30 აპრილი, სამშაბათი, 2024

პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის STEM საგ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას

spot_img

სსიპ ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის №178 სა­ჯა­რო სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და სსიპ შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში „მეც­ნი­ე­რე­ბა იწყე­ბა სკო­ლი­დან“, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი – „მი­ნან­ქ­რე­ბი­სა და ჭი­ქუ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის, ნა­კე­თო­ბებ­ზე და­ტა­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის კვლე­ვა“.

კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით (გრან­ტის ნო­მე­რია SCR-23-462).

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი:

♦ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში;

♦ სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გობ­რი­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბი­სა და კვლე­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გზით, სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­გით;

♦ მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბა;

♦ მას­წავ­ლე­ბელ­თა, გა­მოც­დილ და ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა კვლე­ვებ­ში ჩა­სარ­თა­ვად.

პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნე­ბი:

  1. მი­ნან­ქ­რე­ბი­სა და ჭი­ქუ­რე­ბის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა-მომ­ზა­დე­ბა, ნა­კე­თო­ბებ­ზე და­ტა­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ა­თა ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი შეს­წავ­ლა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბით;
  2. მოს­წავ­ლე­თა მი­ერ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ის ათ­ვი­სე­ბა და კვლე­ვე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა;
  3. მოს­წავ­ლე­თა მი­ერ, მო­მი­ნან­ქ­რე­ბა-მო­ჭი­ქუ­რე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად და გუნ­დუ­რად ჩა­ტა­რე­ბა;
  4. მოს­წავ­ლე­თა მი­ერ, შე­დე­გე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად და გუნ­დუ­რად ანა­ლი­ზი;
  5. მო­მი­ნან­ქ­რე­ბუ­ლი ვერ­ცხ­ლი­სა და სპი­ლენ­ძის სა­მახ­სოვ­რო ნა­კე­თო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა; კე­რა­მი­კუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა.
  6. მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სტა­ტი­ი­სა და სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­ზი­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა-გავ­რ­ცე­ლე­ბა;

პრო­ექ­ტის გეგ­მა:

გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქი­მი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და მე­ტა­ლურ­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 178-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბის „მინან­ქა­რი 178“ წევრ მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: გრან­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში და­არ­ს­და „ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბი“ (კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პრო­ექ­ტის თა­ნა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ეკა უჩა­ნე­იშ­ვი­ლი). მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს კლუ­ბის ლო­გო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში – გვერ­დი, სა­დაც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

კლუ­ბის და­არ­სე­ბის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ებ­ში მეც­ნი­ე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

„ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბის“ წევ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, პრო­ფე­სორ­მა მა­რი­ნა კა­პა­ნა­ძემ ჩა­ა­ტა­რა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი მი­ნის, კე­რა­მი­კის, ჭი­ქუ­რე­ბი­სა და მი­ნან­ქ­რის ზო­გად ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში. რო­გორც სტუ-ში, ასე­ვე 178-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­ლექ­ციო კურ­სის მი­ზა­ნი იყო: მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მი­ნან­ქ­რის, ჭი­ქუ­რის, მო­მი­ნან­ქ­რე­ბი­სა და მო­ჭი­ქუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ; სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­გით.

საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­მა სტუ-ში, სი­ლი­კა­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის, გი­ვი ლო­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით და­იწყეს. თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ, წი­თე­ლი თი­ხის პლას­ტი­უ­რი ცო­მი­სა­გან, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მო­ძერ­წა ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ გა­მო­აშ­რეს და შემ­დეგ 9000°C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­მოწ­ვეს. ასე­ვე მო­ხა­ტეს კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რ­ძელ­და სტუ-ში ბი­ო­ნა­ნო­სა­მე­დი­ცი­ნო კე­რა­მი­კუ­ლი და პო­ლი­მე­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ევ­რო­პის კე­რა­მი­კოს­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და კე­რა­მი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რის, პრო­ფე­სორ ზვი­ად კოვ­ზი­რი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. მან გან­საზღ­ვ­რა კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტარ­და.

მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს შლი­კე­რის მა­სის მომ­ზა­დე­ბი­სა და ჩა­მოს­ხ­მის პრო­ცეს­ში; თა­ბა­ში­რის ყა­ლი­ბებ­ში ჩა­მო­ას­ხეს შლი­კე­რის მა­სა და მი­ი­ღე­ბუ­ლი კე­რა­მი­კუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი გა­მოწ­ვეს ღუ­მელ­ში, 1100°C-ზე.

საუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რ­ძელ­და ექ­ს­პე­რი­მენ­ტა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცენ­ტ­რის „ქარ­თუ­ლი მი­ნან­ქა­რი“ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, პრო­ფე­სორ ვლა­დი­მერ გორ­დე­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. გა­ნი­საზღ­ვ­რა კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­მი­ნან­ქ­რე­ბუ­ლი ნა­კე­თო­ბა ცენ­ტ­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მომ­ზად­და. მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­და­ი­ტა­ნეს მი­ნან­ქა­რი ლი­თო­ნის – სპი­ლენ­ძი­სა და ვერ­ცხ­ლის ყა­ლი­ბებ­ში, გა­მოწ­ვის შემ­დეგ მი­ნან­ქარ­მა სა­ბო­ლოო სარ­კი­სე­ბუ­რი ზე­და­პი­რი მი­ი­ღო.

საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს:

♦ კონ­ტაქ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სსიპ ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის №178 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის;

♦ „ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვარ­თა კლუ­ბის“ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სტუ-სთან.

მთე­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით, მად­ლო­ბას ვუხ­დით შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ფონდს, ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის და მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის. სკო­ლამ, გრან­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო კა­თედ­რის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, რაც ხელს შე­უწყობს, მო­მა­ვალ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის STEM საგ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას, გლო­ბა­ლურ-ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ეკა უჩანეიშვილი

ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გი, დოქ­ტო­რი

მა­რი­ნა კა­პა­ნა­ძე

ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ქი­მი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და მე­ტა­ლურ­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები