19 მაისი, კვირა, 2024

„პროფესიული განათლების ხელშეწყობის“ პროგარამა განიხილეს

spot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი კოლეჯ „ახალი ტალღის“ და კოლეჯ “ბლექსის“ ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს და GIZ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს „პროფესიული განათლების ხელშეწყობის“ პროგარამა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ღონისძიება „კვალიფიკაციის ამაღლება“. აღნიშნული ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განათლების მიმართულებით ადგილობრივი პოტენციალის განვითარება და ინტეგრაცია საერთაშორისო პროფესიული განათლების სფეროში.

კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამინისტრო 5000 ლარით აფინანსებს პროფესიული განათლების მასწავლებელს, რომელიც სტაჟირებას გაივლის ან მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესში, ფორუმში, სიმპოზიუმში, სემინარში ან ტრენინგში.

2023 წლის 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით სსიპ – კოლეჯი „ბლექსისა“ და სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღის“ 5 პროფესიული განათლების მასწავლებელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რავენსბურგის პროფესიულ სასწავლებელში კონდიტერიის მიმართულები აიმაღლებს კვალიფიკაციას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები