3 მაისი, პარასკევი, 2024

პედაგოგთა მხარდასაჭერად

spot_img
სკოლის სტრუქტურულ-ადმინისტრაციული მოწყობა
გთავაზობთ ე.წ. დახურულბოლოიან ტესტებს, რომლებიც მომზადებულია, „ახალი განათლების“ 120-საათიანი ტრენინგ-კურსის ფარგლებში.

ტესტის შედგენაზე მუშაობდნენ პედაგოგები: ნინო კოლოტაშვილი – სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი; გულვარდი ბოლქვაძე – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი; ინგა ლორია – სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი.

ნაწილი I

  1. ვისი ფუნქციაა არჩეულ დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება?

ა) სამეურვეო საბჭო და საგანმანათლებლო რესურსცენტრის;

ბ)საქართველოს განათლების სამინისტროსა და სამეურვეო საბჭოსი;

გ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სამეურვეო საბჭოსი.

დ) მხოლოდ სამეურვეო საბჭოსი.

  1. რომელი არ განეკუთვნება სკოლის დირექტორის ფუნქციას?
  2. მართავს სკოლას;
  3. ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს;

III. ამტკიცებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სასკოლო სასწავლო გეგმას;

  1. სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს ანგარიშს 10 დეკემბრამდე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ა) მხოლოდ I და IV

ბ)მხოლოდ II და III

გ)მხოლოდ  III

დ) მხოლოდ IV

  1. ჩამოთვლილთაგან, რომელი რაა პედაგოგიური საბჭოს ფუნქცია?
  2. ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
  3. დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;

III. ამტკიცებს სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ სკოლის შინაგანაწესს;

  1. უფორმებს სკოლის დირექტორს ხელშეკრულებას.

ა) მხოლოდ III

ბ) მხოლოდ IV

გ) მხოლოდ II და III

დ) მხოლოდ III და IV

  1. ჩამოთვლილთაგან რომელი არაა მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქცია?

ა) მონაწილეობს გრანტების გაკარგვაში;

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

გ) წევრთა 2/3-ის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;

დ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.

  1. რომელი მსჯელობა სწორი:

დირექტორი წარუდგენს სამეურვეო საბჭოს სასწავლო პროცესის შესახებ:

ა) მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე;

ბ) სასწავლო წლის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში;

გ) ყოველის სემესტრის ბოლოს;

დ) ყოველი წლის 10 დეკემბრამდე.

  1. სკოლის რომელი სტრუქტურული ერთეული ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს და ბიუჯეტს?

ა) სამეურვეო საბჭო;

ბ) პედაგოგიური საბჭო;

გ) დირექცია;

დ) სამეურვეო საბჭო და პედაგოგიური საბჭო.

  1. მცირეკონტიგენტიან სკოლაში სკოლის დირექტორი ასრულებდა საქმისმწარმოებლის ფუნქციასაც და შესაბამისად იღებდა ორმაგ ხელფასს. აღნიშნული:

ა) დასაშვებია, რადგან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია, რადგან აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის მსურველი არავინაა;

ბ) დასაშვებია, რადგან სკოლის დირექტორს ხელს არ უშლის შეასრულოს საქმისმწარმოებლის ფუნქციები;

გ) დაუშვებელია, რადგან დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში;

დ) აღნიშნული შესაძლებელია შეთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

  1. რომელია სწორი მსჯელობა:
  2. ა)თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში;

ბ) სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ოქმი და არჩეული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი სარეგისტრაციოდ წარედგინება განათლების სამინისტროს;

გ) დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექციის ყველა წევრის;

დ) დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სკოლის დისციპლინარულ კომიტეტში.

  1. დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით

რომელი მსჯელობა არ არის მართებული:

ა) სკოლის დირექტორს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას;

ბ) დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან;

გ) ახალი დირექტორის არჩევამდე ან სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

დ) დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 40 დღის განმავლობაში შეუსრულებლობის შედეგად.

10) პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას:

ა) ესწრება საბჭოს წევრთა 1/2;

ბ) ესწრება ყველა წარმომადგენელი;

გ) ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი;

დ) აუცილებელია წევრთა მეოთხედი.

  1. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე:

ა) რომელიც აირჩევა 3წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

ბ) რომელსაც ნიშნავს სკოლის დირექტორი 3 წლის ვადით;

გ)რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო;

დ) რომელიც აირჩევა 1წლის ვადით,სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

  1. რომელი მსჯელობაა სწორი:

ა) პედაგოგოიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დირექტორის მითითებით;

ბ)პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ

საერთო ხმების ერთი მესამედისა;

გ) სკოლის დირექტორი, რომელიც არ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) გადაწყვეტილების მიღებას ესაჭიროება ყველა წევრის თანხმობა.

  1. რომელი არაა სკოლის დირექტორის ფუნქცია:

ა) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და მას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;

ბ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;

გ) შეიმუშავებს და განათლების სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს;

დ) სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს მიღებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.

  1. გრიფმინიჭებული,პედაგოგების მიერ შერჩეულ წიგნებს ამტკიცებს:

ა) სკოლის დირექტორი;

ბ) პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭოს შეთანხმებით;

გ) სამეურვეო საბჭო პედაგოგიურ საბჭოსთან შეტანხმებით;

დ) სამეურვეო საბჭო.

  1. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია:

I.ეროვნული გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

  1. დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;

III. ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;

  1. უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

ა) მხოლოდ III და lV

ბ) მხოლოდ l, II და IV

გ) მხოლოდ I, III და IV

დ)მხოლოდ II და IV

  1. საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმარელობას ირჩევენ:

ა) დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები;

ბ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები;

გ) მხოლოდ საშუალოს საფეხურის მოსწავლეები;

დ) მხოლოდ დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

  1. სკოლის დირექტორის ფუნქციებია:

I.დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

II სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;

III სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

IV უფლებამოსილია დადოს ნებისმიერი სახის გარიგებები.

ა) მხოლოდ I II

ბ) მხოლოდ III და მხოლოდ IV

გ) მხოლოდ l, ll და IIl

დ) ყველა პასუხი სწორია

  1. რომელი მსჯელობა არაა სწორი:

ა) დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება;

გ) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სკოლის სააპელაციო კომიტეტში.

  1. სკოლის დირექტორი შვებულებაში გასვლის შესახებ:

ა)მას ესაჭიროება სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს ნებართვა;

ბ) მას ესაჭიროება განათლებისა დ ამეცნიერების მინისტრის ნაბართვა;

გ) შვებულებაში გადის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით;

დ) ყველა პასუხი სწორია.

  1. რომელი მსჯელობაა არასწორი:

ა) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელებისას უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს დასაბუთებული მიმართვა;

გ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;

დ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე.

  1. ვინ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორად არჩეული?

ა) დირექტორად  შეიძლება განწესდეს კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) დირექტორად შეიძლება განწესდეს კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საშუალო განათლება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) დირექტორად შეიძლება განწესდეს კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, არანაკლებ 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) ყველა პასუხი სწორია.

  1. რამდენი წლის ვადით ირჩევა/ინიშნება დირექტორი?

ა) დირექტორი ირჩევა/ინიშნება 5 წლის ვადით. ერთ სკოლაში ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;

ბ) დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;

გ) დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში ზედიზედ მხოლოდ სამჯერ;

დ) დირექტორად ირჩევა პირი,რომელსაც მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება აქვს.

  1. ვინ არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი?

ა) დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება იყოს განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელსაც მოხსნილი არ აქვს ნასამართლეობა;

ბ) დირექტორი არ შეიძლება იყოს ამავე სკოლის პედაგოგი;

გ) დირექტორი არ შეიძლება იყოს სხვა ეროვნების მოქალაქე;

დ) დირექტორად არ შეიძლება იყოს პირი,რომელიც სხვა სკოლის პედაგოგია.

  1. დირექტორი/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს:

ა) დირექტორი/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არ არსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში არ შეასრულებს დირექტორის მოვალეობას და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

ბ) დირექტორი/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არ არსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების სამინისტროს;

გ) დირექტორი/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არ არსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

  1. ვინ ასრულებს დირექტორის ფუნქციებს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე?

ა) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი;

ბ) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს რესურსცენტრის წარმომადგენელი;

გ). დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს პედაგოგიური საბჭოსთავმჯდომარე;

დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.

  1. რომელია სწორი განმარტება დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით:

ა) სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;

ბ) სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, დახურული  კონკურსის საფუძველზე;

გ) სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სკოლის მიერ დადგენილი ღია და დახურული  კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

27.რომელია სწორი განმარტება დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით

I – სამეურვეო საბჭო სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან დირექტორს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.

II – დირექტორის უფლებამოსილება წარმოიშობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

III – სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დირექტორის დანიშვნის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

IV- ყველა პასუხი სწორია.

ა)I და III; ბ) I და II; გ) მხოლოდ IIIl დ) მხოლოდ IV

პასუხები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

 

11 12 13 14 15 16 17 18 19 20

 

21 22 23 24 25 26 27

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები