8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა

spot_img

გთავაზობთ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის
სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამას

ტესტის მაქსიმალურ ქულათა ჯამი შეადგენს 80 ქულას, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:

1. საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს დახურულ კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი – 20 ქულა):

♦ საქართველოს კონსტიტუცია (თავი მეორე – ადამიანის ძირითადი უფლებები);

♦ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

♦ საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

♦საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;

♦საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

♦საქართველოს კანონი „პერსონალურმონაცემთა დაცვის შესახებ“;

♦„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება;

♦„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება;

♦ „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;

♦„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის № 99/ნ ბრძანება (თავი პირველი და მეორე);

♦„სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანება;

♦„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება (I-VIII თავი);

♦„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანება;

♦„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის №109/ნ ბრძანება;

♦„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანება;

♦„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანება.

2. პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი – 60 ქულა):

⇒ სკოლის მისია და განვითარების ხედვა, დაგეგმვა და სტრატეგიული განვითარება;
⇒ სასკოლო კურიკულუმის განვითარება: დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი და
შეფასება;
⇒ სასკოლო კულტურის ფორმირება;
⇒ ადამიანური კაპიტალის მართვა და განვითარება;
⇒ პროცესების მართვა და განვითარება;
⇒ რესურსების (მატერიალური, ფინანსური და საინფორმაციო) მართვა და განვითარება;
⇒ ადამიანების და პროცესების უსაფრთხოება;
⇒ მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.

ლიტერატურა:

 თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გააზრებული გამოყენების პერსპექტივა – ტომას ჯ. სერჯიოვანი, წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემა;

ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში – რიჩარდ ა. გორტონი, ჯუდი ა. ალსტონი, პეტრა ი. სნოუდენი, წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემა;

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების გზამკვლევი (საშუალო საფეხურის ნიმუში);

ინკლუზიური განათლების გზამკვლევი;

თანამედროვე სკოლის მართვა – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2021

 

დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ! 

„ახალი განათლება“ გთავაზობთ დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთა მხარდამჭერ ტრენინგკურსს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია დირექტორის ახალ სტანდარტთან და  არ ემსახურება მხოლოდ დირექტორთა გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, არამედ მოქმედ დირექტორებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაშიც შეუწყობს ხელს.

ტრენინგკურსი მოემსახურება საჯარო სკოლის დირექტორისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარებასუფრო კონკრეტულად კი, მსმენელები გაეცნობიან დირექტორის სტანდარტის:

რეგულირების სფეროსა და მიზანს;

ძირითად პრინციპებს;

დირექტორის როლსა და ფუნქციას;

ლიდერობის ხუთ კომპონენტს;

დირექტორის საქმიანობის მიმართულებებს (სკოლის ფილოსოფია, სკოლის სასწავლო გეგმა – კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, მოსწავლეთა მხარდაჭერა).

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება, მინიმუმ, 50 საათით.

კურსს გაუძღვებიან ცნობილი ტრენერები და განათლების სპეციალისტები: ნინო ჩიხლაძე, კახაბერ ფარცვანია, როლანდ ხოჯანაშვილი.

ტრენინგ-კურსი წარიმართება თიმსის პლატფორმით.

მსურველებს შევთავაზებთ დროის მოქნილ გრაფიკს (სკოლებში სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ).

სრული კურსის ღირებულება, 1 მონაწილეზე, შეადგენს 300 ლარს.

გადახდა შესაძლებელი იქნება ორ ნაწილად – კურსის დაწყებამდე და დასრულებამდე 2 კვირით ადრე.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: axaliganatleba@gmail.com ან ტელეფონზე: 593 36 42 40

 

⇑⇓ ტრენინგ-კურსის მსვლელობისას აპლიკანტები, თეორიული ნაწილის პარალელურად, ყველა საკითხზე მიიღებენ პრაქტიკულ მხარდაჭერას, ხოლო კურსის დასრულებისას –  ხუთ სრულ საგამოცდო ვარიანტს.

საგამოცდო ვარიანტები მომზადებული იქნება ზუსტად იმ საგამოცდო  ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ, მაგრამ ეს ტესტები არ იქნება საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!

დამატებით, ჩვენს მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა – დირექტორის ახალი სტანდარტის მიხედვით სხვადასხვა საკითხზე პუბლიკაციის მომზადება და გამოქვეყნება (მხარდამჭერი: როლანდ ხოჯანაშვილი). 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები