6 მაისი, ორშაბათი, 2024

სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა  – სა­კითხის უკეთ გა­აზ­რე­ბის­თ­ვის „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“

spot_img
ნი­ნო დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი
გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სახ. თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი, ცხა­დია, მას­წავ­ლე­ბელს ავალ­დე­ბუ­ლებს, ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­და­ხე­დოს გა­მოც­დილ მე­თო­დებს, და­ა­ხა­რის­ხოს და გა­მო­ი­ყე­ნოს ისე, რომ მკვეთ­რად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი. ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მა­რა­დი­უ­ლად ვე­ძი­ებთ, ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბით ჩვენს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კას, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით ვნერ­გავთ სი­ახ­ლე­ებს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის სწავ­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას ქმნის არ­ქა­უ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დია და გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ სა­კითხ­ზე, რამ­დე­ნად უჭირთ მოს­წავ­ლე­ებს კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის ფარ­თოდ გაშ­ლა.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ ავ­ხ­ს­ნი­დი ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სა­კითხს – „სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის“ თა­ნა­არ­სე­ბო­ბა „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“. პო­ე­მა, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლად არის ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ტრაქ­ტა­ტი, იმავ­დ­რო­უ­ლად, ამო­უ­წუ­რა­ვი სა­ბა­დოა ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი­სა, რო­გო­რი­ცაა: ქა­ლი­სა და კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, სა­მარ­თ­ლის უზე­ნა­ე­სო­ბა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ა­ინ­ტე­რე­სებს მოს­წავ­ლეს მა­შინ, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­აწ­ვ­დის. სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა სამ­ყა­როს დუ­ა­ლურ საწყისს უკავ­შირ­დე­ბა – ცხა­დია, სი­ნათ­ლე ვერ იარ­სე­ბებს სიბ­ნე­ლის გა­რე­შე, ისე რო­გორც ბო­რო­ტე­ბა – სი­კე­თის და მა­ინც, ბო­რო­ტე­ბაც ხომ სი­კე­თის ნაკ­ლე­ბო­ბაა. რე­ა­ლუ­რად, სამ­ყა­როს წეს­რი­გი ვერ იარ­სე­ბებ­და, ორ საწყის­თა შო­რის არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბა რომ არ უწევ­დეს ადა­მი­ანს. თვი­თონ ადა­მი­ა­ნიც ხომ ორი საწყი­სის ერ­თო­ბაა: სუ­ლი­სა და ხორ­ცის. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ებს აქვთ ცოდ­ნა ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბი­სა, მათ უკ­ვე შე­ის­წავ­ლეს მარ­ტ­ვილ­თა ცხოვ­რე­ბის წე­სი, მათ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სვლა სუ­ლი­ე­რი იდე­ა­ლე­ბის­კენ, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ვახ­სე­ნებ შუ­შა­ნი­კის არ­ჩე­ვანს, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც ღი­ად აცხა­დებს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სიტყ­ვებს: „არა და­მო­ნე­ბულ არს ძმაი, გი­ნა დაი, არა­მედ გა­ნეყ­ნენ“. არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბა მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა გან­საზღ­ვ­რონ, რამ­დე­ნად აუცი­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა ცნე­ბა­თა თუ მოვ­ლე­ნა­თა თა­ნა­არ­სე­ბო­ბა, მათ შო­რის ბრძო­ლა და ადა­მი­ა­ნის გო­ნის დაკ­ვირ­ვე­ბით ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ამოც­ნო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი პო­ე­მა მი­ეძღ­ვ­ნა თი­ნა­თი­ნის იმ მო­საზ­რე­ბას, რო­მე­ლიც ფსევ­დო-დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლის მოძღ­ვ­რე­ბას ემ­ყა­რე­ბა – სი­კე­თე მა­რა­დი­უ­ლი არ­სია. როს­ტე­ვა­ნი­სა და თი­ნა­თი­ნის შეხ­ვედ­რის ეპი­ზოდ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ ვახ­სე­ნოთ თა­ო­ბა­თა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, ნე­ბის სიმ­ტ­კი­ცე, ცხოვ­რე­ბი­სად­მი გან­ს­ვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მე­ფე, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმს აღ­წევს სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვის სა­კითხ­ში, პირ­ვე­ლი­ვე დაბ­რ­კო­ლე­ბა­ზე, რო­გორ ავ­ლენს სი­სუს­ტეს, მე­ტიც, უფალ­საც კი უპი­რის­პირ­დე­ბა: „უცი­ლოდ ღმერ­თ­სა მოვ­ძულ­დი აქამ­დის მე მხი­ა­რუ­ლი“. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც „მორ­ჭ­მულ“ მე­ფეს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მარ­ტივ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სიტყ­ვა „თა­ნა­ზი­ა­რო­ბის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გან­მარ­ტე­ბა, რაც, თა­ვი­სი არ­სით, სი­კე­თის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, მი­სი არ­სის დუ­ა­ლუ­რი აღ­ქ­მაა, რომ ის ვერ იარ­სე­ბებს ორი სუ­ბი­ექ­ტის გა­რე­შე. ცხა­დია, სი­კე­თის წარ­მო­მავ­ლო­ბაც საკ­რა­ლუ­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მი­წა­ზე მი­სი ად­გი­ლი არ იქ­ნე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ეტყ­ვის „მუ­ფა­რა­ხად“ წო­დე­ბუ­ლი თი­ნა­თი­ნი მა­მას, რო­მელ­მაც უკ­ვე გა­აცხა­და თა­ნა­ზი­ა­რო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა: „ხა­ნი გა­მოხ­და, იკითხა: ნე­ტარ, რა­სა იქმს ქა­ლიო, ჩე­მი ლხი­ნი და ჯა­ვა­რი, ჩე­მი სოფ­ლი­სა წყა­ლიო“. ცხა­დია, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა „მა­ჯა­სი­სა შემ­ტყ­ვე­ბა­რი“, გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერთ, რად­გან მათ უფ­რო უჭირთ ხელ­მო­ცარ­ვა. თი­ნა­თი­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს მკურ­ნალს, რომ­ლის­გან დი­დი სი­კე­თე უნ­და და­ი­ბა­დოს, გა­მოც­დი­ლი მმარ­თ­ვე­ლი უდი­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას უნ­და აზი­ა­როს, მე­ტიც, კაც­თა ბუ­ნე­ბა გა­აკ­რი­ტი­კოს, რად­გან ბე­დი­სად­მი საყ­ვე­დუ­რი ამ მოდ­გ­მის გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბაა: „ჰე, მე­ფეო, რად ემ­დურ­ვი ანუ ღმერ­თ­სა, ანუ ბედ­სა?“ ამ სტრი­ქონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნ­და გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტი, რად­გან ღმერ­თი და ბე­დის­წე­რა ერ­თ­მა­ნეთს მო­ი­ცავს. ღმერ­თის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს ბე­დის­წე­რა. ავა­თან­დი­ლი ამ­ბობს: „გან­გე­ბაა, სწო­რად მოჰ­კ­ლავს, ერ­თი იყოს, თუნ­და ასი, მარ­ტო­ო­ბა ვე­რას მი­ზამს, მცავს თუ ცი­სა ძალ­თა და­სი“. ამ მა­გა­ლი­თე­ბით გა­მარ­ტივ­დე­ბა ბე­დის­წე­რი­სა და ღმერ­თის და­კავ­ში­რე­ბა. ამ სა­კითხის ახ­ს­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხაზ­გას­მა ან­ტი­კურ ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და ძველ­ბერ­ძ­ნულ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე სამ­ყა­რო­ზე. ან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც მრა­ვალ­ღ­მერ­თი­ა­ნო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლია, ღმერ­თი ვერც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბო­და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე და მპყრო­ბე­ლი, ამი­ტო­მაც კონ­ტ­რას­ტუ­ლი სუ­რა­თის შე­საქ­მ­ნე­ლად, გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ა­სა და ან­ტი­კურ მი­თო­ლო­გი­ას შო­რის, სა­დაც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ღმერ­თია „უფა­ლი უფ­ლე­ბა­თა“, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ბე­დის­წე­რა გა­ნა­გებს ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს. „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ ღმერ­თის, აბ­სო­ლუ­ტუ­რო­ბის გარ­და, მი­სი ნე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­ცაა გაცხა­დე­ბუ­ლი. ღვთის­მო­ში­ში პერ­სო­ნა­ჟე­ბი მი­სი რწმე­ნის გა­რე­შე არ მოქ­მე­დე­ბენ. პირ­ვე­ლი, ვინც უფ­ლის კე­თილ საწყისს გა­აცხა­დებს, თი­ნა­თი­ნია: „ღმერ­თი კარ­გ­სა მო­ავ­ლი­ნებს და ბო­როტ­სა არ და­ბა­დებს“. ეს რწმე­ნა მკვიდ­რ­დე­ბა პო­ე­მა­ში, რომ სი­კე­თე ღვთის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ ღმერ­თი „ყო­ველ­თათ­ვის ტკბი­ლი მხე­დია“ და სი­კე­თე მა­რა­დი­უ­ლი სუბ­ს­ტან­ციაა ბო­რო­ტე­ბას­თან თა­ნა­არ­სე­ბო­ბი­თა და ბრძო­ლით. მე­ტიც, აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს იმ სა­კითხ­ზე, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ბო­რო­ტე­ბა სი­კე­თის წი­ნა­პი­რო­ბად? მოს­წავ­ლე­ებს უნ­და შე­ვახ­სე­ნოთ ბო­რო­ტი ძა­ლის არ­სე­ბო­ბა ვის­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ე­მა­ში. „ქურ­დ­ნი ვნა­ხე, რო­მე შენ­თ­ვის სიტყ­ვა რა­მე გა­ემ­კ­ვა­ხა“, რო­მელ­შიც მო­ი­აზ­რე­ბი­ან ხა­ტა­ე­ლი ძმე­ბი და ასე­ვე მე­კობ­რე­ე­ბიც უნ­და ვახ­სე­ნოთ, რად­გან ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ ძა­ლას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სი­კე­თო გარ­და­ტე­ხა ავ­თან­დი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. რა რწმე­ნა ყა­ლიბ­დე­ბა პერ­სო­ნა­ჟებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად? ავ­თან­დი­ლი ასე აფა­სებს ბო­რო­ტე­ბას: „უმ­ს­გავ­სო საქ­მე ყო­ვე­ლი მოკ­ლეა, მით ოხე­რია“. სა­ბო­ლოო აზ­როვ­ნე­ბი­სა და რწმე­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე, შე­დე­გია აუცი­ლე­ბე­ლი, სხვა­ნა­ი­რად ძი­რე­უ­ლი გარ­და­ტე­ხა ვერ მოხ­დე­ბა. სა­ბო­ლოო რე­ზულ­ტა­ტი სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბით დგე­ბა. ჭაშ­ნა­გი­რის სიკ­ვ­დი­ლი ხსნის გზას ბო­რო­ტე­ბის სა­ბო­ლოო დამ­ხო­ბის­კენ. ავ­თან­დი­ლის არა­გულ­წ­რ­ფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით იბა­დე­ბა, ფატ­მა­ნის სა­ხით, ბნელ­ში ნა­თე­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორი პერ­სო­ნა­ჟის მიგ­ნე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­ძირ­კ­ვე­ლიც ხომ ბო­რო­ტე­ბა იყო, რა­თა იდე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­სა და „ბინ­დის­გ­ვა­რი სოფ­ლის“ მკვიდრთ სა­ერ­თო სი­მარ­თ­ლე გა­მო­ემ­ზე­უ­რე­ბი­ნათ მას შემ­დეგ, რაც მთვა­რე გვე­ლის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა. „ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მი­სი გრძე­ლია,“ – ამ­ბობს ავ­თან­დი­ლი და ამ სიტყ­ვებს ეუბ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი სი­კე­თის მთეს­ველ ას­მათს. ავ­თან­დი­ლის ეს მიგ­ნე­ბა მა­ინც გა­მოც­დილ ცოდ­ნას ემ­ყა­რე­ბა, რო­მელ­საც პო­ე­მა­ში გა­და­მოწ­მე­ბა დას­ჭირ­და, რაც ვფიქ­რობ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბაც იყო, ბნე­ლი სამ­ყა­როს მკვიდ­რის­თ­ვის ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რად­გან ფატ­მა­ნის­თ­ვის ეს ცოდ­ნა ნეს­ტა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ყა­ლიბ­დე­ბა, სი­ხა­რუ­ლით გა­აცხა­დოს: „ვცან სი­მოკ­ლე ბო­რო­ტი­სა, კე­თი­ლია მი­სი გრძე­ლი“.

ასე რომ, ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლი­სას მას­წავ­ლებ­ლებ­მა, კონ­კ­რე­ტუ­ლი თა­ვე­ბის შეს­წავ­ლი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ, კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში უნ­და გა­ნი­ხი­ლონ, რა­თა აღარ იყოს ის პრობ­ლე­მა, რო­მელ­ზეც ხში­რად ვა­კე­თებთ აქ­ცენტს, რომ მოს­წავ­ლე­ებს არ შე­უძ­ლი­ათ ლო­გი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა ტექ­ს­ტის სხვა­დას­ხ­ვა მო­ნაკ­ვეთს შო­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებს, დახ­ვე­წენ მსჯე­ლო­ბას და შეძ­ლე­ბენ ამა თუ იმ სა­კითხის სიღ­რ­მი­სე­ულ გა­აზ­რე­ბას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები