24 ნოემბერი, კვირა, 2024

პუბლიცისტური წერილები

spot_img

პუბლიცისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურაა, რომელიც შეეხება აქტუალურ თემებს. პუბლიცისტიკა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ფაქტების ასახვით, გარკვეულ პოლიტიკურ იდეას ავითარებს.

პუბლიცისტიკის ფართო დიაპაზონი განაპირობებს  მისი ფორმების მრავალფეროვნებას. პოლიტიკურის გარდა, გვხვდება ეკონომიკური, მორალურ-ეთიკური, ფილოსოფიური ხასიათის პუბლიცისტიკა. ასევე, ინფორმაციული, ანალიტიკური, პოლემიკური, დისკუსიური და სხვანი. არსებობს საგაზეთო-საჟურნალო პუბლიცისტიკის ჟანრები – ინტერვიუ, რეცენზია, კორესპონდენცია, მთავარი და პრობლემური სტატიები, მიმოხილვა, წერილი, ფელეტონი, ნარკვევი, პამფლეტი  და სხვანი.

გამოარჩევენ სტილს, რომელიც პუბლიკაციის შესაქმნელადაა საჭირო და მას უწოდებენ პუბლიცისტურ სტილს, რომელიც არის ჟურნალისტიკის და ორატორული ხელოვნების სტილი.

♦ პუბლიკაციის მიზანი მკაფიოა: ინფორმაციის მიწოდება და მკითხველზე (მსმენელზე) ზემოქმედების მოხდენა;

♦ პუბლიკაციას აქვს შემდეგი ძირითადი ნიშნები:

⇒ სიმწვავე, აქტუალურობა (პრობლემის წამოწევა);

⇒ მკაფიოობა, სიცხადე, ემოციურობა;

⇒ ავტორისეული დამოკიდებულებისა და პოზიციის ღია გამოვლენა, ანუ „სუბიექტური ობიექტურობა“;

⇒ ადვილად გასაგები, ანუ პოპულარული ენა.

♦  პუბლიკაციის დამახასიათებელი თავისებურებები:

⇒ ექსპრესიული სტრატეგიების (ხერხების) – მკითხველისათვის უშუალო მიმართვა, კთხვითი და ძახილის წინადადებების – ხშირი გამოყენება;

⇒ მწიგნობრული (აკადემიური) და სასაუბრო მეტყველების ერთგვარი სინთეზი;

⇒ დარწმუნებისა და ზემოქმედების სხვადასხვა ხერხების გამოყენება (მსჯელობა, დამაჯერებელი თხრობა, ფაქტობრივი აღწერა, არგუმენტირება, მაგალითების მოყვანა);

⇒ სხვათა ნათქვამის გამოყენება (ციტირება).

♦ ყურადღება  გავამახვილოთ პუბლიცისტურ წერილზე.

პუბლიცისტური წერილი არის წერილი, რომელშიც  მოთხრობილია საზოგადოებრივი პრობლემის  შესახებ. მწერალი (პუბლიცისტი) ამა თუ იმ გასაჭირს სხვადასხვაგვარად  გვიხასიათებს  და მკითხველს დიალოგის  მონაწილედ აქცევს. პუბლიცისტური წერილით ავტორი  გვამცნობს, რომ კონკრეტულ პრობლემებზე რეაგირებაა საჭირო. პუბლიცისტის პოზიცია შეუფარავად არის გამოხატული და იგი მთლიან სოციუმს, ერს შეეხება.

ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში  („ენა“) მოთხრობილია იმაზე, რომ მარტო ენის ცოდნა არ არის  ქვეყნის ერთგულება, მრავლად შეიძლება. განსაკუთრებით ცნობილია ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის პუბლიცისტური წერილები. ამავე ჟანრის საუცხოო ტექსტები შექმნილია შემდგომი პერიოდის ქართველი საზოგადო მოღვაწეებისგანაც.

ნიკოლოზ ნებიერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები