რეკლამა არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით ან ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის ან ინტერესის გაღვივების მიზნით.
რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, „პიარი“, პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ჟურნალები, გაზეთები, ფილმები, ინტერნეტი და ბილბორდები.
ძველ საბერძნეთსა და რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ. ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისიდან, რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო ლონდონში კი 1611 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო. დღეს რეკლამა განიხილება მარკეტინგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად. პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში 1941 წლის 1 ივლისს გავიდა, ამერიკის შეერთბული შტატებში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს, საათების მწარმოებელი კომანია Bulova-ს რეკლამა გამოჩნდა.
მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა უზნუ“ („ყოველდღიური ამბები“). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ ეწერა.
რეკლამა ლათინური სიტყვაა და ყვირილს ნიშნავს. რეკლამის განვითარების თვალსაჩინოებისთვის „მაუწყებლების“ არსებობაც კმარა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები – ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებსა თუ სხვა ინფორმაციას გაჰყვიროდნენ. სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი.
რეკლამის ტიპები და მიზნები
რეკლამა შეიძლება იყოს სამი ტიპის: საინფორმაციო, დამარწმუნებელი და შემახსენებელი.
პირველ ტიპი: საინფორმაციო რეკლამა
ამ სახის რეკლამა, როგორც წესი, გამოიყენება ახალი პროდუქტის წარდგენისას. მისი მიზანია მოთხოვნის წარმოშობა, ბრენდის ცნობადობის შექმნა ან არსებული პროდუქტის ახალი უპირატესობების ჩვენება. ამ ტიპის რეკლამა პროდუქტის არსებობის პირველ ეტაპზე გამოიყენება, ვინაიდან მომხმარებელს ჯერ პროდუქტი და მისი მახასიათებლები უნდა გააცნოს. ასეთია ნებისმიერი მედიკამენტის რეკლამა, რომელიც თავის პოტენციურ მყიდველს პროდუქტის თავისებურებებს აცნობს. ასევე, მანქანის ახალი მოდელის რეკლამირება, რომელიც ყოველთვის გვეუბნება, თუ რითია ეს მოდელი სხვა მოდელზე უკეთესი.
მეორე ტიპი: დამარწმუნებელი რეკლამა
კონკურენციის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება უკვე სხვა ტიპის რეკლამის გამოყენება. კომპანიამ უნდა დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ კონკურენტებთან შედარებით, მოცემულ ფასად, პროდუქტი სთავაზობს ყველაზე მეტ ფასეულობას. ამ სახის რეკლამა შეიძლება ცოტათი აგრესიულიც კი იყოს.
მესამე ტიპი: შემახსენებელი რეკლამა
ამ ტიპის რეკლამა მომხმარებელს არ აძლევს საშუალებას, დაივიწყოს პროდუქტი. რეკლამა მომხმარებელს ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ პროდუქტს ახსენებს. ეს რეკლამა პროდუქტის სიმწიფის სტადიაში გამოიყენება. ამის ყველაზე კარგი მაგალითებია: Coca-Cola-სა და Pepsi-ს რეკლამები. ცნობილი კომპანიები და ბრენდები უბრალოდ ახსენებენ მომხმარებელს პროდუქციის შესახებ.
ცნობილი ადამიანების ფრაზები რეკლამის შესახებ:
ვენს პაკარდი: „რეკლამაა დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“.
კორუ ტომსონი: „რეკლამა ბიზნესის სანელებელი კი არ არის, არამედ ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“.
ფრანკლინ რუზველტი: „მე რომ ჩემი ცხოვრება ხელახლა დამეწყო, ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი ყველაზე მეტად რეკლამას.“
სტეფან ბრინლი: „ბრენდები, რომლებიც არ მიმართავენ ხოლმე რეკლამას, ხალხს მალე ავიწყდება“.
გიორგი აბულაძე, ქალაქ ქუთაისი №21 საჯარო სკოლის 11 გ კლასი