19 მაისი, კვირა, 2024

რო­გორ ვაქ­ცი­ოთ სა­გაკ­ვე­თი­ლო მა­სა­ლა პრო­ექ­ტის მა­მო­ტი­ვი­რე­ბელ წყა­როდ

spot_img

პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა: „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და ჩვენ“

პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: ჟუ­ჟუ­ნა ჩუ­ხუა, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ნი: IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი

სკო­ლა: სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭაქ­ვინ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლა

პრო­ექ­ტის იდეა: მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ის­წავ­ლეს ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „მზე და ღრუ­ბე­ლი“, გა­ი­აზ­რეს ტექ­ს­ტ­ში ასა­ხუ­ლი პრობ­ლე­მა, ასე­ვე, ნა­ხეს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „თერ­ძი ბე­სო“ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

პრობ­ლე­მის გან­საზღ­ვ­რა და მი­სი აქ­ტუ­ა­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბა: პრო­ექ­ტის თე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ეხე­ბა რო­გორც ჩვენს ქვე­ყა­ნას, ისე მსოფ­ლი­ოს. ხში­რად მოს­წავ­ლე­ებ­მა არ იცი­ან, რა­ტო­მაა ხში­რი წვი­მე­ბი, წყალ­დი­დო­ბე­ბი, მეწყე­რი, გვალ­ვა. არ უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან ბუ­ნე­ბას, გა­რე­მოს. გა­ჩე­ხი­ლია ტყე­ე­ბი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია მდი­ნა­რე­ე­ბი, გა­რე­მო, რაც ადა­მი­ან­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე აისა­ხე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს აქვთ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე – მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზან­ზე. გა­უჩ­ნ­დათ სურ­ვი­ლი, უფ­რო მე­ტი გა­ი­გონ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი:

♦ მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე – მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-13 მი­ზან­ზე; პრობ­ლე­მე­ბის გა­მოკ­ვე­თა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გო­ნივ­რულ მარ­თ­ვა­ზე.

♦ მოს­წავ­ლე­ებ­ში 21-ე სა­უ­კუ­ნის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა: ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა-და­ხა­რის­ხე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, ანა­ლი­ზის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გა­რე­მომ­ც­ველ სამ­ყა­რო­ზე ზრუნ­ვის, ტრან­ს­ფე­რის….

ამო­ცა­ნე­ბი:

  1. იდე­ის შე­მუ­შა­ვე­ბა;
  2. სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შედ­გე­ნა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;
  3. მი­ნი-ლექ­ცია მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­ზე, „მე-13 მი­ზა­ნი“ — სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის;
  4. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის „თერ­ძი ბე­სო“ ნახ­ვა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა;
  5. ნა­ხა­ტე­ბის, კო­მიქ­სე­ბის, სლო­გა­ნე­ბის შექ­მ­ნა;
  6. მსჯე­ლო­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ საფ­რ­თხე­ებ­ზე, მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე;
  7. და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და ხე­ე­ბის დარ­გ­ვის აქ­ცი­ის მოწყო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით;
  8. მუ­შა­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ფე­ნა.

პრო­ექ­ტის მოკ­ლე აღ­წე­რა:

მოს­წავ­ლე­ე­ბი იაზ­რე­ბენ სა­კითხს და პრო­ექ­ტის ირ­გ­ვ­ლივ იწყე­ბენ მსჯე­ლო­ბას, ვსა­ხავთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებს. ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­ში ცვლი­ან აზ­რებს. ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი და­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ეტა­პე­ბად, თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა დრო. მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მუ­შა­ო­ბის ფორ­მა /ჯგუ­ფუ­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი/, მოს­წავ­ლე­ებს დავ­ყოფ ჯგუ­ფე­ბად და მივ­ცემ სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბას.

შე­დე­გე­ბი:

მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-13 მი­ზანს, გა­ი­ზარ­და მა­თი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნე, გა­აც­ნო­ბი­ე­რეს რა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა აქვს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე. და­სუფ­თავ­და სკო­ლის ეზო და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი; და­ირ­გო ხე­ე­ბი, ნა­ხეს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი, უპა­სუ­ხეს კითხ­ვებს. მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

შე­იქ­მ­ნა სლო­გა­ნე­ბი, კო­მიქ­სე­ბი, პოს­ტე­რე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, გა­ი­მარ­თა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მო­ეწყო ფო­ტო­გა­მო­ფე­ნე­ბი.

სარ­გე­ბე­ლი სხვე­ბის­თ­ვის:

ეს პრო­ექ­ტი:

♦ წა­ა­ხა­ლი­სებს მოს­წავ­ლე­ებს, და­ფიქ­რ­დ­ნენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­ზე და გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია ადა­მი­ან­სა და გა­რე­მო­ზე.

♦ და­ეხ­მა­რე­ბა კო­ლე­გებს სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ნა­ხოთ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის არ­სი, რი­თაც ხელს შე­ვუწყობთ სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

რეფ­ლექ­სია

XXI სა­უ­კუ­ნე­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ერთ-ერ­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა მსოფ­ლი­ო­ში, ამი­ტომ მი­სი დაძ­ლე­ვა, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის 17 მიზ­ნი­დან, მე-13 მი­ზა­ნი-პრი­ო­რი­ტე­ტია.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის და­მან­გ­რე­ველ შე­დე­გებ­ზე აუცი­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ამი­ტომ სა­სარ­გებ­ლოა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ამ თე­მა­ტი­კი­სათ­ვის უფ­რო მე­ტი დრო­ის დათ­მო­ბა, რა­თა ამაღ­ლ­დეს მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხვა­ლინ­დე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუთხით, ფორ­მა­ლურ თუ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში. თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ და გა­ი­აზ­რონ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნონ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

დაწყე­ბით კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რა საფ­რ­თხე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს გა­რე­მოს ადა­მი­ან­თა გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლო­ბით, რაც გა­მო­იკ­ვე­თა ტექ­ს­ტის შეს­წავ­ლი­სას, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მა – ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „მზე და ღრუ­ბე­ლი“ და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზან­თან – „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი“, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე მე­ოთხე კლას­ში. ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გან­ვ­საზღ­ვ­რე, რა კუთხით მე­მუ­შა­ვა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის აზ­როვ­ნე­ბა ამ მი­ზან­ზე მი­მე­მარ­თა. და­მა­ტე­ბით და­ვუს­ვი კითხ­ვე­ბი, აშ­კა­რად გა­მო­იკ­ვე­თა ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პა­სუ­ხე­ბი რო­გორც მზის, ასე­ვე ღრუბ­ლე­ბის სარ­გებ­ლო­ბა­ზე თუ მავ­ნებ­ლო­ბა­ზე (რა იწ­ვევს ხან­გ­რ­ძ­ლივ წვი­მას? სიცხეს? გვალ­ვას? რას ქმნის ეს მო­ნა­ცე­მე­ბი? ამინდს, კლი­მატს? რა იწ­ვევს, თქვე­ნი აზ­რით, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას? რა­ტომ ფიქ­რობთ ასე?..) წა­მო­ვი­და იდე­ე­ბი, შე­ვარ­ჩი­ეთ და დავ­სა­ხეთ სა­მოქ­მე­დო გზე­ბი.

ჩა­ვა­ტა­რე მი­ნი-ლექ­ცია „მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი და შე­დე­გე­ბი“. შე­ვე­ცა­დე, მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბად, მარ­ტი­ვად ამეხ­ს­ნა, თუ რა­ტო­მაა ეს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მა და რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ მის შე­სა­ჩე­რებ­ლად. გა­მო­ვი­ყე­ნე „გო­ნებ­რი­ვი იერი­ში“, ავუხ­სე­ნი, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან აიგი­ვებს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სიცხე თუ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წვი­მე­ბი სხვა უსი­ა­მოვ­ნე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს – გვალ­ვას, წყალ­დი­დო­ბას, მეწყერს, ზვავს, წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბას, ტორ­ნა­დო­ე­ბის გახ­ში­რე­ბას, ტყის გა­ნად­გუ­რე­ბას, ასე­ვე სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის (საწ­ვა­ვის), საკ­ვე­ბის, ჰა­ე­რის დე­ფი­ციტს, მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბას, ოკე­ა­ნე­ე­ბის დო­ნის მა­ტე­ბას, რა­მაც საფ­რ­თხე შე­უქ­მ­ნა ზღვის ბი­ნად­რებს, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნებ­ში გაჩ­ნ­და სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბა; იზ­რ­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბი, იც­ვ­ლე­ბა ზღვის დო­ნე, მთის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ტყის ეკო­სის­ტე­მა, ხან­გ­რ­ძ­ლივ­დე­ბა ზაფხუ­ლი, მცირ­დე­ბა ზამ­თ­რის დრო და ა.შ. (მოს­წავ­ლე­ებს აქვთ ინ­ფორ­მა­ცია მეწყერ­ზე, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სო­ფე­ლი მეწყერ­სა­შიშ ად­გი­ლა­საა).

მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მო­ვამ­ზა­დეთ პრო­ექ­ტი „კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და ჩვენ“. უნ­და გა­ერ­კ­ვი­ათ, რა მავ­ნებ­ლო­ბა მო­აქვს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას და რო­გორ ავი­რი­დოთ ის. ვაჩ­ვე­ნე ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „თერ­ძი ბე­სო“, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მაა, ჩვენ კი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კუთხით გან­ვი­ხი­ლეთ და იქ მო­ცე­მუ­ლი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წვი­მე­ბის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რადღე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ა­კე­თეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, უპა­სუ­ხეს კითხ­ვებს, გა­ა­კე­თეს პრე­ზენ­ტა­ცია. ხა­ლი­სით იმუ­შა­ვეს და პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ვი­ან­თი ნა­აზ­რე­ვი ნა­ხა­ტე­ბით გად­მოს­ცეს, გა­მო­ავ­ლი­ნეს პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი, შექ­მ­ნეს კო­მიქ­სე­ბი და სლო­გა­ნე­ბი, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი, მი­ზეზ-შე­დე­გე­ბი და და­ა­სა­ხე­ლეს მა­თი შემ­ცი­რე­ბის გზე­ბი, რაც სტი­კე­რებ­ზე და­ხა­რის­ხე­ბუ­ლად ჩა­მო­წე­რეს და მი­ა­მაგ­რეს „კლი­მა­ტის ხე­ზე“; მო­აწყ­ვეს და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცია სკო­ლის ეზო­სა და მიმ­დე­ბა­რედ. სლო­გა­ნე­ბი სკო­ლის შე­მო­სას­ვ­ლელ­ში გა­ნა­თავ­სეს, რა­თა სხვე­ბის­თ­ვი­საც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყო­ფი­ლი­ყო. ბო­ლოს ვთხო­ვე, შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა – და­ფა­ზე ჩა­მოვ­წე­რეთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მოს­წავ­ლე­ებ­მა ფე­რად წე­ბო­ვან ქა­ღალ­დ­ზე ჩა­წე­რეს, რო­მე­ლი იყო მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და „შე­ფა­სე­ბის ხე­ზე“ ჩა­მო­კი­დეს, შე­ავ­სეს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი. გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია, რა ეტა­პე­ბი გა­ვი­ა­რეთ, რა იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას მო­მა­ვალ­ში. ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ტრან­ს­ფე­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ისტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე XXI სა­უ­კუ­ნის უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა ესგ-სთან კავ­ში­რი, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ამ პრო­ექ­ტ­მა წა­ა­ხა­ლი­სა მოს­წავ­ლე­ე­ბი, და­ფიქ­რ­დ­ნენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­ზე, გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი აზ­რი და გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, თუ რა პრობ­ლე­მის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია მას, რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ან­სა და გა­რე­მო­ზე. მუ­შა­ო­ბა წა­რი­მარ­თა გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ნა­ხეთ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის არ­სი, გა­აქ­ტი­ურ­და მა­თი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი, გა­ი­ზარ­და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა, ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, ამაღ­ლ­და მო­ტი­ვა­ცია და გა­ი­ზარ­და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. პრო­ექ­ტი მდგრა­დია და მო­მა­ვალ­შიც იმუ­შა­ვებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები