27 აპრილი, შაბათი, 2024

„სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბე­ბის“ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ქი­მი­ის გაკ­ვე­თილ­ზე

spot_img
მაგული ჯინჭარაძე
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქობულეთისა და სოფ. აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი

 

 

მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დი­სათ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, ანუ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ისე­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და უფ­რო ეფექ­ტუ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან სწავ­ლის პრო­ცეს­ში. ერთ-ერ­თი ასე­თი მე­თო­დია „გა­ჩე­რე­ბე­ბით სწავ­ლა“.

„გა­ჩე­რე­ბე­ბით სწავ­ლა“ გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლე­თა და­მო­უ­კი­დე­ბელ (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, წყვი­ლურ ან ჯგუ­ფურ) მუ­შა­ო­ბას. სა­მუ­შაო მა­სა­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ქმე­დე­ბა­ზე, ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, წი­ნა­რე ცოდ­ნა­სა და უნა­რებს. გარ­და ამი­სა, ეს მე­თო­დი ხელს უწყობს ში­და დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ას, რად­გან შე­საძ­ლე­ბელს ხდის ცალ­კე­ულ გა­ჩე­რე­ბებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. გა­ჩე­რე­ბე­ბით სწავ­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს არა მარ­ტო გო­ნებ­რივ შრო­მას (მოს­მე­ნა, კითხ­ვა, წე­რა, ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა), არა­მედ თა­მა­შის ელე­მენ­ტებ­საც, რაც ასე­ვე აღ­ძ­რავს მო­ტი­ვა­ცი­ას.

„გა­ჩე­რე­ბე­ბით სწავ­ლი­სას“ მოს­წავ­ლე­ე­ბი პა­სი­უ­რი რო­ლი­დან გა­მო­დი­ან და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, თა­ვად მარ­თა­ვენ პრო­ცესს, სა­ხა­ვენ მიზ­ნებს, ან­გა­რიშს უწე­ვენ თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სტრა­ტე­გი­ებს.

აქ­ვე მინ­და ისიც აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ აქ­ტი­ვო­ბას სჭირ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბა: პირ­ველ რიგ­ში – აუდი­ტო­რია (თუმ­ცა არ არის აუცი­ლე­ბე­ლი დი­დი აუდი­ტო­რია, პა­ტა­რა სივ­რ­ცე­შიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტა­რე­ბა), შემ­დეგ – გა­ჩე­რე­ბე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა, და­ვა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა; შე­იძ­ლე­ბა ერ­თი „და­სას­ვე­ნე­ბე­ლი გა­ჩე­რე­ბის“ შე­თა­ვა­ზე­ბაც, სა­დაც უფ­რო იოლი ან თა­მა­შის ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი, აქ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ის­ვე­ნე­ბენ, ანუ „სულს მო­ით­ქ­ვა­მენ“.

აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დრო­ის ლი­მი­ტის დაც­ვა: დრო ისე უნ­და მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ არც მორ­ჩეთ და არც, სიმ­ცი­რის გა­მო, ნაჩ­ქა­რე­ვად აკე­თონ და­ვა­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­ჩე­რე­ბაც მო­ვამ­ზა­დოთ, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, თუ რო­მე­ლი­მე ჯგუფ­მა და­ვა­ლე­ბა სწრა­ფად შე­ას­რუ­ლა, სხვას რომ ხე­ლი არ შე­უ­შა­ლოს, ამ გა­ჩე­რე­ბა­ზეც გა­ა­კე­თებს და­ვა­ლე­ბას.

გა­ჩე­რე­ბე­ბის ფურ­ც­ლე­ბი, და­ვა­ლე­ბე­ბით, იკ­ვ­რე­ბა ოთახ­ში, კედ­ლებ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს ან შე­იძ­ლე­ბა მა­გი­დებ­ზეც გა­ვა­ნა­წი­ლოთ. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი დგე­ბა თი­თო გა­ჩე­რე­ბას­თან და, დრო­ის ათ­ვ­ლის შემ­დეგ, იწყე­ბენ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. მზა და­ვა­ლე­ბას ტო­ვე­ბენ გა­ჩე­რე­ბა­ზე. შემ­დეგ გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ მომ­დევ­ნო გა­ჩე­რე­ბა­ზე, მოძ­რა­ო­ბა სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხდე­ბა. ასე რომ, თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი გა­ივ­ლის ყვე­ლა გა­ჩე­რე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­ულ გა­ჩე­რე­ბა­ზე ყვე­ლა ჯგუ­ფის პა­სუ­ხე­ბი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.

დრო­ის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლი ჯგუ­ფი რო­მელ გა­ჩე­რე­ბა­ზეც მოხ­ვ­დე­ბა, იქი­დან იწყებს პრე­ზენ­ტა­ცი­ას არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი, არა­მედ სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი­საც. მას­წავ­ლე­ბე­ლი ის­მენს თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და აძ­ლევს სა­თა­ნა­დო უკუ­კავ­შირს.

„გა­ჩე­რე­ბე­ბით სწავ­ლას“ მხო­ლოდ მა­შინ აქვს აზ­რი, თუ ის ნას­წავლ მა­სა­ლას ეფუძ­ნე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, კონ­ტ­როლ­მა და წარ­მა­ტე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბამ, თი­თო­ე­ულ გა­ჩე­რე­ბა­ზე, ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. თუ ისი­ნი, ამ ტი­პის სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას და­აგ­რო­ვე­ბენ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თვი­თონ­ვე შეძ­ლე­ბენ გა­ჩე­რე­ბე­ბის­თ­ვის და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნას და ამით სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნას

არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ ახალ მე­თოდს მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ტე­რე­სით კი ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ ეჭ­ვის თვა­ლი­თაც უყუ­რე­ბენ, ამი­ტომ გა­ჩე­რე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბას დი­დი ყუ­რადღე­ბით უნ­და მო­ვე­კი­დოთ. მომ­ზა­დე­ბას­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა მოს­წავ­ლე­თა შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა, მა­თი პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვის წა­ქე­ზე­ბა და და­დე­ბი­თი კლი­მა­ტის შექ­მ­ნა. თუმ­ცა, ინო­ვა­ცი­ით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­თან ერ­თად, ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ უნ­და დაგ­ვ­რ­ჩეს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი და ინ­დი­კა­ტო­რე­ბი.

ეს მე­თო­დი, ად­რე, steam-ის ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლის შემ­დეგ დავ­ნერ­გე საკ­ლა­სო ოთხ­ში. ახ­ლა კი, მინ­და ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნე მე-10 კლას­ში, თე­მის შე­ჯა­მე­ბის დროს.

თე­მა: სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბე­ბის მე­თო­დით

თე­მის „ატო­მის აღ­ნა­გო­ბა. ქი­მი­უ­რი ბმე­ბი“ შე­ჯა­მე­ბა

თე­მის შე­სა­ბა­მი­სო­ბა ესგ-ის სტან­დარ­თან:

♦  ნივ­თი­ე­რე­ბა (ქიმ.საშ. 1, 2, 3, 4)

♦  ქი­მი­უ­რი ბმა (ქიმ.საშ. 1, 2, 3, 4)

გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი:

  1. მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ა­ჯა­მე­ბენ, რო­გო­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს ატომს, რა არის ქი­მი­უ­რი ბმე­ბი და შე­ად­გე­ნენ ქი­მი­უ­რი ბმე­ბის ამ­სახ­ველ სქე­მებს;
  2. იპო­ვი­ან ელე­მენ­ტის ატო­მის ელექ­ტ­რონს პე­რი­ო­დულ სის­ტე­მა­ში, მი­სი კვან­ტუ­რი რიცხ­ვე­ბის მი­ხედ­ვით;
  3. შე­ას­რუ­ლე­ბენ სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებს;
  4. გა­ი­აზ­რე­ბენ ვი­დე­ო­ში მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქი­მი­უ­რი ბმე­ბის შე­სა­ხებ.

კლას­ში 14 მოს­წავ­ლეა, ძი­რი­თა­დად, სა­შუ­ა­ლო აკა­დე­მი­უ­რი დო­ნით. არი­ან ძლი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბიც. სსსმ მოს­წავ­ლე არ არის. მო­ვამ­ზა­დე 4 სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბა, რო­მე­ლიც ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს გა­ჩე­რე­ბე­ბი, თა­ვი­სი და­ვა­ლე­ბე­ბით, გა­ვა­ნა­წი­ლე მა­გი­დებ­ზე. შევ­ქ­მე­ნი ოთხი ჯგუ­ფი, თი­თო ჯგუფ­ში – 3-3 მოს­წავ­ლე. ორ მოს­წავ­ლეს სხვა და­ვა­ლე­ბა მი­ვე­ცი: ერთს ასის­ტენ­ტო­ბა შევ­თა­ვა­ზე, ხო­ლო მე­ო­რეს – დრო­ის კონ­ტ­რო­ლი. ჯგუ­ფე­ბი და­ვა­კომ­პ­ლექ­ტე შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით, ანუ ნომ­რე­ბის ამო­ღე­ბით და ვი­საც პირ­ვე­ლი ნომ­რე­ბი შეხ­ვ­და, ჯგუ­ფი 1-ში გა­ერ­თი­ან­და, მე-2 ნომ­რე­ბის­გან ჯგუ­ფი 2 და­კომ­პ­ლექ­ტ­და და ა.შ., თან­მიმ­დევ­რუ­ლად. ეს ჯგუ­ფე­ბი გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­ვა­ნა­წი­ლე – ჯგუ­ფი 1 დავ­ს­ვი პირ­ველ გა­ჩე­რე­ბა­ზე და ა.შ.

გა­ჩე­რე­ბა1. სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა – აღ­მო­ა­ჩი­ნე ელექ­ტ­რო­ნი (1 ქუ­ლა)

აღ­მო­ა­ჩი­ნე ელექ­ტ­რო­ნი ელე­მენ­ტის ატომ­ში, პე­რი­ო­დულ სის­ტე­მა­ში მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბია:

n = 3     l = 1     m = +1     s = +1/2

გა­ჩე­რე­ბა 2. სა­მი და­ვა­ლე­ბა. და­ვა­ლე­ბე­ბი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით (6 ქუ­ლა)

1) (1 ქუ­ლა) რო­მე­ლი არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ქი­მი­უ­რი ბმის ტი­პებს?

ა) კო­ვა­ლენ­ტურ პო­ლა­რუ­ლი

ბ) იონუ­რი

გ) მო­ლე­კუ­ლუ­რი

დ) კო­ვა­ლენ­ტურ არა­პო­ლა­რუ­ლი

ე) წყალ­ბა­დუ­რი

2) (2 ქუ­ლა) რა სა­ხის ქი­მი­უ­რი ბმე­ბია მო­ცე­მულ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ში?

              1. CaO

3) (3 ქუ­ლა) შე­ად­გი­ნეთ ქი­მი­უ­რი ბმის წარ­მოქ­მ­ნის სქე­მა

1) იონუ­რი ბმა ნატ­რი­უმ­სა და ქლორს შო­რის

2) კო­ვა­ლენ­ტურ არა­პო­ლა­რუ­ლი ბმა ქლო­რის ატო­მებს შო­რის

3) კო­ვა­ლენ­ტურ პო­ლა­რუ­ლი ბმა ქლორ­წყალ­ბა­დის მო­ლე­კუ­ლა­ში

გა­ჩე­რე­ბა 3. სიტყ­ვა-კო­დის ამოც­ნო­ბა (1 ქუ­ლა)

1) შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­ხედ­ვით ამო­ი­ცა­ნით სიტყ­ვა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ნუკ­ლიდს, რო­მელ­საც პრო­ტო­ნე­ბის ერ­თ­ნა­ი­რი და ნე­იტ­რო­ნე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა აქვს.

კითხვები                                                                              პასუხები
პროტონი ელექტრონი ნეიტრონი პოზიტრონი

 

 

არაპოლარულ

კოვალენტ. ბმა

იონური ბმა

 

პოლარულ

კოვალენტ.

ბმა

ატომი შედგება ატომბირთვისა და მის გარშემო მოძრავი
ბირთვის შემადგენელ უმუხტო ნაწილაკს ეწოდება
ქიმიურ ბმას, რომელიც წარმოიქმნება ერთნაირ არამეტალებს შორის, ეწოდება
ბირთვის შემადგენელ დადებითად დამუხტულ ნაწილაკს ეწოდება
ქიმიურ ბმას, მეტალის და არამეტალის ატომებს შორის, ეწოდება
ნეიტრალური ატომის ბირთვში  პროტონების რაოდენობა ემთხვევა
ქიმიურ ბმას, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა არამეტალის ატომებს შორის,  ეწოდება

გა­ჩე­რე­ბა 4. ვი­დე­ოს ანა­ლი­ზი (2 ქუ­ლა)

მო­ცე­მუ­ლი გაქვთ ორი ვი­დეო ქი­მი­უ­რი ბმე­ბის შე­სა­ხებ. უყუ­რეთ ვი­დე­ოს და გა­ა­კე­თეთ თი­თო­ე­უ­ლი ვი­დე­ოს ანა­ლი­ზი (ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი):

♦ რო­მე­ლი ელე­მენ­ტის ატო­მებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ცე­მუ­ლი ქი­მი­უ­რი ბმა?

♦ რო­გო­რია ამ ელე­მენ­ტე­ბის ატო­მე­ბის აღ­ნა­გო­ბა?

♦  რო­გორ ხდე­ბა ბმის წარ­მოქ­მ­ნა?

♦ რა ეწო­დე­ბა მო­ცე­მულ ქი­მი­ურ ბმას?

ამ­რი­გად, სას­წავ­ლო გა­ჩე­რე­ბე­ბის მე­თო­დი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა მო­ცე­მუ­ლი თე­მის შე­ჯა­მე­ბის დროს. ამა­ვე დროს, დი­დია მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სიც, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა­ზე. გარ­და ამი­სა, ეს მე­თო­დი მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რე­ბს ისეთ უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა: თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის, ანა­ლი­ზის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის და ა.შ.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:
  1. http://mastsavlebeli.ge/?p=21228.
  2. http://mastsavlebeli.ge/?p=10414;
  3. სატ­რე­ნინ­გო მა­სა­ლა „აქ­ტი­უ­რი სწავ­ლე­ბა ქი­მი­ა­ში“ – ნა­თია არა­ბუ­ლი, თი­ნა­თინ ბუთხუ­ზი, 2017წ;
  4. ქი­მი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (X კლა­სი, ბუთხუ­ზი, ფა­ცა­ცია, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაც­ნე“).

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები