2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ ვას­წავ­ლოთ რუ­სუ­ლი ენის ან­ბა­ნი, მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბით, მეხუთეკლასელე­ბს

spot_img

მა­რი­ნა ლა­ფა­უ­რი
სსიპ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­ჭატ­ნის სა­ჯა­როს სკო­ლის რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

დი­დი ხა­ნია სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი რუ­სულ ენას, რო­მე­ლიც მე-5 კლა­სი­დან ის­წავ­ლე­ბა, რო­გორც მე­ო­რე უცხო ენა. რუ­სუ­ლი ენის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, შეც­ვ­ლი­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მეტ ინ­ტე­რესს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მი­მართ იჩე­ნენ. ყო­ვე­ლი ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლი მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ბავ­შ­ვებს მე­ტი ინ­ტე­რე­სი გა­ვუღ­ვი­ვო, ის­წავ­ლონ ენა და გა­მო­ი­ყე­ნონ ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან „რამ­დე­ნი ენაც იცი, იმ­დე­ნი კა­ცი ხარ“. სა­განს სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ვას­წავ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დიდ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობ ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

გი­ზი­ა­რებთ ჩემს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე.

ხე­ლა­უ­ღე­ბე­ლი წე­რის მე­თო­დი

ხე­ლა­უ­ღე­ბე­ლი წე­რის მე­თო­დი გუ­ლის­ხ­მობს ეფექ­ტუ­რად წე­რის სწავ­ლე­ბას, წე­რა კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი ენის შეს­წავ­ლი­სას. ადა­მი­ანს ხე­ლით ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია – და­ნა-ჩან­გ­ლის ხმა­რე­ბა, ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, კრე­ა­ტი­უ­ლი საგ­ნე­ბის შექ­მ­ნა თუ სხვ. ყვე­ლა­ფერ ამას მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ახერ­ხებს.

ხე­ლით წე­რა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა კარ­გი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის და მას­თან ერ­თად, მეტყ­ვე­ლე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავშვს ვას­წავ­ლოთ წე­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოთ, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­სა და გა­ჯე­ტე­ბის სამ­ყა­რო­ში ეს იმ­დე­ნად სა­ჭი­რო აღარ არის, რო­გორც ად­რე იყო.

წე­რის­თ­ვის ხე­ლის მომ­ზა­დე­ბა

წე­რა მეტყ­ვე­ლე­ბის ფორ­მაა. თქვე­ნი ბავ­შ­ვი ხში­რად ხე­დავს, რომ წერთ? ას­წავ­ლეთ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა და დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბა, ერ­თად წე­რეთ და აუხ­სე­ნით, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის წა­კითხუ­ლის და­წე­რა. ზედ­მე­ტად ნუ გა­ა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას მარ­თ­ლ­წე­რა­ზე, წიგ­ნი­ე­რე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა. ამის­თ­ვის, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად, ბევ­რი უნ­და იკითხოთ და ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნოთ ტექ­ს­ტ­ში სიტყ­ვე­ბის მარ­თ­ლ­წე­რა­ზე. და­საწყის­ში კი, სჯობს, და­ეხ­მა­როთ თქვენს შვილს, რომ ის­წავ­ლოს კომ­ფორ­ტუ­ლად ჯდო­მა და ფან­ქ­რის ისე და­ჭე­რა, რომ თი­თებ­ზე ზე­წო­ლა არ მო­ახ­დი­ნოს.

და­ა­წე­რი­ნეთ და­ორ­თ­ქ­ლილ მი­ნა­ზე ან სველ ქვი­შა­ზე; ასო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა პლას­ტი­ლი­ნის­გა­ნაც გა­მო­ძერ­წოთ ან გა­მოჭ­რათ ქა­ღალ­დი­სა თუ მუ­ყა­ოს­გან… არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რის რვე­უ­ლე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბით, იქ­ნე­ბა ეს გა­ფე­რა­დე­ბა, დაჩ­რ­დილ­ვა, ხა­ზე­ბის და­კავ­ში­რე­ბა, ასო­ე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტე­ბის მო­ხაზ­ვა თუ სხვა. მა­თი დახ­მა­რე­ბით ბავ­შ­ვი წე­რის ელე­მენ­ტა­რულ უნარ-ჩვე­ვებს ეუფ­ლე­ბა. შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ გა­დახ­ვი­დეთ სა­ვარ­ჯი­შო წიგ­ნებ­ზე. გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ უნ­და გახ­დეს მო­საწყე­ნი, ბავ­შ­ვის­თ­ვის წე­რა სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი უნ­და იყოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი ტვი­ნი ვერ აღიქ­ვამს ამ უნარს, რო­გორც სა­სარ­გებ­ლოს, პი­რი­ქით – წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მე­ქა­ნიზმს ჩარ­თავს. იზ­რუ­ნეთ ბავ­შ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე და ლა­მა­ზად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ასო­ე­ბი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით ან გვირ­გ­ვი­ნე­ბით შე­უ­ფა­სეთ. წე­რის რვე­უ­ლე­ბი და წიგ­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დომ ად­გი­ლას შე­ი­ნა­ხეთ, რომ ბავ­შ­ვი, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ დროს მი­უბ­რუნ­დეს.

ტექ­ს­ტუ­რი თა­მა­ში

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მშობ­ლე­ბიც ჩავ­რ­თოთ და ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ მათ­თან.

მშობ­ლე­ბო, ითა­მა­შეთ სა­ხა­ლი­სო თა­მა­შე­ბი შვილ­თან – ჰა­ერ­ში მო­ხა­ზეთ ან ზურ­გ­ზე შე­ხე­ბით და­ა­წე­რეთ ასო­ე­ბი და სთხო­ვეთ გა­მო­იც­ნოს რო­მე­ლი ასოა. წე­რეთ ლა­მა­ზი ასო­ე­ბი, პა­ტა­რა ჩა­ნა­წე­რე­ბით და­იწყეთ, ნუ იქ­ნე­ბა დი­დი ტექ­ს­ტი.

მო­ი­ფიქ­რეთ სი­უ­ჟე­ტუ­რი თა­მა­შე­ბი, სა­დაც ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი, მა­გა­ლი­თად, და­ამ­ზა­დეთ ბა­რა­თე­ბი თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. შე­გიძ­ლი­ათ სთხო­ვოთ შვილს, და­წე­როს მი­სი მო­გო­ნი­ლი ზღაპ­რე­ბი თუ პა­ტა­რა ის­ტო­რი­ე­ბი; ეთა­მა­შეთ „ასო-სიტყ­ვე­ბი“ – და­ა­სა­ხე­ლეთ რო­მე­ლი­მე ასო და ბავ­შ­ვ­მა თქვას მარ­ტი­ვი სიტყ­ვა, რო­მე­ლიც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ასო­დან იწყე­ბა. ამ ვარ­ჯი­შით გა­იმ­დიდ­რებს ლექ­სი­კას.

ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რომ შე­ვა­ჯა­მოთ, აი, რა არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ თქვე­ნი შვი­ლი სწრა­ფად და­ე­უფ­ლოს წე­რის უნარს:

  1. რუ­ტი­ნუ­ლი მუ­შა­ო­ბა.
  2. მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და ტექ­ს­ტის გა­გე­ბის უნარ-ჩვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა.
  3. ინ­ტენ­სი­უ­რი კითხ­ვა, მოს­მე­ნა, გა­გე­ბა.
  4. კალ­მი­სა და ფან­ქ­რის სწო­რად და­ჭე­რა, კომ­ფორ­ტუ­ლად ჯდო­მა.
  5. ნა­წე­რის გან­ლა­გე­ბა ფურ­ცელ­ზე – ხა­ზის ზე­მოთ და ქვე­მოთ; ცნე­ბე­ბის – მარ­ჯ­ვ­ნივ და მარ­ცხ­ნივ – აღ­ქ­მა.
  6. ასო­ე­ბის გარ­ჩე­ვი­სა და სიტყ­ვებ­ში მა­თი პოვ­ნის, ასე­ვე, სიტყ­ვე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის ანა­ლი­ზის უნა­რი.
  7. ასო­ე­ბის ელე­მენ­ტე­ბის და­წე­რის და ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბის უნარ-ჩვე­ვის და­უფ­ლე­ბა.
  8. წიგ­ნი­ე­რე­ბის თან­და­თა­ნო­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბა.
  9. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ბავ­შ­ვ­მა უნ­და იცო­დეს, რის­თ­ვის სჭირ­დე­ბა ეს და შეძ­ლოს წე­რის პრო­ცე­სით სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა.

წყა­რო: https://externat.foxford.ru/middle

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები