21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

რა­საც ვსწავ­ლობთ, უნ­და ვა­კე­თოთ…ცხოვ­რე­ბა­შიც უნ­და იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა

spot_img

სო­ფიო გო­გო­ხია

აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, 2020 წლის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი

 

🔎 რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებ­ში

ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, კლას­ში ყო­ველ­დღე ერ­თ­სა და იმა­ვე მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­წევს შეს­ვ­ლა და არა მხო­ლოდ მათ­თან, ვი­საც უშუ­ა­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ვხვდე­ბი (კლუ­ბე­ბი, სა­შა­ბა­თო სკო­ლა, ონ­ლა­ინ ­შეხ­ვედ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის, ხში­რად რე­გი­ო­ნის მოს­წ­ვ­ლე­ებ­თან). და რას ვან­დო­მებთ გაკ­ვე­თი­ლის ნა­წილს? ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბარს, მათ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, გან­ხილ­ვას. ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან შე­ხე­ბა სწო­რედ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან ზი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს და ამ პრო­ცესს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი, რომ­ლის გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ხო­ლო ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმა­საც, თუ რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღეს ესა თუ ის სა­კითხი, რა ხდე­ბა ახ­ლა, ჩვენს ეპო­ქა­ში, რას ვფიქ­რობთ ამ თე­მას­თან მი­მარ­თე­ბით და ა.შ. დი­ახ, რა თქმა უნ­და, ფატ­ქე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზი, შე­ფა­სე­ბა, წარ­სულ­თან პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე სა­უ­ბა­რი, მსჯე­ლო­ბა, დის­კუ­სია (მათ შო­რის, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით) არის მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა. მე­ტიც, თუ ეს ასე არ ხდე­ბა, იქ ცოდ­ნა მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რი­ვი იქ­ნე­ბა და ასე უკან წა­ვალთ, ფიქრს, აზ­როვ­ნე­ბას, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბას, სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ჯან­სა­ღად ოპო­ნი­რე­ბას ვე­რა­სო­დეს ვის­წავ­ლით და მუდ­მი­ვად ერთ წრე­ზე ვიტ­რი­ა­ლებთ. რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლით ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ას, მათ უნ­და იცოდ­ნენ, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბის დაც­ვა სწო­რე­დაც პო­ლი­ტი­კა იყო და და­სავ­ლუ­რი/ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვას ნიშ­ნავ­და – „ჩვე­უ­ლე­ბი­სა­ებრ მა­მუ­ლი­სა სლვა“ (იოანე სა­ბა­ნის­ძე), რომ­ლის გა­მოც, უფ­რო გვი­ან, სულ­ხან-სა­ბა მე­ფე ვახ­ტან­გ­მა ევ­რო­პა­ში გა­აგ­ზავ­ნა ელ­ჩად, რა­თა ეს „სლვა“ ანუ კურ­სი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ქვეყ­ნის მიღ­მა. რო­ცა ბა­რა­თაშ­ვილს ვფურ­ც­ლავთ, უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ „თავი­სუფ­ლე­ბის გან­ს­ყიდ­ვა“ არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან იგი „ქვეყ­ნის მად­ლია“, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ილი­ამ თქვა. ასეთ დროს რო­გორ არ უნ­და ვი­სა­უბ­როთ აწ­მ­ყო­ზე და არ ვიმ­ს­ჯე­ლოთ იმა­ზე, რაც ირ­გ­ვ­ლივ ხდე­ბა? მა­შინ რის­თ­ვის ვსწავ­ლობთ? რე­ა­ლო­ბას­თან პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა და დის­კუ­სი­ის გა­მარ­თ­ვა სწავ­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია. ყო­ველ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­ტექ­ს­ტი, სხვა­ნა­ი­რად სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

🔎 რა რო­ლი აქვს მას­წავ­ლე­ბელს და რო­გორ აღიქ­ვამს თავს ამ პრო­ცე­სებ­ში?

ვფიქ­რობ, ახა­ლი არა­ფე­რია იმა­ში, რომ მას­წავ­ლე­ბელს და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას ამ პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლი აქვს, თუ უმ­თავ­რე­სი არა. ხში­რად ვამ­ბობ და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ: არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს 2004 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტი „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი“, რო­მელ­შიც ნათ­ლად და გა­სა­გე­ბად წე­რია, თუ რო­მე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა და უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი უნ­და ჰქონ­დეს მოს­წავ­ლეს, რა­თა მან შეძ­ლოს „ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა“. ეს და სხვა ბევ­რი რამ, რაც აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტ­შია გა­წე­რი­ლი, სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს. რამ­დე­ნა­დაც ამას შევ­ძ­ლებთ, ქვე­ყა­ნაც ისე­თი გვექ­ნე­ბა. რად­გან მეც ერთ-ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, მეც იგი­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს და ვცდი­ლობ, გა­ვარ­თ­ვა თა­ვი. რომ ვთქვა, ეს პრო­ცე­სი შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლია და მეც ისე გა­მომ­დის ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც მინ­და-მეთ­ქი, რა თქმა უნ­და, ფა­რი­სევ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ძა­ლის­ხ­მე­ვას არ ვი­შუ­რებთ, მაგ­რამ ხში­რად შე­დე­გი ისე­თი არ არის, რო­გო­რიც გვინ­და რომ იყოს და უნ­და იყოს. ამას მხო­ლოდ ერ­თი მი­ზე­ზი არ აქვს და ეს ცალ­კე სა­კითხია, მაგ­რამ ერ­თი რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას — ბევ­რი პრობ­ლე­მაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ბევ­რი ბრძო­ლაა სა­ჭი­რო. ყო­ველ­თ­ვის ილი­ას, იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს და მათ თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებს ვიხ­სე­ნებ და მინ­და, ოდეს­მე მა­თი ნა­ოც­ნე­ბა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შევ­ქ­მ­ნათ, სწო­რედ ესაა ჩვე­ნი ვა­ლი.

🔎 მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა და ცხოვ­რე­ბა რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია

სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია, უამა­თო­ბა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რე­სურ­სე­ბის გა­რე­შე მათ ძა­ლა არ აქვთ. მით უფ­რო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ბევ­რი სი­ახ­ლეა და ეს რე­სურ­სებ­საც ეხე­ბა. ითარ­გ­მ­ნე­ბა ახა­ლი წიგ­ნე­ბი, სტა­ტი­ე­ბი, ქვეყ­ნ­დე­ბა და ვრცელ­დე­ბა ამ თე­მა­ზე აუდიო თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ფილ­მე­ბი, ერ­თი სიტყ­ვით, რე­სურ­სე­ბის ოკე­ა­ნე­ში ვცხოვ­რობთ და ახ­ლა მთა­ვა­რი მა­თი სწო­რად შერ­ჩე­ვა, და­ხა­რის­ხე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბაა, ეს არის სწო­რედ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. ხში­რად ვიხ­სე­ნებ 2000-01 წლებს, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლო­ბას ვიწყებ­დი და დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რა თით­ქ­მის არ არ­სე­ბობ­და. დღეს მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ბევ­რი რამ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, ბო­ლოს და ბო­ლოს, ინ­ტერ­ნე­ტი არ­სე­ბობს და ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, რაც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვფიქ­რობ, სა­მოთხეა. არ­სე­ბობს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის გა­ზე­თი, ჟურ­ნა­ლი, იბეჭ­დე­ბა სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სპე­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დებ­ზე ატ­ვირ­თუ­ლია დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა. მთა­ვა­რია, ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სწო­რად ავარ­ჩი­ოთ და მი­ვი­ტა­ნოთ მოს­წავ­ლემ­დე მო­ძი­ე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი. რად­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა უნ­და მო­ვიყ­ვა­ნო მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლიც გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უკეთ შე­სას­წავ­ლად, ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის შვი­ლო­ბი­ლი კლუ­ბის, ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლუ­ბის „მით(თ)აჟა­მის“ შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ, რად­გან სკო­ლა­ში მი­თო­ლო­გია, რო­გორც სა­გა­ნი, არ ის­წავ­ლე­ბა, კლუ­ბი ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა და რამ­დე­ნად­მე მა­ინც შეგ­ვევ­სო ეს და­ნაკ­ლი­სი. ჩვე­ნი ძა­ლე­ბით და, აგ­რეთ­ვე, ქალ­ბა­ტონი ირი­ნა დარ­ჩი­ას დახ­მა­რე­ბით, რო­მელ­მაც ჩვენს კლუბს წიგ­ნე­ბი აჩუ­ქა და, გარ­და ამი­სა, მას­წავ­ლებ­ლებს, ვი­საც ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა აინ­ტე­რე­სებ­დათ, ტრე­ნინ­გი ჩაგ­ვი­ტა­რა, შევ­ძე­ლით და ავა­მოქ­მე­დეთ ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლუ­ბი. შემ­დეგ, „საქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის“ და­ფი­ნან­სე­ბით, შე­ვი­ძი­ნეთ სხვა სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბიც. ვფიქ­რობთ, ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ამ თვალ­საზ­რი­სით, ამო­უ­წუ­რა­ვი და სა­უ­კე­თე­სოა. ამა­ვე ცენ­ტ­რის დახ­მა­რე­ბით ჩვენს სკო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს სხვა მრა­ვა­ლი კლუ­ბი. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ეკო და აგ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის კლუ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც კო­ლე­გე­ბი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ. ამ კლუ­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ ბუ­ნე­ბას­თან მოპყ­რო­ბას და ცდი­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეკოც­ნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. მათ ბევ­რი ინო­ვა­ცია შე­მო­აქვთ რა­ი­ონ­ში და ზრუ­ნა­ვენ მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

🔎 კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კი­დან

ვი­ნა­ი­დან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი ფარ­თო ცნე­ბაა და უამ­რავ რა­მეს მო­ი­აზ­რებს, მე მრა­ვალ­თა­გან ერ­თ­ზე შევ­ჩერ­დე­ბი. ეს არის კი­ნო. ყვე­ლამ ვი­ცით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და ფილ­მის  ერ­თად, კი­ნო­დარ­ბაზ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად (!) ყუ­რე­ბის კულ­ტუ­რა. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და­ზა­რალ­დ­ნენ, თით­ქ­მის არ­ც ერთ მათ­გან­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი კი­ნო­თე­ატ­რი არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, გარ­და დი­დი ქა­ლა­ქე­ბი­სა (თბი­ლი­სი, ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი). მე­ტიც, ზუგ­დიდ­ში აშენ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის კი­ნო­თე­ატ­რი („ატ­რი­უ­მი“), რო­მე­ლიც მა­ლე­ვე სლოტ­კ­ლუ­ბად/სა­მო­რი­ნედ გა­და­კეთ­და და დღემ­დე „წარ­მა­ტე­ბით“ მუ­შა­ობს. ერ­თი სიტყ­ვით, კი­ნო­თე­ატ­რე­ბის საქ­მე ძა­ლი­ან ცუ­და­დაა ქვე­ყა­ნა­ში და, მათ შო­რის, ჩხო­როწყუ­შიც, სა­დაც კი­ნო­თე­ატ­რის შე­ნო­ბა, დი­დი ხა­ნია, არ ეკუთ­ვ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, კერ­ძოა. არა­და, კი­ნო არის სა­უ­კე­თე­სო გზა, რა­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მთე­ლი არ­სე­ბით შე­ვიგ­რ­ძ­ნოთ და ად­ვი­ლად გა­ვი­გოთ. მით უფ­რო, ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში, რო­მელ­საც ასე უყ­ვარს ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, სსიპ აფხა­ზე­თის მე-10 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მეცხ­რე წე­ლია, გვაქვს კი­ნოკ­ლუ­ბი „დუბ­ლი“, რო­მელ­შიც ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს, ვსა­უბ­რობთ, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ. წლე­ბია ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ CineDOC-თან, ვეს­წ­რე­ბით კი­ნოჩ­ვე­ნე­ბებს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში, თა­ვა­დაც ვმარ­თავთ მი­ნი­-ფეს­ტი­ვა­ლებს. პრო­ექ­ტის „CineDOC სკო­ლა“ ფარ­გ­ლებ­ში, კლუ­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სწო­რედ დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ფილ­მი ნა­ხეს, გა­ნი­ხი­ლეს და სხვა სკო­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­რეს. ჩვე­ნი კი­ნოკ­ლუ­ბი ჩარ­თუ­ლია პრო­ექ­ტ­ში „კინო სკო­ლა­ში“ და მის ფარ­გ­ლებ­ში არა­ერ­თი კი­ნო­შე­დევ­რი­სათ­ვის გვი­ყუ­რე­ბია ერ­თად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გროვ­დე­ბა და, კი­ნოს სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, კი­ნოს ერ­თად ყუ­რე­ბის ტრა­დი­ცია გვინ­და, არ გაქ­რეს, გა­ვა­ცოცხ­ლოთ და ოდეს­მე მუ­ნი­ცი­პა­ლურ კი­ნო­თე­ატრს ვე­ღირ­სოთ. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, კი­ნო­თე­ატ­რის გარ­და, ნუ­თუ ყვე­ლა­ფე­რი გაქ­ვ­თო, მაგ­რამ მათ ვეტყ­ვი კლუ­ბის სა­ხე­ლით: კი­ნო­თე­ატ­რი იმის­თ­ვის გვინ­და, რომ ყვე­ლაფ­რის ქო­ნა შევ­ძ­ლოთ. წი­ნა კვი­რას კი­ნოკ­ლუბ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა პრო­ექ­ტის „CineDOC სკო­ლა“ფარ­გ­ლებ­ში ფილმს „თავ­შე­საფ­რის ძი­ე­ბა­ში“ უყუ­რეს. ფილ­მი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი ზო­ნე­ბი­დან გაქ­ცე­ულ ბავ­შ­ვებ­სა და მათ ოჯა­ხებ­ზეა, რომ­ლებ­მაც თავ­შე­სა­ფა­რი და ბედ­ნი­ე­რე­ბა იპო­ვეს. ეს და ყვე­ლა სხვა ფილ­მი სწო­რედ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, სა­უ­კე­თე­სო გზით. ჩვენს კი­ნოკ­ლუბ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჟან რე­ნუ­ა­რის „ეს ჩე­მი მი­წაა“ ვნა­ხეთ. საპ­როგ­რა­მო-სა­გაკ­ვე­თი­ლო მა­სა­ლას­თან ერ­თად, ეს უება­რი წა­მა­ლი თუ რე­სურ­სია იმი­სათ­ვის, რომ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბამ მოს­წავ­ლეს შე­აძ­ლე­ბი­ნოს მთა­ვა­რი, ის­წავ­ლოს „საც­ნობ­ლად თა­ვი­სა­დაო“ და გას­ცეს პა­სუ­ხე­ბი მთა­ვარ კითხ­ვებს: „ვინ არის, სი­დამ მო­სუ­ლა, სად არის, წა­ვა სა­დაო?“ (და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი). რე­ნუ­ა­რის ეს ფილ­მი არის სა­უ­კე­თე­სო გაკ­ვე­თი­ლი იმის ასახ­ს­ნე­ლად, თუ რა არის სამ­შობ­ლო, ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე რომ მკითხონ, „ავ­თან­დი­ლის ან­დერ­ძ­თან“, „მე­რან­თან“, ვა­ჟას „ვედ­რე­ბას­თან“ ერ­თად, ესეც საპ­როგ­რა­მო უნ­და იყოს, რად­გან კი­ნო სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის რთუ­ლი გზის ხა­ლი­სით გა­სავ­ლე­ლად.

🔎 დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა?

ჩვენ რუს­თა­ვე­ლის ქვე­ყა­ნა ვართ. ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ ეს მარ­თ­ლაც ჩვე­ნი გან­ძია, უმ­თავ­რე­სი, რაც გვაქვს, გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი და გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ხში­რად მგო­ნია, რომ მხო­ლოდ ვსწავ­ლობთ, მხო­ლოდ ცი­ტა­ტე­ბი გვიყ­ვარს და ზე­და­პი­რუ­ლად ვე­თაყ­ვა­ნე­ბით, რად­გან მის­გან ვერ ვის­წავ­ლეთ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რამ: „არას გარ­გებს სწავ­ლუ­ლე­ბა, თუ არა იქმ ბრძენ­თა თქმულ­სა“. ვფიქ­რობ, ეს არის უპირ­ვე­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვა – რა­საც ვსწავ­ლობთ, უნ­და ვა­კე­თოთ, რო­ცა გვიყ­ვარს ვა­ჟა, უნ­და მის­გან ტო­ლე­რან­ტო­ბა ვის­წავ­ლოთ და ვე­ცა­დოთ, მუდ­მი­ვად ვი­ყოთ სწო­რად ცხოვ­რე­ბის ცდა­ში, რო­ცა ბა­რა­თაშ­ვილს და ილი­ას ვსწავ­ლობთ, ცხოვ­რე­ბა­შიც უნ­და იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­თ­ვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და რო­ცა დი­დი სი­ხა­რუ­ლით ვამ­ბობთ ოთარ ჭი­ლა­ძის სიტყ­ვებს – „ყვე­ლა ნა­ყოფ­ზე ტკბი­ლი ნა­ყო­ფი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა“ – ეს ცხოვ­რე­ბის წე­სი, სუნ­თ­ქ­ვა­სა­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ძვალ­სა და რბილ­ში გამ­ჯ­და­რი უნ­და იყოს. რო­ცა ვსწავ­ლობთ, რომ ქუ­ჩა­ში ნა­გა­ვი არ უნ­და დავ­ყა­როთ, მარ­თ­ლა არ უნ­და დავ­ყა­როთ. თა­ვი­სუფ­ლე­ბა იწყე­ბა ნაგ­ვის დაყ­რა-არ­დაყ­რი­დან და „სჯობს სი­ცოცხ­ლე­სა ნაძ­რახ­სა“ – ამით მთავ­რ­დე­ბა. იმით უნ­და ვცხოვ­რობ­დეთ, რა­საც დი­დი წიგ­ნე­ბი­დან ვკითხუ­ლობთ, თა­ნაც უნ­და შეგ­ვეძ­ლოს იმის გარ­ჩე­ვა, ჩვენ­თ­ვის რა ვარ­გა, რა არა და გვქონ­დეს სა­ზო­გა­დო­ო­ბის გან­ც­და, „ზო­გა­დი ცხოვ­რე­ბის“ (ილია). ვფიქ­რობ, ეს ჰა­ე­რი­ვით გვჭირ­დე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები