28 აპრილი, კვირა, 2024

პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა

spot_img
ვლა­დი­მერ გორ­გი­შე­ლი
სსიპ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კურ­დღე­ლა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი გუ­ლის­ხ­მობს კე­თე­ბით სწავ­ლას, რაც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ სწავ­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი. მოკ­ლედ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, „პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა აერ­თი­ა­ნებს ცოდ­ნას და კე­თე­ბას“, მოს­წავ­ლე იყე­ნებს ცოდ­ნას, რაც უკ­ვე იცის და პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან სწავ­ლობს ახალს, ცდი­ლობს იპო­ვოს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი.

გე­ოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლა მოს­წავ­ლე­ებს სწო­რედ პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უად­ვილ­დე­ბათ, თან რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა თე­მის სა­ჭი­რო­ე­ბებს. მათ­თ­ვის სა­ხა­ლი­სოა პრო­ექ­ტით გა­წე­რი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩე­მი აზ­რით ეს ის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, რაც სა­განს სა­ინ­ტე­რე­სოს და მიმ­ზიდ­ველს ხდის, ასე­ვე აად­ვი­ლებს მის შეს­წავ­ლას.

გი­ზი­ა­რებთ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე. პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ რა თე­მა­ზე იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორ გა­დავ­ჭ­რათ პრობ­ლე­მე­ბი და ა.შ. პრო­ექ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მო­ი­ცავს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კითხ­ვებს, რომ­ლე­ბიც საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებ­სა და მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო დო­ნეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მიზ­ნებ­თან აკავ­ში­რებს. მოს­წავ­ლე­ებს უწევთ რე­ა­ლუ­რი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი რო­ლე­ბის თა­მა­ში და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

ჩე­მი პრო­ექ­ტი – „გვალ­ვა, სკო­ლი­სა და სოფ­ლის გა­მოწ­ვე­ვე­ბი“. კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის­თ­ვის პრობ­ლე­მუ­რი თე­მაა, ამი­ტომ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და სა­კითხის გა­დაჭ­რა­ში. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ თე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა: ბუ­ნე­ბის ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ მოვ­ლე­ნა­თა შო­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი გვალ­ვას უკა­ვია. გვალ­ვა, თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში, ზა­რალს აყე­ნებს არა მხო­ლოდ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, არ­თუ­ლებს და აჩე­რებს სამ­დი­ნა­რო გა­და­ზიდ­ვებს, ამ­ცი­რებს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, აფერ­ხებს სა­წარ­მო­ებს, რომ­ლე­ბიც წყლის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ და ა.შ. გარ­და ამი­სა, ხში­რი გვალ­ვე­ბი გა­უ­დაბ­ნო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბა­რის­თ­ვის გვალ­ვა ხში­რი მოვ­ლე­ნაა. ამ მხრივ, არც თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნია გა­მო­ნაკ­ლი­სი, სა­დაც გვალ­ვა არ­თუ­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბას, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის ხან­ძარ­სა­შიშ­რო­ე­ბის დო­ნეს და ზა­რალს აყე­ნებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ხო­ლო ძლი­ე­რი გვალ­ვის პი­რო­ბებ­ში მინ­დ­ვ­რის კულ­ტუ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად ნად­გურ­დე­ბა.

ამის შემ­დეგ გან­ვ­საზღ­ვ­რეთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

 

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მო­ვა­ჩი­ნეთ მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი:

შე­ფა­სე­ბის ეტა­პე­ბი – შე­ფა­სე­ბა მოხ­და პრო­ექ­ტის სა­მი­ვე ეტაპ­ზე:

პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ვა­ფა­სეთ მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნა და ინ­ტე­რე­სე­ბი; მე­ო­რე ეტაპ­ზე შე­ვა­ფა­სეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის, და­ხა­რის­ხე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბის, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის წარ­მო­ე­ბის უნა­რე­ბი; მე­სა­მე­ზე – მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბი.

შე­ფა­სე­ბის ფორ­მა – გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი.

ვფიქ­რობ, სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი არის სა­ინ­ტე­რე­სო, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებ­ზე გათ­ვ­ლი­ლი. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თუნ­დაც ერ­თი პრო­ექ­ტი გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის­თ­ვის, ვიდ­რე ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები