3 მაისი, პარასკევი, 2024

პორტფოლიოს სამი მიმართულება მამტკიცებლებით

spot_img

გთავაზობთ სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნაზი საბანიძის მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო მასალას პორტფოლიოს შევსებისთვის, რომელიც ეყრდნობა მის პრაქტიკას. ნაშრომი მომზადდა ესგ-ის ექსპერტის, როლანდ ხოჯანაშვილის ხელმძღვანელობით.

პორტფოლიოს შექმნის მსურველებმა ყურადღება მიაქციეთ  გაწითლებულ ნაწერს და ეს მიუთითეთ ეს მიმართულებების მამტკიცებლებად!

I დონე- წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის

მიმართულება კომპეტენციები/მამტკიცებლები
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ♦ შეუძლია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება, შედეგების ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა; მოსწავლეთა მიღწევათა დიაგნისტირება კომპლექსურ დავალებაზე დაყრდნობით.

♦ შეუძლია მოსწავლეთა უნივერსალური და მიზნობრივი საჭიროებების გათვალისწინება დიფერენცირებული სწავლების პრინციპების რეალიზებაში. პედპრაქტიკის კვლევის ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება მიზნობრივი საჭიროებები (მაგ. მოტივაციაზე, კითხვაზე, აკ. მომსწრებაზე და ა.შ.)

სკოლის/თემის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება ♦ აქვს მკაფიო ხედვა სკოლის/თემის საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ;

საგანმანათლებლო-სათემო-საგანმამანთლებლო პროექტის შესახებ ანგარიში, თანდართული ბლოგის, ფბ-გვერდის ლინკი და ა.შ.

♦ შეუძლია, სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ, მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა,  განხორციელება და შედეგების შეფასება. ფუნქციური წერილი დირექტორს შიდასასკოლო ტრენინგის, ქოუჩინგის ჩატარების შესახებ, ტრენინგის ჩატარება; სკოლის მხარდაჭერის მოპოვება დონორისგან…

პროფესიული პასუხისმგებლობა ♦ საკუთარი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა მათი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების, განვითარების ღონისძიებების შერჩევისა და განხორციელების პროცესში;

თანამშრომლებისთვის გამოცდილების გაზიარება, ტრენინგის ჩატარება, მინიკვლევის ჩატარება მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე.

♦ შეუძლია განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; ესგ-ის შესახებ ტრენინგის ჩატარება სასკოლო ბაზაზე, უცხოური ლიტერატურის თარგმანი, სტატიების გამოქვეყნება…

♦ იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და/ან საგანმანათლებლო კვლევებს და არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად; ციფრული მოქალაქეობა, კიბერუსაფრთხოება და ა.შ. მასალების მიწოდება კოლეგებზე, მოსწავლეებისთვის….

♦ შეუძლია კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება; რეფლექსია გაკვეთილთან დაკავშირებით, ან შეფასების შესახებ და ა.შ.

♦ შეუძლია მოსწავლეებთან თანასწორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;  იხილეთ ზემოთ მოცემული სასკოლო პროექტების შესახებ, პროექტიც ამას პასუხობს!

♦ შეუძლია, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით, ეფექტიანი თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან. კვლევაში თუ გაქვთ ნაჩვენები, რომ მშობელთან გვაქვს კომუნიკაცია, ეს უკვე კმარა! ოღონდ რეფლექსიებში ასახეთ!

 

II დონე – მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურვლეთათვის

 

მიმართულება კომპეტენციები
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ♦ შეუძლია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება, შედეგების ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა;

♦ შეუძლია მოსწავლეთა უნივერსალური და მიზნობრივი საჭიროებების გათვალისწინება დიფერენცირებული სწავლების პრინციპების რეალიზებაში;

♦ შეუძლია გრძელვადიანი სასწავლო/მეთოდური მიზნების შესაბამისი სასწავლო/მეთოდური რესურსების შექმნა/განვითარება და გაზიარება.  პირველ ორზე ზუსტად იგივეა, რაც წამყვანებისთვისაა, რესურსის შესაფასებლად კი არსებობს ინსტრუმენტი (ძველი სქემის მოთხოვნის მიხედვით), რომელიც დაგიდასტურებთ რესურსის ვარგისიანობას!

სკოლის/თემის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება ♦ აქვს მკაფიო ხედვა სკოლის/თემის საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენისა და მათი გადაჭრის  გზების შესახებ;

♦ შეუძლია სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა,  განხორციელება და შედეგების შეფასება;

♦ შეუძლია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში;  აქ საერთაშორისო პროექტია საჭირო!

♦ შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება, საკუთარი სკოლის/თემის ინტერესების წარმოსაჩენად. აქ შეგვიძლია ვაჩვენოთ ფუქნციური წერილის საფუძველზე განხორციელებული აქტივობების ჩამოთვლა: ტრენინგ-კურსისთვის ვინმეს მოწვევა, საქვაბის შეცვლა, შენობის შემინვა, ბიბლიოთეკის გაახლება….

პროფესიული პასუხისმგებლობა ♦ საკუთარი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შეუძლია კოლეგების მხარდაჭერა მათი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების, განვითარების ღონისძიებების შერჩევისა და განხორციელების პროცესში; სტატია ამ მიმართულებით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა მხარდაჭერა…

♦ შეუძლია განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; ახალი აქტივობების დანერგვა, ინოვაციური მეთოდოლოგიით ინტერვენციები თუნდაც კვლევაში…

♦ იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და/ან საგანმანათლებლო კვლევებს და არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად; კვლევის ანგარიშის დაწერის სახელმძღვანელო/გზამკვლევი, მონაცემთა შეგროვების მეთოოდლოგიაზე ლიტერატურის გაცნობა, რესურსების შექმნა-შეფასების პრეზენტაციების გაცნობა… (მიუთითეთ სახელწოდებები, ან ლინკები)

♦ შეუძლია კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება. რეფლექსიები

♦ იცნობს საერთაშორისო პროფესიულ ლიტერატურასა და/ან საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს. არსებულ ცოდნას ნერგავს სკოლის დონეზე და მიღებულ გამოცდილებას აზიარებს რეგიონული/ეროვნული მასშტაბით; ფართო წრეებში ტრენინგების წაკითხვა, სტატიები  ….

♦ სკოლის დონეზე გამოკვეთილი პროფესიული გამოწვევების საპასუხოდ შეუძლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა; მონაცემების შეგროვება, რა ესაჭიროებათ მასწავლებლებს…

♦ შეუძლია  მოსწავლეებთან თანასწორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; სასწავლო პროექტები, აქტივობები…

♦ შეუძლია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით ეფექტიანი თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან. კვლევაში თუ გაქვთ მითითებული მშობლებთან კომუნიკაცია, ეს უკვე კმარა!

 

დანართი 2

შეფასების კრიტერიუმები

I დონე  – წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის

მიმართულება – სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა

კრიტერიუმი აღწერა
საჭიროების დასაბუთება აპლიკანტის მიერ დეტალურადაა აღწერილი მოსწავლის / მოსწავლეების მიღწევები და საჭიროებები ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით;

 

ნაჩვენებია ინსტრუმენტები, რომლთა საფუძველზეც მოხდა აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირება და დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა.

მიზნის განსაზღვრა აპლიკანტის მიერ განსაზღვრული მიზნები შეესაბამება მოსწავლის  ინდივიდუალურ საჭიროებას/საჭიროებებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან

 

აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა (მათი კავშირი მოსწავლის საჭიროებებთან / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან).
 

პროცესის მონიტორინგი და შეფასება

განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და გამოყენებულია  ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია – პროცესის და შედეგის  წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე დაყრდნობით.

 

მიმართულება – სკოლისა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება

 

კრიტერიუმი აღწერა
საჭიროების დასაბუთება აპლიკანტის მიერ დეტალურადაა აღწერილი  და არგუმენტირებულად დასაბუთებულია სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროება/საჭიროებები სკოლის განვითარებისთვის; წარმოდგენილია აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდები და დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა.
მიზნის განსაზღვრა

 

 

 

აპლიკანტის მიერ განსაზღვრული მიზნები შეესაბამება სკოლის/თემის წინაშე არსებულ საგანმანათლებლო საჭიროებას/საჭიროებებს.
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან

 

აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების ფარგლებში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

 

 

პროცესის მონიტორინგი და შეფასება

განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და გამოყენებულია  ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია – პროცესის და შედეგის  წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე დაყრდნობით.

 

მიმართულება   – პროფესიული პასუხისმგებლობა

შენიშვნა: პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებსა და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებას.

კრიტერიუმი აღწერა
პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ინსტრუმენტები აპლიკანტი ასაბუთებს და აანალიზებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ვალიდურობას.
საკუთარ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა აპლიკანტის მიერ  გამოკვეთილი პროფესიული საჭიროებები ეფუძნება მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.  პროფესიული განვითარების ღონისძიებები პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს. დასტურდება განვითარების ღონისძიებების განხორციელება და მიღწეული შედეგების ობიექტური შეფასება.
კოლეგის/კოლეგების მხარდაჭერა პროფესიული განვითარების პროცესში აპლიკანტი უზიარებს კოლეგებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ვალიდურ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და  ეხმარება პროფესიული საჭიროებების სწორად გამოკვეთაში,  კონსულტაციას უწევს საჭიროების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მიღწეული შედეგების შეფასების პროცესში.  აპლიკანტის მიერ გაცემული უკუკავშირი აკმაყოფილებს განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მახასიათებლებს.
საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით, განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება  აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების   პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის  თანამედროვე, ინოვაციური   და სანდო.

 

აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული  ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა.

 

აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება  მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის  და  დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას.

მოსწავლეებთან და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობა მასწავლებელს მოსწავლეებსა და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან აქვს  პიროვნულ თანასწორობასა და თანამშრომლობაზე  აგებული ურთიერთობა. მასწავლებელი, თითოეული მოსწავლის საჭირებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ეფექტიანად თანამშრომლობს მშობლებთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან, სისტემატურად აწვდის მათ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს, უზრუნველყოფს მშობელსა და სკოლას  შორის ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარებას.

 

მასწავლებელი კარგად იცნობს ყოველი მოსწავლის პიროვნებას, მის შესაძლებლობებს და ცდილობს, ამის გათვალისწინებით ააგოს მასთან ურთიერთობა (მათ შორის, განსხვავებული კულტურის, სქესისა თუ საჭიროებების მქონე მოსწავლეების) მიმართ. მასწავლებელი მუდმივად ამჟღავნებს მაღალ მოლოდინებს თითოეული მოსწავლის მიმართ.მასწავლებლის მხრიდან წახალისებულია განსხვავებული აზრის გამოხატვა და გამოთქმული მოსაზრების პატივისცემა. სასწავლო გარემო სრულად უწყობს ხელს თითოეული მოსწავლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში.

 

II დონე – მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის

 

მიმართულება – სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა

 

კრიტერიუმი აღწერა
საჭიროების დასაბუთება აპლიკანტის მიერ დეტალურადაა აღწერილი მოსწავლის / მოსწავლეების მიღწევები და საჭიროებები ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით;

 

ნაჩვენებია ინსტრუმენტები, რომლთა საფუძველზეც მოხდა აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირება და დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა.

მიზნის განსაზღვრა აპლიკანტის მიერ განსაზღვრული მიზნები შეესაბამება მოსწავლის/მოსწავლეების  ინდივიდუალურ საჭიროებას/საჭიროებებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან

 

აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა (მათი კავშირი მოსწავლის/მოსწავლეების საჭიროებებთან / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან).
 

პროცესის მონიტორინგი და შეფასება

განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და გამოყენებულია  ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია – პროცესის და შედეგის  წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას, წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე დაყრდნობით.
გრძელვადიანი მიზნის შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნა აპლიკანტი ქმნის სასწავლო/მეთოდურ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოკვეთილი სირთულეების გადალახვაში, მოტივაციის ამაღლებასა და  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევაში.

 

მიმართულება – სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება

 

კრიტერიუმი აღწერა
საჭიროების დასაბუთება აპლიკანტის მიერ დეტალურადაა აღწერილი  და არგუმენტირებულად დასაბუთებულია სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროება/საჭიროებები სკოლის განვითარებისთვის; წარმოდგენილია აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდები და დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა.
მიზნის განსაზღვრა

 

 

 

აპლიკანტის მიერ განსაზღვრული მიზნები შეესაბამება სკოლის/თემის წინაშე არსებულ საგანმანათლებლო საჭიროებას/საჭიროებებს.
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან

 

აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების ფარგლებში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

 

 

პროცესის მონიტორინგი და შეფასება

განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და გამოყენებულია  ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია – პროცესისა და შედეგის  წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას, წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე დაყრდნობით.
წარმატებული  გამოცდილების გათვალისწინება

 

აპლიკანტის მიერ განხორციელებულ აქტივობებში გათვალისწინებულია წარმატებული  საერთაშორისო  გამოცდილება; აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინების სარგებელს მიზნის მიღწევის პროცესში.
საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება  

აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობების ფარგლებში, დამყარებულია მიზნობრივი პარტნიორული ურთიერთობები გარე ინსტიტუციებთან. აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობას.

 

 

მიმართულება – პროფესიული პასუხისმგებლობა

შენიშვნა: პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებას (აღნიშნული მიმართულების შეფასდება მოხდება სასკოლო საზოგადოების გამოკითხვით)

 

კრიტერიუმი აღწერა
პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ინსტრუმენტები აპლიკანტი ასაბუთებს და აანალიზებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ვალიდურობას.
საკუთარ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა აპლიკანტის მიერ  გამოკვეთილი პროფესიული საჭიროებები ეფუძნება მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.  პროფესიული განვითარების ღონისძიებები პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს. დასტურდება განვითარების ღონისძიებების განხორციელება და მიღწეული შედეგების ობიექტური შეფასება.
კოლეგის/კოლეგების მხარდაჭერა პროფესიული განვითარების პროცესში საკუთარი პროფესიული განვითარების გამოცდილების საფუძველზე,  აპლიკანტი უზიარებს კოლეგებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ვალიდურ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და  ეხმარება პროფესიული საჭიროებების სწორად გამოკვეთაში,  კონსულტაციას უწევს საჭიროების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მიღწეული შედეგების შეფასების პროცესში.  აპლიკანტის მიერ გაცემული უკუკავშირი აკმაყოფილებს განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მახასიათებლებს.
სკოლის დონეზე მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების გაანალიზება აპლიკანტი აანალიზებს სკოლის დონეზე  გამოკვეთილ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს და გამოყოფს პრიორიტეტულ გასაუმჯობესებელ    მიმართულებებს. არსებული რესურსების გათვალისწინებით, მონაწილეობს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის შექმნის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით, განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება  აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების   პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის  საერთაშორისო, თანამედროვე, ინოვაციური   და სანდო.

 

აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული  ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა.

აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის  და  დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას და რეგიონული/ეროვნული მასშტაბით გაზიარებას.

 

მოსწავლეებთან და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობა მასწავლებელს მოსწავლეებსა და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან აქვს  პიროვნულ თანასწორობასა და თანამშრომლობაზე  აგებული ურთიერთობა. მასწავლებელი, თითოეული მოსწავლის საჭირებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ეფექტიანად თანამშრომლობს მშობლებთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან, სისტემატურად აწვდის მათ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს, უზრუნველყოფს მშობელსა და სკოლას  შორის ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარებას.

 

მასწავლებელი კარგად იცნობს ყოველი მოსწავლის პიროვნებას, მის შესაძლებლობებს და ცდილობს, ამის გათვალისწინებით ააგოს მასთან ურთიერთობა (მათ შორის, განსხვავებული კულტურის, სქესისა თუ საჭიროებების მქონე მოსწავლეების) მიმართ. მასწავლებელი მუდმივად ამჟღავნებს მაღალ მოლოდინებს თითოეული მოსწავლის მიმართ.

მასწავლებლის მხრიდან წახალისებულია განსხვავებული აზრის გამოხატვა და გამოთქმული მოსაზრების პატივისცემა. სასწავლო გარემო სრულად უწყობს ხელს თითოეული მოსწავლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები