უფრო მეტია და ისინი ერთმანეთს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში ენაცვლებიან. მათ, ხშირად, სხვადასხვა სტილისტური ელფერი ახლავთ, სხვადასხვა ემოციებს იწვევენ, ასახავენ მთქმელისა და საზოგადოების გარკვეული ფენის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენისადმი. არსებითად ერთსა და იმავე შინაარსს გადმოგვცემენ სიტყვები: „მოდის“, „მობრძანდება“ და „მოეთრევა“, ამავე დროს, მათ ახლავს დამატებითი ელფერი, რომელიც გამოხატავს სულ სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას იმ პირისადმი, ვინც მოდის: ერთ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება ნეიტრალურია („მოდის“), მეორე შემთხვევაში კი არაკეთილგანწყობილებას, სრულ უპატივცემულობას, აგდებულ დამოკიდებულებას გამოხატავს („მოეთრევა“). „მობრძანდება“ საპატიო, მოკრძალებულ საუბარში გამოიყენება, თუმცა, ზოგჯერ ირონიული ელფერიც დაჰკრავს. მსგავსიე სურათია მრავალ სხვა სიტყვასა და გამოთქმაშიც, მაგალითად: დაჯექი-დაბრძანდი-დაეგდე; ჭამე-მიირთვი-ჩახეთქე; აიღე-ინებე…

✔🔴ლუკა კვეტენაძე – ზესტაფონის მინიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები