27 აპრილი, შაბათი, 2024

სას­წავ­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის დაწყე­ბით კლა­სებ­ში

spot_img

დო­ნა­რი (ეკა) გორ­გი­ლა­ძე

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კაპ­რე­შუ­მის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

რა­ტომ არის პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? — ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს გა­ნა­ვი­თა­რონ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის უნა­რე­ბი. ტექ­ს­ტი და თე­ო­რია, საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შაო კლას­ში არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის მო­ამ­ზა­დოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უნა­რე­ბი (კითხ­ვა, წე­რა, მა­თე­მა­ტი­კა), ასე­ვე უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის უნა­რე­ბად, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია (გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, კვლე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა და შეგ­რო­ვე­ბა, დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტი, ინ­ფორ­მა­ცი­ის სინ­თე­ზი­რე­ბა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა). უნა­რე­ბის ამ კომ­ბი­ნა­ცი­ით მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ნი, რო­მელ­საც გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბა და აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია. ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენ გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­როს­თან გვა­კავ­ში­რებს, გვას­წავ­ლის რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი, ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რად აშე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მოს შე­სა­ხებ; ამაღ­ლებს ცნო­ბი­ე­რე­ბას იმ სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ გა­რე­მო­ზე, რო­მელ­ზე­დაც ჩვენ ყვე­ლა­ნი ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ასე­ვე ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც მი­ვი­ღებთ მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სარ­გე­ბე­ლი:

♦ მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ წარ­მო­სახ­ვა და მა­ღა­ლია ენ­თუ­ზი­აზ­მი;

♦ სწავ­ლა სცილ­დე­ბა კლასს და სთა­ვა­ზობს ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სწავ­ლე­ბას კლა­სის გა­რეთ. ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს და­ი­ნა­ხონ სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი სა­კითხე­ბის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი;

♦ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბი;

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან ტო­ლე­რან­ტე­ბი, უვი­თარ­დე­ბათ ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა;

♦ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია ესგ-ს სტან­დარ­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნე­ბის­თ­ვის;

♦ ეჩ­ვე­ვი­ან ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს. სიმ­სუქ­ნე, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და დეპ­რე­სია. კარ­გი კვე­ბა და ბუ­ნე­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ამ­ცი­რებს სტრესს;

♦ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი ხდე­ბი­ან;

♦ გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სა­კუ­თარ წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გა­რე­მოს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად;

♦ ხდე­ბი­ან თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი, შეც­ვა­ლონ თა­ვი­ან­თი სკო­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბათ ლი­დე­რო­ბის თვი­სე­ბე­ბი.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის სარ­გე­ბე­ლი სხვე­ბის­თ­ვის:

♦ ჯან­სა­ღი სკო­ლე­ბის და გა­რე­მოს ხელ­შეწყო­ბა;

♦ სა­ღი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მხარ­და­ჭე­რა;

♦ მცი­რე/მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა მდგრა­დო­ბა­ში;

♦ ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვა.

⇔ ჩემ მი­ერ და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ციკ­ლი:
პროექტის სათაური #მევარაქტიურიმოქალაქე
მოკლე აღწერა მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლებენ ისწავლონ გარესამყაროზე ზრუნვა.

ფრინველები, ცხოველები, მცენარეები – ერთობლივად მოვიფიქრებთ

სამუშაო ენა ქართული ენა
მონაწილეთა ასაკი 6-8
საგანი ბუნება, ქართული, ხელოვნება
ინსტრუმენტები კომპიუტერული ტექნოლოგიები

წყლის ეკოსისტემა

აქტივობები კლასში

მიზანი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება
აქტივობები ჩამონათვალი აქტივობების დაგეგმვა, ფუნქციების გადანაწილება თითოეული აქტივობისთვის

ფილმების ნახვა (მიზნები და შედეგები)

· მობინადრე ფრინველებზე ინფორმაციის შეგროვება;

· მობინადრე ფრინველებისთვის სახლების დამზადება და გამოკვება;

· გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ინფორმაციის შეგროვება;

· უპატრონო ძაღლებისთვის კუთხის მოწყობა (მერიის ჩართვა) და მათი გამოკვება;

· სკოლის ეზოში საყვავილე გაზონის მოწესრიგება და ყვავილების დარგვა-განაშენიანება-მოვლა;

· დავრგოთ ხე/ბუჩქი სკოლის ეზოში;

· მდინარიდან სარწყავი წყლის გამოყვანა სკოლის საყვავილის მოსარწყავად;

· სკოლის ღობეზე ჩამოსაკიდი საყვავილის ან სამწვანილის გაკეთება ძველი, გამოყენებული, პოლიეთილენის ბოთლებით;

· მივცეთ ნივთებს მეორე სიცოცხლე – სხვადასხვა არასაჭირო ნივთებით საინტერესო და საჭირო საგნების დამზადება და სკოლის ბაზაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

· სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;

· წარწერების, ფლეიერების დამზადება – „არ დააბინძურო გარემო, ჩააგდე სანაგვეში“;

· ჯანსაღი ცხოვრების წესის, ვარჯიშის წახალისება;

· პროდუქტის ეტიკეტის ცნობა/შემოწმება;

· ფოტო/ვიდეომასალის შეგროვება/მონტაჟი;

· ბლოგის შექმნა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ფოტო/ვიდეოს ატვირთვა.

დედამიწა შველას ითხოვს

· პოსტერების, ფლეიერების, ბუკლეტების დამზადება;

· შესრულებულ სამუშაოების წახალისება-აგიტაციის მიზნით, სასკოლო თემში პრეზენტაციების წარდგენა.

მოსალოდნელი შედეგები · მოსწავლეებს უვითარდებათ წარმოსახვა და მაღალია ენთუზიაზმი;

· სწავლა სცილდება კლასს და სთავაზობს ექსპერიმენტულ სწავლებას კლასის გარეთ. ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიური, კულტურული საკითხების დაკავშირება;

· უმჯობესდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები;

· მოსწავლეები ხდებიან ტოლერანტები, უვითარდებათ ემპათიის გრძნობა;

· დაკმაყოფილებულია ესგ-ს სტანდარტები სხვადასხვა საგნებისთვის;

· ეჩვევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს. სიმსუქნე, ყურადღების დეფიციტი და დეპრესია. კარგი კვება და ბუნებაში გატარებული დრო ამცირებს სტრესს;

· გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად საზოგადოების აქტიური წევრები ხდებიან;

· გააცნობიერებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას გარემოს გასაუმჯობესებლად;

· ხდებიან თავდაჯერებულები, შეცვალონ თავიანთი სკოლა და საზოგადოება. გამოუმუშავდებათ ლიდერობის თვისებები.

გარემოსდაცვითი განათლების სარგებელი სხვებისთვის:

· ჯანსაღი სკოლების და გარემოს ხელშეწყობა;

· საღი გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა;

· მცირე/მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მდგრადობაში;

· ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაცვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იყო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. საკ­მა­ოდ კარ­გად გა­არ­თ­ვეს თა­ვი და­ვა­ლე­ბებს. და­ამ­ზა­დეს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ნივ­თი, რო­მე­ლიც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის 17 მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, სკო­ლის ბა­ზა­ზე, საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის მოწყო­ბა, ნივ­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ამ­ზა­დეს. შე­მო­სუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად გა­და­ვუ­რიცხეთ ბა­თუ­მის მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარს.

პრო­ექ­ტის გეგ­მა­ში მწვანედ მო­ნიშ­ნუ­ლი ვე­ლი აღ­ნიშ­ნავს უკ­ვე დას­რუ­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს. მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ შე­ვას­რუ­ლებთ ყვე­ლა ჩა­მოთ­ვ­ლილ პუნქტს, ჩავ­რ­თავთ და გა­ვა­აქ­ტი­უ­რებთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს.

#მე­ვა­რაქ­ტი­უ­რი­მო­ქა­ლა­ქე

 

 

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები