3 მაისი, პარასკევი, 2024

პრეზენტაცია თანმიმდევრული რომ იყოს

spot_img
დოდო ჭოტორლიშვილი
სსიპ მცხეთის  მუნიციპალიტეტის ბონდო როსტიაშვილის სახელობის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი

 

 

პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის საჯარო წარდგენა აუდიტორიის წინაშე. რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვის დროს, რომ ეს წარდგენა იყოს ეფექტური და ეფექტიანი; დააინტერესოს ყველა მოსწავლე და აღუძრას თემის გარშემო მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილი.

მე, როგორც ქიმიის პედაგოგი, შევეცდები ერთ-ერთი თემის მაგალითზე წარმოვადგინო ჩემი მოსაზრება. პრეზენტაცია რომ თანმიმდევრული იყოს, აუცილებელად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი.

  1. დავგეგმოთ, კონკრეტული თემის გარშემო, პრეზენტაცია; გავითვალისწინოთ კლასი, წლოვანება და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა.

მაგ.: თემა – მეტალები და არამეტალები.

  1. განვსაზღვროთ მიზანი – მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია მეტალისა და არამეტალების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, მათ გამოყენებაზე, საქართველოში გავრცელებული მეტალებსა და არამეტალებზე.
  2. განვსაზღვროთ პრეზენტაციის სტრუქტურა – ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ გაკვეთილზე შეიძლება მრავალფეროვანი პრეზენტაცია – დაფაზე ჩამოწერილი თეზისები, Power point-ის, CK-12 პლატფორმის გამოყენებით სიმულაციების წარმოდგენა, სხვადასხვა ცხრილებით და დიაგრამებით.
  3. თვალსაჩინოება მოსწავლეებისთვის ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს, ასაკობრივ თავისებურებებსა და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე გათვლილი. პრეზენტაციამ შეიძლება დისკუსიაც გამოიწვიოს. მაგალითად, წარმოდგენილი თემის გარშემო მოსწავლეებს ვაჩვენებ მეტალების და არამეტალების სურათებს. ამის გარშემო დავუსვამ კითხვებს: თუ შეხვედრიან ყოველდღიურ ცხოვრებაში? სად? კიდევ რომელ მეტალებსა და არამეტალებს იცნობენ? რომელ საგანში შეხვედრიან მათზე ინფორმაციას და რა სახით? Power point-ში მომზადებული პრეზენტაციით ვაჩვენებ მათ ისტორიულ წარმომავლობას და, წრიული დიაგრამის სახით, ვუჩვენებ პროცენტულ რაოდენობას გავრცელების მიხედვით. შევავსებინებ ცხრილს, სადაც გამოტოვებულ უჯრებს მოსწავლეები ავსებენ, ვისაუბრებთ მეტალების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, გამოყენების სფეროებზე. პარალელს გავავლებთ მათ მდებარეობაზე პერიოდულ სისტემაში და ვენის დიაგრამის მიხედვით, რომელიც წინასწარ მაქვს მომზადებული, ვისაუბრებთ მსგავსებასა და განსხვავებაზე. Power point-ში ჩაშენებული ვიდეოთი მეტალების იონების აღმომჩენ რეაქციებს ვაჩვენებ და ვესაუბრები მათ მნიშვნელობაზე, ადამიანის ჯანმრთელობის კონტექსტში, ასევე, ამფოტერული ლითონების თვისებების შესახებ სხვადასხვა ქიმიურ ცდებს.
  4. პრეზენტაციას დავამთავრებ პოზიტიური განწყობით და მივცემ დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია მეტალებისა და არამეტალების შესახებ, საქართველოს რომელ რეგიონში მოიპოვება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები