27 აპრილი, შაბათი, 2024

სას­წავ­ლო სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც თა­ო­ბებს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბით აერ­თი­ა­ნებს

spot_img

გო­რის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ სარ­თულ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია კო­ლე­ჯი „გან­თი­ა­დი“, რო­მე­ლიც 2012 წელს, სა­მი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის (ხი­დის­თა­ვის, სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო სას­წავ­ლე­ბე­ლი და გო­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბუ­ლი „ორი­ენ­ტი­რი“) შე­ერ­თე­ბით და­ფუძ­ნ­და. კო­ლე­ჯის­თ­ვის, რო­მელ­მაც წელს 195 პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღო, მთლად კომ­ფორ­ტუ­ლი არ უნ­და იყოს ასეთ პი­რო­ბებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი კარ­გა ხა­ნია გავ­ლი­ლია. ამის თქმის სა­ფუძ­ველს ის გვაძ­ლევს, რომ წლე­ბია, აქ 13 გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მათ­გან 3 დუ­ა­ლუ­რი, ისეთ დიდ კონ­ტ­რაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რო­გო­რი­ცაა აგ­რო­კო­მი და აგ­რო­ქარ­თ­ლი, მე­ფუტ­კ­რე­ო­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი უწე­ვენ დახ­მა­რე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მსურ­ვე­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია; ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლია სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბა და სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა. კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ანა და­თუ­აშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ამ სფე­რო­ე­ბი­სად­მი ინ­ტე­რესს და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ხსნის, ამ­ბობს, რომ „კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი თა­ვად ქმნი­ან ბრი­გა­დებს და თით­ქ­მის სულ აქვთ სა­რე­მონ­ტო, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე შეკ­ვე­თე­ბი. ასე­ვე, სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა­შიც. აქ ყო­ველ­თ­ვის იყო დი­დი კონ­კურ­სი, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც ქარ­გ­ვის ელე­მენ­ტე­ბი და­ე­მა­ტა პროგ­რა­მას, ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და; ანა­ლო­გი­უ­რი მოთხოვ­ნაა სტი­ლის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, რად­გან და­საქ­მე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აქაც მა­ღა­ლია“.

მაგ­რამ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხიბ­ლი ხომ ისი­ცაა, რომ აქ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც ეძ­ლე­ვათ ახა­ლი პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლი­სა თუ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ებ­ში ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის შან­სი. მა­გა­ლი­თად, მე­ხი­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბო­ლო წლებ­ში, ბევ­რი სი­ახ­ლე შე­მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში. კო­ლე­ჯის კონ­ტ­რაქ­ტო­რე­ბი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მხო­ლოდ დამ­საქ­მებ­ლე­ბი კი არ არი­ან, თა­ვი­ანთ გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც აგ­ზავ­ნი­ან კო­ლეჯ­ში სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სას­წავ­ლად. ზო­გი სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბის უკეთ სა­მარ­თა­ვად სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­სა­ძე­ნა­დაც მო­დის, ამი­ტომ აქ ყვე­ლა ასა­კის სტუ­დენტს შეხ­ვ­დე­ბით, რო­მელ­თაც ერ­თი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი აქვთ — შე­და­რე­ბით მოკ­ლე დრო­ში და­ე­უფ­ლონ პრო­ფე­სი­ას ან კი­დევ უფ­რო გა­იღ­რ­მა­ონ ცოდ­ნა უკ­ვე არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში, რა­თა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ შრო­მის ბა­ზარ­ზე და უკეთ შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით მარ­თ­ვა. თუ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ნა­ამ­ბობს და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით „გან­თი­ად­ში“ მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად აქვთ.

ბაგ­რატ შო­ში­აშ­ვი­ლი, მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი: „მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სო­ფელ­ში გა­ვა­ტა­რე, ბაღ­საც ვუვ­ლი და სხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებ­საც ვა­კე­თებ. ბო­ლო წლებ­ში, რო­ცა ამის შან­სი მოგ­ვე­ცა, ჩე­მი ხე­ხი­ლის ბა­ღი გა­ვა­ფარ­თო­ვე, კარგ მო­სა­ვალს ვი­ღებ, შემ­დეგ ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნაც და­ვიწყე. ჩე­მი შვი­ლი მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბას მის­დევს, მა­საც კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, მაგ­რამ მირ­ჩია, იმ­დე­ნი სი­ახ­ლეა ამ სფე­რო­ში, მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ბევრს ვე­რა­ფერს გავ­ხ­დე­ბი­თო, მეც და­ვუ­ჯე­რე და შარ­შან ორი­ვე­ნი კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტე­ბი გავ­ხ­დით. მარ­თ­ლაც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ თე­ო­რი­უ­ლა­დაც და პრაქ­ტი­კებ­ზეც, ბევ­რი ახა­ლი ჯი­შის ნერ­გი შე­მო­დის, რო­მელ­საც თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა, გას­ხ­ვ­ლა სჭირ­დე­ბა, შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბიც ახ­ლე­ბურ მიდ­გო­მას მო­ითხოვს. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ჩემ­თ­ვის უც­ნო­ბი ოპე­რა­ცი­აც შე­ვის­წავ­ლეთ, მეც და ჩემ­მა შვილ­მაც, ჩვენ ხომ ახა­ლი ჯი­შე­ბიც შევ­მა­ტეთ ოჯა­ხურ მე­ურ­ნე­ო­ბას, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მა­თი მოვ­ლა რამ­დე­ნი­მე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დით უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა. პან­დე­მი­ამ შეგ­ვი­შა­ლა ხე­ლი, თო­რემ წლის ბო­ლოს­თ­ვის და­ვას­რუ­ლებ­დით პროგ­რა­მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზაფხუ­ლის­თ­ვის გა­და­ი­წევს ეს დრო, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, სა­სი­ა­მოვ­ნოც კია ახალ­გაზ­რ­დე­ბის გვერ­დით შრო­მა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, მით უმე­ტეს, რომ გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ  დიპ­ლომ­საც გვაძ­ლე­ვენ, რა­საც ნამ­დ­ვი­ლად აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა — მეტ ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებ კლი­ენ­ტის თვალ­ში, ამ ნდო­ბის გაც­რუ­ე­ბა კი ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია“.

ნი­კა მა­ლაშ­ხია ერ­თი თვეა, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი გახ­და, სა­გა­რე­ჯო­და­ნაა, დო­ი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და­ეხ­მა­რა. „სწავ­ლა მა­ინ­ც­და­მა­ინც არ მი­ზი­დავ­და, და­ბა­ლი ნიშ­ნე­ბი მქონ­და. მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე მა­ნამ­დე არც არას­დ­როს მი­ფიქ­რია, მაგ­რამ, რაც შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბი დაგ­ვეწყო, თით­ქოს, შვე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, მივ­ხ­ვ­დი ეს საქ­მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მა­მა ხე­ლო­სა­ნია და ლეს­ვა მის­გან ვის­წავ­ლე. 9 კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, ზუს­ტად ვი­ცო­დი, სწავ­ლა კო­ლეჯ­ში უნ­და გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა — თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი ავირ­ჩიე. ჯერ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ლექ­ცია ჩა­მი­ტარ­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მომ­წონს და სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი აუდი­ტო­რი­ე­ბიც. იმე­დი მაქვს, პრო­ფე­სი­ას ისე კარ­გად და­ვე­უფ­ლე­ბი, რომ და­საქ­მე­ბა არ გა­მი­ჭირ­დე­ბა“.

ჩვე­ნი კი­დევ ერ­თი რეს­პონ­დენ­ტი ქე­თე­ვან მა­მა­ცაშ­ვი­ლია. იგი ქა­რე­ლი­და­ნაა, სო­ფელ ები­მის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ცხოვ­რობს და ყო­ველ­დღე და­დის კო­ლეჯ­ში. პირ­ვე­ლად ოფი­სის მე­ნე­ჯე­რის პროგ­რა­მა­ზე ის­წავ­ლა, შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბე­ბოს­გან კერ­ვა-ქარ­გ­ვის ნი­ჭი გა­მოჰ­ყ­ვა (პა­პაც ქუ­დე­ბის მკე­რა­ვი ყო­ფი­ლა), თა­ვა­დაც აინ­ტე­რე­სებ­და ეს საქ­მე, კო­ლეჯ­საც კარ­გად იც­ნობ­და და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ბევ­რი არ უფიქ­რია. „თა­ვი­დან ხომ მომ­წონ­და, მაგ­რამ, რაც მე­ტი ვის­წავ­ლე, უფ­რო და უფ­რო და­ვინ­ტე­რეს­დი სამ­კერ­ვა­ლო საქ­მით. პან­დე­მი­ამ ცო­ტა­თი კი გა­ა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვა სწავ­ლის პრო­ცე­სი, მაგ­რამ ონ­ლა­ინ მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სუ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და მე­წარ­მე­ო­ბა გვი­ტარ­დე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნი მო­დუ­ლე­ბი პი­რის­პირ გა­ვი­ა­რეთ თა­ნა­მედ­რო­ვე მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით აღ­ჭურ­ვილ კა­ბი­ნე­ტებ­ში. უკ­ვე შევ­კე­რეთ ქა­ლის სა­მო­სი და მა­მა­კა­ცის ტან­საც­მელ­ზე გა­და­ვე­დით, პა­რა­ლე­ლუ­რად, ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის კერ­ვას ვსწავ­ლობ, ქარ­გ­ვა­საც გავ­დი­ვართ, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი, რო­დის და­ვიწყებთ ოქ­რომ­კერ­დით ქარ­გ­ვას. ჯგუფ­ში 10-ნი ვართ. ხში­რად ვსა­უბ­რობთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, გვინ­და გარ­კ­ვე­უ­ლი დრო, დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ატე­ლი­ე­ებ­ში ვი­მუ­შა­ოთ და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნოთ, შემ­დეგ კი იქ­ნებ სა­კუ­თა­რი საქ­მის წა­მოწყე­ბაც შევ­ძ­ლო. ბე­ბო ძა­ლი­ან მიწყობს ხელს, პლას­ტ­მა­სის სა­ო­ჯა­ხო მან­ქა­ნაც კი მი­ყი­და, თა­ნა­მედ­რო­ვე ძა­ლი­ან ძვი­რია, ეს მე­რე, რო­ცა ფი­ნან­სე­ბი მექ­ნე­ბა. მა­ნამ­დე, ყო­ველ­დღი­უ­რად, ახალ-ახალ რა­მე­ებს ვსწავ­ლობ. ჩვენს პე­და­გოგს უნ­და, რომ ჩვე­ნი სა­ბო­ლოო ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­მო­ფე­ნა მოგ­ვიწყოს. მინ­და, ეს ნი­მუ­შე­ბი სა­უ­კე­თე­სო იყოს მათ შო­რის, რაც აქამ­დე შე­მი­კე­რავს“.

რო­გორც ჩანს, ქე­თე­ვა­ნი ზო­გა­დად ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, სულ ცდი­ლობს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მი­ე­ცე­მა, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს. რო­ცა გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის უფა­სო კურ­სებს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ დევ­ნილ გო­გო­ნებს, არც კი იცო­და რა იყო ეს, ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია და მიხ­ვ­და, რომ სწო­რედ ისაა, რაც მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად წა­ად­გე­ბო­და. ისე­თი მონ­დო­მე­ბით შე­უდ­გა სწავ­ლას, რომ 15-დან 5 სა­უ­კე­თე­სოს შო­რის მოხ­ვ­და და ჯე­ო­ლაბ­ში ანაზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა. „ლო­გო­ე­ბის და პოს­ტე­რე­ბის გა­კე­თე­ბა ვის­წავ­ლე. მე გო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლო­გოს სა­მუ­შაო ვერ­სია ავაწყ­ვე გრა­ფი­კოს-დი­ზა­ი­ნე­რის მენ­ტო­რო­ბით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაოა. ახ­ლა შე­მიძ­ლია, თარ­გი ხე­ლით კი არ გა­მოვ­ჭ­რა, გრა­ფი­კუ­ლად გა­ვა­კე­თო და ამოვ­ბეჭ­დო, მო­მა­ვალ­ში პრინ­ტე­რის ყიდ­ვაც მინ­და, იმე­დია, მექ­ნე­ბა ამის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მით უმე­ტეს, რომ იუთუ­ბი­დან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა და გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა“. ახ­ლა ქე­თე­ვა­ნი პა­სუხს ელო­დე­ბა, მკე­რა­ვის დამ­ხ­მა­რის ვა­კან­სი­ა­ზე გა­სა­უბ­რე­ბა გა­ი­ა­რა, თუ გა­უ­მარ­თ­ლებს და აიყ­ვა­ნენ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა დამ­წყე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტის­თ­ვის, თუნ­დაც მცი­რე ანაზღა­უ­რე­ბით. „უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე არ ვფიქ­რობ. საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვი­პო­ვე და ვსწავ­ლობ. მინ­და, არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში და­ვოს­ტატ­დე, ჩე­მი კო­ლე­ჯი ამ სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა­ში ყო­ველ­მ­ხ­რივ მეხ­მა­რე­ბა“

  ♦ ♦ ♦

კო­ლე­ჯი „გან­თი­ა­დი“, რო­გორც გითხა­რით, მულ­ტიპ­რო­ფი­ლუ­რია და დუ­ა­ლურ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­მარ­თუ­ლე­ბის ყვე­ლა გან­ხ­რა­ზე კონ­კურ­სიც ყო­ველ­თ­ვის დი­დია, სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბა კი არ აქვთ. ხი­დის­თა­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლი­დან მხო­ლოდ სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი გად­მო­ე­ცათ, უზუფ­რუქ­ტის წე­სით, მი­წე­ბი კი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია და ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თი სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა კო­ლეჯს არ აქვს; არც კამ­პუ­სი აქვს, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბა არის, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბი მხო­ლოდ ში­და ქარ­თ­ლი­დან კი არა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­და­ნაც არი­ან. ძი­რი­თა­დი კონ­ტინ­გენ­ტი 9-კლას დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­სა და მოკ­ლე­ვა­დი­ან პროგ­რა­მებ­ზე მო­დის. კო­ლეჯს სკო­ლებ­თან საპ­რო­ფო­რი­ენ­ტა­ციო მუ­შა­ო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს: „პან­დე­მი­ის გა­მო წელს ვერ შე­ვე­დით სკო­ლებ­ში, — გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ანა, – ად­რე კო­ლეჯ­ში მოგ­ვ­ყავ­და IX-XII  კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს ვას­წ­რებ­დით. შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გი პრაქ­ტი­კაა, რო­გორც აპ­ლი­კან­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ვარ­კ­ვევ­დით, ბევ­რი სწო­რედ ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და ამა თუ იმ  პროგ­რა­მით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სია აიტი პრო­ფე­სი­ებ­ზე, რაც IV სა­ფე­ხურ­ზე ის­წავ­ლე­ბა, ჩვენ კი უმე­ტე­სო­ბა III სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი გვაქვს. ვფიქ­რობთ, მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზეც ჩა­ვა­შე­ნოთ ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბი, რაც თა­ნაბ­რად და­ა­ინ­ტე­რე­სებთ გო­გო­ნებ­საც და ვა­ჟებ­საც, თო­რემ წელს, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კურ­სით, მი­ღე­ბა მხო­ლოდ შემ­დუ­ღე­ბელ­ზე იყო და არ გაგ­ვ­კ­ვირ­ვე­ბია, რომ 10 ად­გილ­ზე მხო­ლოდ 5 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რიცხა. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა აუცი­ლებ­ლად ინ­ტე­რესს უნ­და იწ­ვევ­დეს ახალ­გაზ­რ­დებ­ში, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ი­ზი­დავ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და ვი­მუ­შა­ოთ და ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, რომ სწავ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სო ოყოს და შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნა­საც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. კო­ლე­ჯის წინ­ს­ვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სი­ახ­ლე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.“

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები