8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

პროგრამა „სწავლა საზღვარგარეთ“

spot_img

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა, რომლის მიზანია სამინისტროს პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის გაზრდა.

პროგრამითა და საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოისმინეს რჩევები უნივერსიტეტის შერჩევის, რეგისტრაციის, დაფინანსების მოძიების, საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის დეტალების შესახებ.

შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ 2014-2022 წლის კონკურსის გამარჯვებულებისგან მიეღოთ პასუხები საინტერესო კითხვებზე.

„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში 2014-2023 წლებში დაფინანსება მოიპოვა 114 სტუდენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები