3 მაისი, პარასკევი, 2024

რატომ არის მნიშვნელოვანი დიფერენცირებული სწავლება

spot_img
ჟუჟუნა ჩუხუა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის  ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, განვითრებაზე, შესაბამისი ცოდნის მიღებაზე.

დიფერენცირებული მიდგომა მეოცე საუკუნის დამდეგს იქნა გამოყენებული სწავლებაში, თუმცა დიფერენცირების საწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ ძველ ბერძენ ავტორთა საგანმანათლებლო ჩანაწერები, სადაც სწავლების ისეთ დაგეგმვაზეა საუბარი, რომელიც ცალკეული მოსწავლის საჭიროებებს ითვალისწინებს. დიფერენცირება იზიარებს სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.

სწავლების დიფერენცირებულ მიდგომებს ხშირად ვიყენებთ ჩვენს პრაქტიკაში, როდესაც ვგეგმავთ გაკვეთილს, მუდმივად ვცდილობთ მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების შეთავაზებას, რომელიც ხელს შეწყობს ჩართულობას, მათი პოტენციალის მიუხედავად, მოტივირებასა და მრავალფეროვანი სავარჯიშოების შესრულების შესაძლებლობას.

⇔ წარმოგიდგენთ დიფერენცირებული სწავლების ძირითად მახასიათებლებს, მიზნებს

თანამედროვე სწავლების პროცესის ერთ-ერთი გამოწვევაა მოსწავლეებისთვის სწავლის სურვილის გაღვიძება, მოტივირება, შედეგებზე გასვლა, რაც მოითხოვს სწავლების სხვადასხვა მიდგომას, მოსწავლის თავისებურებათა კარგად ცოდნას. სწორედ დიფერენენცირებული სწავლების დანერგვა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო პროცესი წარვმართოთ, მხარი დავუჭიროთ მოსწავლეებს პიროვნული ზრდის პროცესში.

⇔ დიფერენცირების არსი

დიფერენცირება ლათინური სიტყვაა და ნიშნავს მთლიანის ნაწილებად, ფენებად, ფორმებად, საფეხურებად დაყოფას.

სწავლების დიფერენცირება მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის საუკეთესო გზა და ეფექტური  საშუალებაა, თითოეული მოსწავლის ინტერესების შესაბამისი სწავლის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაა, რათა გაიზარდოს მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

⇔ რას ეფუძნება დიფერენცირება?

დიფერენცირება ეფუძნება მოსწავლის:

♦ მზაობას

♦ ინტერესებს

♦ სასწავლო პროფილს

⇔ რის საფუძველზე ხორციელდება დიფერენცირება?

◊ დიფერენცირება მზაობის მიხედვით:

♦ მასალის სირთულის დონე

♦ მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხი და სხვა

♦ მასალის დამუშავების ტემპი

♦ მასწავლებლის მიერ მასალის სტრუქტურიზაციის ხარისხი

◊ დიფერენცირება ინტერესების მიხედით:

♦ მოსწავლის ინტერესის ფარგლებში, გამოკვლევების ან ძირითადი ცნებებისა და პრინციპების გამოყენების წახალისება

♦ სწავლების დროს, ინტერესების ცენტრების, ინტერესის ჯგუფების, სპეციალიზებული ან საექსპერტო ჯგუფების გამოყენება

♦ მოსწავლეთათვის სასწავლო მასალებისა და ტექნოლოგიების, ამოცანებისა და პროდუქტების არჩევანის შეთავაზება

◊ დიფერენცირება სასწავლო პროფილით:

♦ სწავლის სტილით

♦ გონებრივი მიდრეკილებებით

♦ კულტურული თავისებურებებით

⇔ რატომ არის დიფერენცირება მნიშვნელოვანი?

დიფერენცირება მნიშვნელოვანია:

♦ იმისათვის, რომ ყველა მოსწავლეს დავეხმაროთ სწავლაში, მათი შესაძლებლობების გამოვლენაში; დიფერენცირების საფუძველზე, შეგვიძლია სწავლება თითოეული მოსწავლის საჭიროებებს მოვარგოთ;

♦ იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლის მოტივაცია და შედეგი გავაუმჯობესოთ. თავად მოწავლეები იღებენ მათთვის საჭირო გამოწვევას, რაც ახდენს მათ გააქტიურებას, ჩართულობისა და მოტივაციის ზრდას, რაც თავისთავად  ამაღლებს აკადემიურ შედეგებს;

♦ იმისათვის, რომ მოსწავლემ საგანი შეიყვაროს; დიფერენცირებით სასწავლო საგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება იზრდება, ეს კი სწავლის პროცესს აუმჯობესებს;

♦ იმისათვის, რომ მოსწავლეები სწავლაში უფრო დამოუკიდებელნი გახდნენ, საკუთარი თავი უკეთ გაიცნონ, რაც ხელს უწყობს პასუხისმგებლობის ზრდას. ისინი პატივისცემით მოეპყრობიან განსხვავებულ თანატოლებს, რაც ამცირებს დისციპლინასთან დაკავშირებულ პრობლემებს;

♦ იმისათვის, რომ მასწავლებელი კმაყოფილი იყოს თავისი მუშაობით და უფრო ნაყოფიერიც, რაც გვმატებს ენთუზიაზმსა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას.

⇔ დიფერენცირებული სწავლების ძირითადი პრინციპები და მახასიათებლები, მოსწავლეთა დაჯგუფების მიზნით

დიფერენცირებულ გაკვეთილებზე მოსწავლეთა დაჯგუფება და გადაჯგუფება მეტად მნიშვნელოვანია, იგი ემყარება:

♦ მოსწავლეთა მოქნილ, მოკლევადიან დაჯგუფებას, რაც ავითარებს თანამშრომლობის უნარს და ამაღლებს მოტივაციის ხარისხს;

♦ მოსწავლისათვის არჩევანის მიცემის შესაძლებლობას, რაც ავითარებს სასწავლო პროცესის კონტროლის უნარს და ამაღლებს მოტივაციას;

♦ მოსწავლის მზაობას, რაც მნიშვნელოვანია მოტივაციის ასამაღლებლად, დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი უნარების გასავითარებლად;

♦ მოსწავლის ინტერესები ამა თუ იმ საგნის სასწავლო მასალის მიმართ, რაც სასწავლო პროცესს ყველასათვის თანაბრად მიმზიდველს ხდის;

♦ მოსწავლის სასწავლო პროფილს, კონკრეტულ სასწავლო მასალაზე მუშაობის კუთხით, რაც ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და მოტივაციას;

♦ გარემო პირობებსა და სხვადასხვა სოციალურ ასპექტს, რაც ხელს უწყობს ოპტიმალური გადაწყვეტილების უნარის განვითარებას.

⇔ დიფერენცირების საგანი

♦ შინაარსი – თუ  რა იციან მოსწავლეებმა, რა უნდა ისწავლონ.

♦ პროცესი – თუ რა გზებით ვეხმარებით მოსწავლეებს ან როგორ უნდა გავიგოთ ისწავლეს თუ არა, ამიტომ ვაკვალიანებთ სწავლაში – იდეების მოძიებაში, კვლევაში, გააზრებაში; ჯგუფურად, ინდივიდუალურად მუშაობაში.

♦ პროდუქტი – თუ როგორ შეძლებენ მოსწავლეები ნასწავლის დემონსტრირებას: ზეპირი თუ წერილობითი პრეზენტაციები, მოდელის/მაკეტის შექმნა, სავარჯიშოები, ვარიანტები, რესურსები.

♦ გარემო – როგორ გარემოში სწავლობენ მოსწავლეები: თავისუფალი არჩევანის თუ რუტინულ, ტექნოლოგიებით აღჭურვილ თუ საბიბლიოთეკო ფიზიკურ გარემოში, საკლასო ოთახში თუ კლუბში.

⇔ დიფერენცირების შედეგი

დიფერენცირება ზეგავლენას ახდენს მოსწავლის:

♦ ზრდაზე

♦ მოტივაციაზე

♦ ეფექტურობაზე

⇔ეფექტური აქტივობები და დიფერენცირებული სწავლება

დიფერენცირებული სწავლება საუკეთესო საშუალებაა, რომ ყველა მოსწავლე ასრულებდეს მისთვის საინტერესო დავალებას, რაც უზრუნველყოფს მის აქტიურობას, მოტივირებულობასა და სასწავლო მიზნებზე ფოკუსირებას.

♦ მოსწავლეებზე ისეთი დავალებების მიცემა, რომლის გადაჭრა თავად შეუძლია, რაც წარუმატებლობის შიშის დაძლევისკენ უბიძგებს, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისკენ, თვითშეფასების უნარის ამაღლებისკენ, რწმენისკენ, რომ მას გამოუვა, თუკი იმუშავებს.

♦ თითოეული აქტივობის დაგეგმვისას, მოსწავლის ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს კითხვა-პასუხისკენ, კვლევა-ძიებისკენ, პრაქტიკული სავარჯიშოებისკენ, ანალიზისკენ, გააზრებისკენ.

აქედან გამომდინარე, ეფექტური სასწავლო აქტივობები უნდა იყოს:

◊ ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი

◊ ჩვეულ კონტექსტში მოცემული

◊ მიმზიდველი და გამომწვევი

◊ ყველა მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით შედგენილი, მრავალფეროვანი

დიფერენცირებული სწავლებისას უმნიშვნელოვანესია თითოეული მოსწავლის მიერ გაზიარებული პასუხისმგებლობა, მათი დამოუკიდებლობა, ჩართულობა, თვითშეფასება, ცოდნის ხარისხის ამაღლება, შედეგების გაუმჯობესება, მოტივაცია, რისი განხორციელებაც დამოკიდებულია, მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სწავლა-სწავლების სწორად  წარმართვაზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები