19 მაისი, კვირა, 2024

რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს ლექ­სის წე­რა

spot_img

ლიკა კორძაია

სსიპ ქ.ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მი­თე­ბის მსხვრე­ვა­ზე რა აზ­რის ხართ? 🙂

დღეს, მე-6ა კლას­თან ერ­თად, და­ვამ­ს­ხ­ვ­რიე მი­თი: „პო­ე­ტე­ბი არ ხდე­ბი­ან, პო­ე­ტე­ბად იბა­დე­ბი­ან“!

მი­ზა­ნი: და­ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ პო­ე­ტი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სულ­ში ცხოვ­რობს.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლის ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, აღ­მო­ა­ჩი­ნოს მას­ში და­მა­ლუ­ლი ტა­ლან­ტი და გა­ნა­ვი­თა­როს.

რა არის პო­ე­ზია?

ეს კითხ­ვა ყვე­ლა დამ­წყებ პო­ეტს უნ­და და­უს­ვას მას­წავ­ლე­ბელ­მა. ლექ­სი გა­გე­ბუ­ლია, რო­გორც თან­მიმ­დევ­რუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი წეს­რი­გი­თა და თან­ხ­მო­ბით, ელე­გან­ტუ­რი ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი აზ­რი, გრძნო­ბით შე­ფე­რი­ლი… გა­მო­დის, რომ პო­ე­ზია აზ­რე­ბის გა­მო­ხატ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მაა.

რო­დე­საც ვქმნით პო­ე­ზი­ას, ვამ­დიდ­რებთ ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს. ახალ­გაზ­რ­და პო­ე­ტე­ბი უფ­რო ცოცხ­ლე­ბი არი­ან, უფ­რო ნათ­ლად შე­უძ­ლი­ათ პო­ე­ტუ­რი სიტყ­ვის აღ­ქ­მა. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მა­თი სპონ­ტა­ნუ­რო­ბით, ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბუ­ლი სამ­ყა­როს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფე­რე­ბით და­ნახ­ვი­სა და იმის შემ­ჩ­ნე­ვის უნა­რით, რა­საც მო­ზრ­დილე­ბი, დი­დი ხა­ნია, აღარ აქ­ცე­ვენ ყუ­რადღე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ და­წე­რილ ლექ­სებ­ში.

ჩვენ მარ­ტი­ვად შეგ­ვიძ­ლია და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლეს ლექ­სის წე­რის სწავ­ლა­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­ვარ­ჯი­შოს დახ­მა­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, რით­მის თა­მა­ში: ვკითხუ­ლობთ ნაც­ნობ რითმს, ვჩერ­დე­ბით სტრი­ქო­ნის ბო­ლოს და ბავშვს ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თა­ვად და­ას­რუ­ლოს იგი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სიტყ­ვე­ბი ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­სა­გე­ბი იყოს, თან­ხ­მოვ­ნე­ბი კი – მარ­ტი­ვი, ად­ვი­ლად გა­მო­საც­ნო­ბი. ასე­ვე, გა­მო­ცა­ნე­ბი პო­ე­ტუ­რი ფორ­მით, სა­დაც პა­სუ­ხი გა­რით­მუ­ლია, სა­ოც­რად შე­სა­ფე­რი­სია იმა­ვე მიზ­ნე­ბის­თ­ვის.

მაგ­რამ მა­ნამ­დე აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვებს გა­ვაც­ნოთ რით­მის სა­ხე­ო­ბე­ბი, ავუხ­ს­ნათ მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი, შემ­დეგ კი თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტონ, უპი­რა­ტე­სო­ბას ჯვა­რე­დინ რით­მას მი­ა­ნი­ჭე­ბენ, ინ­ტერ­ვა­ლი­ანს თუ ა.შ. ვაძ­ლევთ რო­მე­ლი­მე მარ­ტივ, უც­ნობ ლექსს, სა­დაც გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლია ბო­ლო სიტყ­ვე­ბი და ვთა­ვა­ზობთ, თა­ვად ჩა­ა­მა­ტონ, სურ­ვი­ლი­სა­მებრ.

თუ უცებ ვერ იპო­ვეს შე­სა­ფე­რი­სი სიტყ­ვე­ბი, უნ­და გა­და­ა­წ­ყონ წი­ნა­და­დე­ბა, შე­უც­ვა­ლონ სტრი­ქო­ნებს ად­გი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სტრო­ფე­ბის პო­ე­ტურ ზო­მა­სა და სტრუქ­ტუ­რას, აქ ბავ­შ­ვებს უფ­ლე­ბა აქვთ, აირ­ჩი­ონ ის, რაც შე­ე­სა­ბა­მე­ბა მათ სურ­ვი­ლებს, გან­წყო­ბას.

ლექ­სის ბუ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­ხატ­ვის ეს ფორ­მა არის მხატ­ვ­რუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ცალ­კე­ულ რიტ­მულ სეგ­მენ­ტე­ბად. ეს არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნას­ხ­ვა­ვებს ლექსს ყვე­ლა სხვა ტი­პის მეტყ­ვე­ლე­ბის­გან.

გახ­სოვ­დეთ, რომ ლექ­სის მშვე­ნი­ე­რე­ბა მის ლა­კო­ნუ­რო­ბა­შია. მი­სი ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვის შემ­დეგ, თქვენ უნ­და იგ­რ­ძ­ნოთ, რო­გორ მი­ე­დი­ნე­ბა ერ­თი სიტყ­ვა ან ფრა­ზა მე­ო­რე­ში, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პო­ე­ზი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­სი: პო­ე­ზი­ა­ში ჩარ­ჩო­ე­ბი და წე­სე­ბი არ არ­სე­ბობს, რა­მე­თუ „პო­ე­ტი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვად ქმნის იმა­ვე პო­ე­ტურ წე­სებს“.

მოყ­ვა­რუ­ლი პო­ე­ტე­ბი წე­რენ ლექ­სებს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, მა­თი ლექ­სე­ბი შორს არის ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ზი­ის­გან, მაგ­რამ ხში­რად სწო­რედ სა­მოყ­ვა­რუ­ლო პო­ე­ზი­ით იწყე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პო­ე­ტის გზა.

ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ახალ­გაზ­რ­და პო­ეტს შე­მოქ­მე­დე­ბის­კენ უბიძ­გებს; დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის, ხე­ლო­ვა­ნი სუ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. ბავ­შ­ვე­ბი ლექ­სებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის და სი­ა­მოვ­ნე­ბის­თ­ვის რო­დი ქმნი­ან, მათ უყ­ვართ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე მიძღ­ვ­ნა, მა­თი გა­ხა­რე­ბა. კლას­ში, ზოგ­მა და­ი­კოს ან ძა­მი­კოს და­უ­წე­რა ლექ­სი, ზოგ­მაც – საყ­ვა­რელ ძაღლ „ჩორ­ნას“. პირ­ვე­ლი ლექ­სიც ჯგუ­ფუ­რად მო­ვი­ფიქ­რეთ, ერ­თად ვარ­ჩევ­დით შე­საძ­ლო ლა­მაზ ვა­რი­ან­ტებს, მო­საზღ­ვ­რე რით­მებს. უნ­და გე­ნა­ხათ მა­თი სი­ხა­რუ­ლი, რო­ცა და­ფა­ზე წა­მებ­ში შე­იქ­მ­ნა მათ მი­ერ ლექ­სი. თა­ვი ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ტე­ბი ეგო­ნათ. დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ და­ვა­ლე­ბას და, უნ­და ვთქვა, პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის კვა­ლო­ბა­ზე, იდე­ა­ლუ­რად გა­არ­თ­ვეს თა­ვი. რა თქმა უნ­და, იყო პლა­გი­ა­ტის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, ავუხ­სე­ნი, რომ საყ­ვა­რე­ლი პო­ე­ტის გავ­ლე­ნით, მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბით ლექ­სის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქურ­დო­ბა“ და­ნა­შა­უ­ლია. 🙂 ჰო­და, ამ­გ­ვა­რად გა­და­ურ­ჩა „ტყემ მო­ის­ხა ფო­თო­ლი“ ბარ­ბა­რე­სა­გან მი­სა­კუთ­რე­ბის მცდე­ლო­ბას. 🙂

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­უ­ჭირ­დათ, რამ­დე­ნი­მე მშობ­ლის მსუ­ბუ­ქი პრო­ტეს­ტიც მოჰ­ყ­ვა ამას, რად­გა­ნაც მათ წარ­მო­სახ­ვა­შიც ასეა, რომ თუ ბუ­ნე­ბამ არ და­გა­ჯილ­დო­ვა პო­ე­ტუ­რი ნი­ჭით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ის­წავ­ლო! თე­ო­რი­უ­ლად ამის ახ­ს­ნა ძნე­ლია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მით უმე­ტეს, თუ არა­სო­დეს უც­დია. სა­უ­კე­თე­სო რჩე­ვა, რაც შე­მიძ­ლია მოგ­ცეთ, არის ის, რომ უბ­რა­ლოდ, აიღეთ კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი და შე­ე­ცა­დეთ შექ­მ­ნათ თქვე­ნი პირ­ვე­ლი ლექ­სი. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის! მხო­ლოდ გულ­წ­რ­ფელ გრძნო­ბებს შე­უძ­ლია მკითხ­ვე­ლის სუ­ლის სი­მებს შე­ე­ხოს.

ზო­გა­დად, ლექ­სის წე­რის წე­სე­ბი არ არ­სე­ბობს!

ღია გაკ­ვე­თილ­ზე,რომ­ლის თე­მაც გახ­ლ­დათ „წიგ­ნი“ და რო­მელ­საც დი­რექ­ტო­რი და სას­წავ­ლო ნა­წი­ლი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, გა­ვიხ­სე­ნეთ ლექ­სის შექ­მ­ნის მე­თო­დე­ბი. მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის, სწო­რედ მათ ვთხო­ვეთ, მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ საკ­ვან­ძო სიტყ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი შექ­მ­ნიდ­ნენ პა­ტა­რა ლექსს, ჯგუ­ფუ­რად. მათ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი საკ­ვან­ძო სიტყ­ვე­ბი იყო „ცოდ­ნა“ და „სიყ­ვა­რუ­ლი“. აი, ლექ­სი, რო­მე­ლიც ზუს­ტად 1 წუთ­ში შე­იქ­მ­ნა ჩე­მი პა­ტა­რე­ბის მი­ერ:

„ცოდ­ნა არის სიყ­ვა­რუ­ლი,

სიყ­ვა­რუ­ლი წიგნს ანა­თებს,

შე­იყ­ვა­რე წიგ­ნი გუ­ლით

და ცხოვ­რე­ბას გა­გი­ნა­თებს“.

იმ­დე­ნად მოგ­ვე­წო­ნა, ჩვენც და დამ­ს­წ­რე­ებ­საც, რომ შემ­დეგ ხუმ­რო­ბით იმა­საც კი ვამ­ბობ­დით, ამ ლექ­სის სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში შე­ტა­ნა მო­ვითხო­ვო­თო…

ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცა ამ პრო­ცეს­მა, რომ უკ­ვე კლას­ში, ექ­ს­პ­რომ­ტად, ქმნი­ან ლექ­სებს, დი­დი გუ­ლის­ყუ­რით უს­მე­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და ავ­ტორს მხურ­ვა­ლე ტა­შით აჯილ­დო­ვე­ბენ! ვინ იცის, იქ­ნებ რო­მე­ლი­მე დი­დი პო­ე­ტის და­ბა­დე­ბას ჩა­უ­ყა­რა ამ ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ­მა გაკ­ვე­თილ­მა სა­ფუძ­ვე­ლი?!

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები