7 მაისი, სამშაბათი, 2024

რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

spot_img
ნო­ნა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი
სსიპ მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტერ­მი­ნი „კომ­პე­ტენ­ცია“ გან­მა­ტე­ბუ­ლია, რო­გორც „შე­სა­ბა­მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, უნა­რე­ბის ან/და გა­აზ­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა და ამოქ­მე­დე­ბის უნა­რი, დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოთხოვ­ნებ­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე სა­თა­ნა­დო და ქმე­დი­თი რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის მო­ცე­მულ კონ­კ­რე­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში“.

დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­პა­სუ­ხო უნა­რე­ბად, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბად და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბად კი – ემ­პა­თია, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის და უფ­ლე­ბე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­ფა­სე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და სხვა რე­ლი­გი­ე­ბის, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა თუ პრაქ­ტი­კი­სად­მი შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის მზა­ო­ბა მო­ი­აზ­რე­ბა, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით უწყობს ხელს. ერთ-ერ­თი ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს, თა­ვად და­გეგ­მონ, შე­ი­მუ­შა­ონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა მას­წავ­ლებ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ი­თა და მხარ­და­ჭე­რით.

მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად ჩარ­თ­ვის შე­სა­ფე­რის მე­თო­დად კი რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი მი­იჩ­ნე­ვა. ეს მე­თო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, შე­იქ­მ­ნას შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი გან­წყო­ბა, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის ში­ნა­გან ძა­ლებს ააქ­ტი­უ­რებს, მათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას საზღ­ვ­რებს უხ­ს­ნის და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გას­ც­დ­ნენ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის საზღ­ვ­რებს. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას­წავ­ლებ­ლის­გან დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს, რა­თა შე­სა­ბა­მი­სად გან­საზღ­ვ­როს მი­ზა­ნი, მო­ამ­ზა­დოს სცე­ნა­რი, გას­ცეს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, აწარ­მო­ოს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მოს­წავ­ლე­ებს რო­ლე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა­ში და­ეხ­მა­როს. ეს არის ერ­თ­გ­ვა­რი გზა იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ებს გან­ვუ­ვი­თა­როთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ემ­პა­თია და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­ლუ­რი თა­მა­შის გან­ხილ­ვა მოს­წავ­ლე­ებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით და იმის გა­სა­აზ­რებ­ლად, თუ რა ხდე­ბო­და თა­მა­შის მსვლე­ლო­ბი­სას, რას გრძნობ­დ­ნენ, რამ მი­იქ­ცია მა­თი ყუ­რადღე­ბა.

ჩვენს სკო­ლა­ში, ყო­ველ წელს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, აღ­ვ­ნიშ­ნავთ ტო­ლე­რან­ტო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს. მინ­და გი­ამ­ბოთ ამ დღეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, ორი­გი­ნა­ლუ­რად აღე­ნიშ­ნათ ეს დღე და სკო­ლა­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა რა­სის, რე­ლი­გი­ი­სა და ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­რეგ­ნო­ბი­თა და ჩაც­მუ­ლო­ბით. იმ დღეს, სკო­ლა­ში, მარ­თ­ლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მო იყო. ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, ბო­შა ქა­ლი, არა­ბი შე­ი­ხი, ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ჯენ­ტ­ლ­მე­ნი, ამე­რი­კე­ლი ინ­დი­ე­ლი… თა­მაშს, რო­მე­ლიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, „სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ქსე­ლი“ ჰქვია, რომ­ლის მი­ზა­ნია: მოს­წავ­ლე­ებს და­ა­ნა­ხოს რო­გორ მოქ­მე­დებს წი­ნას­წა­რი გან­ს­ჯე­ბი პი­როვ­ნე­ბებ­ზე; ის­წავ­ლონ იმ ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი ან დამ­ცი­რე­ბუ­ლია სხვე­ბის­გან.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ირ­ჩევს რე­ლი­გი­უ­რი ან სხვა უმ­ცი­რე­სო­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ ერთ მოს­წავ­ლეს. და­ნარ­ჩე­ნებ­მა უნ­და მო­ი­გო­ნონ ისე­თი ხუმ­რო­ბე­ბი და ანეკ­დო­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ჯგუ­ფის მი­მართ უარ­ყო­ფით სტე­რე­ო­ტიპ­სა და წი­ნას­წარ გან­ს­ჯას შე­ი­ცავს. ყო­ველ ანეკ­დოტს ახ­ლავს მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი „სვლა“ – თო­კის ერ­თი ხვე­უ­ლით (ან წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით) აბამს მო­ნა­წი­ლეს, ის ექ­ცე­ვა წი­ნას­წა­რი გან­ს­ჯე­ბის ხლარ­თ­ში, ქსელ­ში და აღარ შე­უძ­ლია არც გან­ძ­რე­ვა და არც ხმის ამო­ღე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ამ ქსე­ლი­დან „ტყვე“ და­იხ­ს­ნან, მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს მი­მარ­თავს: უთხა­რით მას რა­ი­მე და­დე­ბი­თი, სიყ­ვა­რუ­ლის და გა­გე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბით.

ამ გა­თა­მა­შე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი ეკითხე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, თუ რო­გორ გრძნობ­და თავს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? მე­რე ეკითხე­ბა სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს – თქვენ რას გრძნობ­დით? მო­გინ­დე­ბო­დათ ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა?

ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რო­ლუ­რი თა­მა­შის დროს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ქსელ­ში „ბო­შა ქა­ლი“ გა­იხ­ლარ­თა. მი­სი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, თუ რას გრძნობ­და, იყო: „შე­ბო­ჭი­ლი ვი­ყა­ვი, მი­ჭირ­და გან­ძ­რე­ვა და ბო­ლოს ხმაც ვერ ამო­ვი­ღე, რად­გან თა­ვი დამ­ცი­რე­ბუ­ლად, გა­რი­ყუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი. ხო­ლო, რო­ცა ლა­მაზ სიტყ­ვებს მე­უბ­ნე­ოდ­ნენ, უფ­რო ლა­ღი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხ­დი“.

და­ნარ­ჩენ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კი ერ­თხ­მად აღი­ა­რეს, რომ უარ­ყო­ფი­თი გან­ს­ჯე­ბი ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, თა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად იგ­რ­ძ­ნონ.

სა­ბო­ლო­ოდ კი და­ას­კ­ვ­ნეს: რო­გორც ატი­კუს ფინ­ჩი ჰარ­პერ ლი წიგ­ნ­ში „ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას“ იტყო­და: „ბო­ლომ­დე ვე­რას­დ­როს გა­უ­გებ ადა­მი­ანს, სა­ნამ მის კან­ში არ შეძ­ვ­რე­ბი და არ გა­ი­სე­ირ­ნებ“.

მე­ო­რე, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თა­მა­შია „ტუ­რის­ტე­ბი“, რომ­ლის მი­ზა­ნიც კულ­ტუ­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა. ამ თა­მაშ­ში, სა­სურ­ვე­ლია, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თოს. თა­მა­შის მსვლე­ლო­ბა ასე­თია: მოს­წავ­ლე­ე­ბი წი­ნას­წარ ინა­წი­ლე­ბენ „ტუ­რის­ტე­ბი­სა“ და „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის“ რო­ლებს. „ტუ­რის­ტე­ბი“, ჩა­ნა­წე­რის სა­ხით, ქმნი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ზე, ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რას ელი­ან თა­ვი­ან­თი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან და ამ­ზა­დე­ბენ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად, კა­მე­რას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, უცხო­ურ ვა­ლუ­ტას… თუ მოს­წავ­ლე­ებს კლას­ში არ მო­ე­პო­ვე­ბათ ეს საგ­ნე­ბი, მათ შე­უძ­ლი­ათ, სიმ­ბო­ლო­ე­ბი და­ი­ტა­ნონ ფურ­ც­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ნივ­თე­ბის მა­გივ­რო­ბას გა­წევს.

1. „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა“ ად­გენს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­სა და კულ­ტუ­რა­ზე: ოჯა­ხის სტრუქ­ტუ­რა, ეკო­ნო­მი­კა, ხე­ლო­ბის დარ­გი, ტა­ნი­სა­მო­სი და საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა“, რაც შე­იძ­ლე­ბა, „პრი­მი­ტი­უ­ლი“ უნ­და იყოს. ისი­ნი თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი­ვე გა­მო­გო­ნილ სა­ხელს უწო­დე­ბენ.

2. ვი­თარ­დე­ბა შემ­დე­გი მოქ­მე­დე­ბა: ორი „ტუ­რის­ტი“, სუ­ვე­ნი­რე­ბის შე­ძე­ნი­სა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას, ხვდე­ბა ორ „მკვიდრ მო­სახ­ლეს“. ჯგუფ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას „ტუ­რის­ტე­ბი“ თა­ვის თავ­გა­და­სა­ვალს უყ­ვე­ბი­ან სხვა „ტუ­რის­ტებს“, აღ­წე­რენ „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის“ კულ­ტუ­რას, რაც მათ უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნათ. ორი „მკვიდ­რი მო­სახ­ლე“ კი, თა­ვის ჯგუფს უყ­ვე­ბა „ტუ­რის­ტებ­თან“ შეხ­ვედ­რის სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს.

3. „ტუ­რის­ტე­ბი“ იჭ­რე­ბი­ან „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, „მკვიდრ მო­სახ­ლე­ო­ბას“ არ სურს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვ­ლა.

4. „ტუ­რის­ტ­თა“ და „მკვიდრ მო­სახ­ლე­თა“ ჯგუ­ფე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ხვდე­ბი­ან და აჯა­მე­ბენ შე­დე­გებს:

♦ რას გრძნო­ბენ „ტუ­რის­ტე­ბი“?

♦ რას გრძნობს „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა“?

♦ რას ფიქ­რო­ბენ „ტუ­რის­ტე­ბი“ „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის“ შე­სა­ხებ?

♦ რას ფიქ­რობს „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა“ „ტუ­რის­ტე­ბის“ შე­სა­ხებ?

♦ „ტუ­რის­ტე­ბი“ აც­ნო­ბენ „მკვიდრ მო­სახ­ლე­ო­ბას“, რა იყო უც­ნა­უ­რი მათ ქცე­ვა­ში.

♦ „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა“ უხ­ს­ნის „ტუ­რის­ტებს“, რა იყო მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი „ტუ­რის­ტე­ბის“ ქცე­ვა­ში.

♦ „ტუ­რის­ტე­ბის“ თვალ­საზ­რი­სით, რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა „მკვიდრ მო­სახ­ლე­ო­ბას“, რომ მათ შო­რის კონ­ტაქ­ტი ად­ვი­ლად დამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყო?

♦ „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის“ თვალ­საზ­რი­სით, რო­გორ უნ­და მოქ­ცე­უ­ლიყ­ვ­ნენ „ტუ­რის­ტე­ბი“, რომ არე­უ­ლო­ბა არ შე­ე­ტა­ნათ „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში?

შე­კითხ­ვა „ტუ­რის­ტებს“: კვლავ რომ მო­გი­წი­ოთ წას­ვ­ლა იმა­ვე ქვე­ყა­ნა­ში, რა გე­ცო­დი­ნე­ბათ მის შე­სა­ხებ და რას გა­ა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ არ და­არ­ღ­ვი­ოთ მა­თი იდი­ლია?

ეს რო­ლუ­რი თა­მა­ში სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. „მკვიდ­რ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ“ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი მა­თი საცხოვ­რე­ბე­ლი უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით მო­ი­ფიქ­რა, ხო­ლო „ტუ­რის­ტე­ბი“ ეროვ­ნულ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი მექ­სი­კე­ლე­ბი და სამ­ხ­რეთ კო­რე­ე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ.

რო­დე­საც მათ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა, „ტუ­რის­ტებ­მა“ „მკვიდრ მო­სახ­ლე­ო­ბას“ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნე­ბის ადა­თე­ბის, წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა თუ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ უამ­ბეს. „მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის“ აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­მა პა­ტი­ვი სცენ ერ­თ­მა­ნეთს, უკეთ გა­იც­ნონ და თა­ვი­დან აირი­დონ შე­საძ­ლო კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი.

ამ­რი­გად, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბით მოს­წავ­ლე­ებს უყა­ლიბ­დე­ბათ მიმ­ღებ­ლო­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა, მზა­ო­ბა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა; ასე­ვე, დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის, სხვე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და შეს­წავ­ლის, ასე­ვე ადაპ­ტა­ცი­ი­სა და ემ­პა­თი­ის უნა­რე­ბი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები