26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენ გვახასიათებს უკიდურესობებისკენ სწრაფვა და არა ზომიერი შუალედის ძიება

spot_img

რუბრიკის „სტუდენტის გვერდი“ სტუმარია საქართველოს საზო­გადო­ებ­რივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ ანსიანი

 

 

 

დღე­ვან­დე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი

ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა გან­საზღ­ვ­რავს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს და, შე­სა­ბა­მი­სად, მის ად­გილს მსოფ­ლიო რუ­კა­ზე. სკო­ლა ის ინ­ს­ტი­ტუ­ტია, სა­დაც ახალ­გაზ­რ­და 12 წლის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა, იძენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და უფარ­თოვ­დე­ბა სა­აზ­როვ­ნო ჰო­რი­ზონ­ტი, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ სკო­ლას არა მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, არა­მედ აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­აც უნ­და ჰქონ­დეს. გა­ნათ­ლე­ბა არის ის, რაც არ­ღ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სუ­ბორ­დი­ნა­ცი­ას. ამ ფაქ­ტ­ზე მი­უ­თი­თებს ნელ­სონ მან­დე­ლა — „გა­ნათ­ლე­ბა დი­დე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის წყა­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გლე­ხის შვი­ლი ექი­მი, მე­შახ­ტის შვი­ლი — შახ­ტის დი­რექ­ტო­რი, ფერ­მე­რის შვი­ლი — ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი“.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სა­ჯა­რო სკო­ლებს, მი­მაჩ­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბამ­დე ბევ­რი გვიკ­ლია… უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ, რომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ გა­ნათ­ლე­ბის თა­ნას­წო­რად მი­წო­დე­ბის პრო­ცესს. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში და არა მხო­ლოდ, სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. ეს ყო­ვე­ლი­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლის ფსი­ქი­კა­ზე. რო­დე­საც ხე­დავ, შენს ქა­ლა­ქელ თა­ნა­ტო­ლებს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ვიდ­რე შენ და სკო­ლის შემ­დეგ ერ­თი და იმა­ვე გა­რე­მო­ში გი­წევთ კონ­კუ­რენ­ცია, ამ ფაქ­ტ­მა, რო­გორც მო­ტი­ვა­ცი­ა, ასე­ვე არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ახალ­გაზ­რ­და­ში.

თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბი სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია თა­ნამე­დ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­თან. უკ­ვე რამ­დე­ნი წე­ლია, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა კნინ­დე­ბა და წი­ნა პლან­ზე იწევს რე­პე­ტი­ტორ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რაც სკო­ლა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტით ან მოს­წავ­ლე­ებ­თან მიდ­გო­მის უნა­რე­ბის არ­ქო­ნი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

სულ რა­ღაც ორი წლის წინ, და­ვამ­თავ­რე ჭუ­ბე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა. სკო­ლამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, კერ­ძოდ, ის, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, სად მი­ი­ღე გა­ნათ­ლე­ბა და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გქონ­და. მთა­ვა­რია მო­ტი­ვა­ცია და შენ შეძ­ლებ მი­აღ­წიო ყვე­ლა­ფერს. ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ ჯი­პა­ში და ვარ სტი­პენ­დი­ა­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, პი­რო­ბი­თად, „ნი­უ­ტო­ნის სკო­ლის“ მოს­წავ­ლე არ ვი­ყა­ვი.

მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მო­მენ­ტი იყო, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩე­მი სკო­ლის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან მე იქ აღ­ვი­ზარ­დე, გავ­ხ­დი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ძლი­ე­რი.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­რე­მო, პან­დე­მი­ის­ ფონზე

მო­ნე­ტას ორი მხა­რე აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბაც შეგ­ვიძ­ლია ორ­გ­ვა­რად გან­ვი­ხი­ლოთ. თუმ­ცა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ზო­გა­დი ფორ­მუ­ლის და­სახ­ვა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, რად­გან არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც ახალ­გაზ­რ­დე­ბის ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ მე­ტად რე­ა­ლიზ­და, ვიდ­რე პი­რის­პირ. ზო­გა­დად, შე­მიძ­ლია ვთქვა შემ­დე­გი: დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ მოგ­ვ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სახ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, მიგ­ვე­ღო გა­ნათ­ლე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ საზღ­ვ­რებს გა­რე­თაც, დაგ­ვე­ზო­გა დრო და ხარ­ჯი და ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი სხვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. დამ­კ­ვიდ­რ­და დის­ტან­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის პრე­ცე­დენ­ტი, რი­თაც სტუ­დენ­ტებ­მაც ვი­სარ­გებ­ლეთ და სწავ­ლას შე­ვუ­თავ­სეთ, რა­მაც დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტის უნა­რი გა­მოგ­ვი­მუ­შა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს: გა­უ­მარ­თავ­მა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რამ (უკომ­პი­უ­ტე­რო­ბა, უინ­ტერ­ნე­ტო­ბა, ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში) სტუ­დენ­ტ­თა ნა­წი­ლი მოს­წყ­ვი­ტა სას­წავ­ლო პრო­ცე­სებს, ნა­წილ­ში კი კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­მაც გა­ახ­ში­რა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი; ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად ჩა­კე­ტი­ლე­ბი გა­ხა­და, გვინ­და თუ არ გვინ­და, სწავ­ლის ხა­რის­ხიც და­ე­ცა. პი­რა­დად მე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას, მე-2 კურ­ს­ზე ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, რად­გან წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო მოვ­დუნ­დი. ვფიქ­რობ, სხვა სტუ­დენ­ტე­ბიც ასე არი­ან.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი

მი­ხა­რია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის ეტაპ­ზე სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სა­მარ­თ­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუტ­ში (GIPA), მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დღემ­დე ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

GIPA-ში სას­წავ­ლო კლი­მატს აყა­ლი­ბე­ბენ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი, ლექ­ტო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ რე­ა­ლურ მოთხოვ­ნებს. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა. ამ მხრივ, GIPA ცდი­ლობს, ხე­ლი შეგ­ვიწყოს. ბევ­რი სას­წავ­ლო მა­სა­ლა სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბას­თან. გვყავს რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლექ­ტო­რე­ბი, ასე­ვე პრაქ­ტი­კო­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ უნა­რებ­საც გვი­ვი­თა­რე­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მა­ჯის­ცე­მას მუ­დამ ვგრძნობ­დეთ.

სტუ­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში

ვფიქ­რობ, სტუ­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ შენ მო­ნა­წი­ლე­ობ, მე­ტი მო­ტი­ვა­ცია გაქვს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად აღიქ­ვამ თავს. GIPA-ში არა­ერ­თი კლუ­ბი და და­სი შე­იქ­მ­ნა სტუ­დენ­ტ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით და დღემ­დე გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ მხრივ, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტი უშუ­ა­ლოდ თა­ნამ­შ­რომ­ლობს სტუ­დენ­ტებ­თან და აქვს სრუ­ლი მიმ­ღებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტურ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბა

GIPA-ში გა­მოვ­ყოფ კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად მარ­თავს სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რებს, გვაწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­კან­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ხელს გვიწყობს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა ვერ იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი. ამი­ტომ, სტუ­დენ­ტ­მა, სწავ­ლას­თან ერ­თად, უნ­და გა­ი­ა­როს ე.წ. პრაქ­ტი­კუ­ლი წვრთნა, რა­თა იმუ­ნი­ტეტ­გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შეხ­ვ­დეს გა­მოწ­ვე­ვებს.

იდე­ა­ლუ­რი ლექ­ტო­რი

ჩემ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ლექ­ტო­რი, უპირ­ვე­ლე­სად, უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნი და შემ­დ­გომ, რა თქმა უნ­და, საგ­ნობ­რი­ვად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი. პი­რი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თე­ო­რე­ტი­კო­სი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­და­ცე­მა­ზე.

ჩე­მი აზ­რით, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებს, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა არ არის იმ­დე­ნად რთუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც ადა­მი­ან­ში პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­გო­რი­ცაა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის გან­ც­და, ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მარ­თუ­ლი გად­მო­ცე­მი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი… ამ უნა­რე­ბის შერ­წყ­მა, ჩემ­თ­ვის, სა­უ­კე­თე­სო ლექ­ტო­რის ეტა­ლონს ქმნის.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

პან­დე­მი­ამ სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი თით­ქოს წა­მარ­თ­ვა… ყო­ველ­დღე ნე­გა­ტი­ვი, გარ­დაც­ვ­ლილ­თა მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, „ლოქ­და­უ­ნი“… ეს, თა­ვის­თა­ვად, სტრესს იწ­ვევს, მაგ­რამ ვცდი­ლობ მა­ინც და­დე­ბი­თი და­ვი­ნა­ხო.

თა­ვი­სუ­ფალ დროს მიყ­ვარს წიგ­ნე­ბის კითხ­ვა (გან­სა­კუთ­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჟან­რის) და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა; ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, რაც აქ­ტი­უ­რი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს. ვინ­ტე­რეს­დე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა თუ კომ­პა­ნი­ე­ბის სპე­ცი­ფი­კით; მიყ­ვარს, აგ­რეთ­ვე, ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რი, პო­ლი­ფო­ნია, ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი თით­ქოს ძა­ლი­ან ჩე­მია და მუ­დამ ვცდი­ლობ მას­თან სი­ახ­ლო­ვეს.

ახა­ლი თა­ო­ბის ნი­შა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა

ჩე­მი თა­ო­ბა საკ­მა­ოდ გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლია. მე ასე ვხე­დავ და ასე ვა­ფა­სებ მას. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვი­აზ­რებთ, რა არის ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია. რაც არ უნ­და და­ვი­ჩე­მოთ მიმ­ღებ­ლო­ბა, ძა­ლი­ან გვი­ჭირს არა მხო­ლოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის, არა­მედ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­ღე­ბაც კი. ვფიქ­რობ, ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია პირ­ვე­ლო­ბის ჟი­ნით — არ გვინ­და, ვერ ვე­გუ­ე­ბით, არ ვა­ღი­ა­რებთ ადა­მი­ანს, თუ მას ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი აქვს. მარ­თა­ლია, თე­ო­რი­უ­ლად ვამ­ბობთ: ყვე­ლა აზრს აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და ჩვენ მას არ ვებ­რ­ძ­ვი­თო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს ასე არ ხდე­ბა. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ, ჩვენს აზ­რამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ ადა­მი­ა­ნი და არ მი­ვი­ღოთ ის თა­ვი­სი­ვე მო­საზ­რე­ბე­ბით. ეს შე­საძ­ლოა არა მხო­ლოდ ჩვე­ნი და დღე­ვან­დე­ლო­ბის, არა­მედ ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის პრობ­ლე­მაც იყოს…

ამას­თა­ნა­ვე, გუ­ლი მტკი­ვა იმ ხისტ მიდ­გო­მებ­ზე, რაც გვა­ხა­სი­ა­თებს, უკი­დუ­რო­ბის­კენ სწრაფ­ვა და არა ზო­მი­ე­რი შუ­ა­ლე­დის ძი­ე­ბა…

თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ის არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­აზ­რე­ბა…

სა­კითხა­ვია ღი­რე­ბუ­ლებ­რი­ვი გზამ­კ­ვ­ლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბაც…

იმე­დია, ამის­თ­ვის არ გამ­კიცხავთ, რად­გან ვსა­უბ­რობ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით და ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის უპირ­ვე­ლე­სია მი­სი სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ძი­ე­ბა.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, გაცვლითი პროგრამით, უცხოეთში სწავლის გაგრძელების და ვი­მე­დოვ­ნებ ასეც მოხ­დე­ბა. ჩე­მი მი­ზა­ნი, უპირ­ვე­ლე­სად, სწავ­ლა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბაა, მაგ­რამ ასე­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვის ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­დაც, თუ რამ­დე­ნად ვა­დაპ­ტირ­დე­ბი უცხო გა­რე­მო­ში და რამ­დე­ნად შევ­ძ­ლებ ჩე­მი უნა­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. უცხო­ეთ­ში ხომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი ამ სა­კითხს და მინ­და, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ჩემს ქვე­ყა­ნა­სა და თა­ნა­ტო­ლებს გა­ვუ­ზი­ა­რო და არა მხო­ლოდ მე მი­ვი­ღო გარ­კ­ვე­უ­ლი პი­როვ­ნუ­ლი სარ­გე­ბე­ლი.

მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი… ეს ის ნა­წი­ლია, რა­ზე სა­უ­ბა­რიც დი­დად არ მიყ­ვარს. ჩე­მი ძა­ლის­ხ­მე­ვით და უფ­ლის ნე­ბით, მინ­და შევ­ძ­ლო ჩემ­ში არ­სე­ბუ­ლი ტა­ლან­ტის გამ­რავ­ლე­ბა. რაც მე და­მაკ­ლ­და, არ მინ­და, ჩემს ძმებს და­აკ­ლ­დეთ და პროგ­რე­სის გზა­ზე მსურს მეც გავ­დო გარ­კ­ვე­უ­ლი ხი­დი. რა რო­გორ იქ­ნე­ბა, ამას მო­მა­ვალ­ში საქ­მე გვიჩ­ვე­ნებს და არა სიტყ­ვე­ბი.

ყო­ველ­თ­ვის მქონ­და პრო­ტეს­ტი, რო­დე­საც ვი­გებ­დი, რომ კარ­გი სტუ­დენ­ტე­ბი მი­დი­ოდ­ნენ საზღ­ვარ­გა­რეთ და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იქ რჩე­ბოდ­ნენ კი­დეც. რამ­დე­ნი­მე დღის წინ შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ვაწყ­დი ჩემს ინ­ტერ­ვი­უს, რო­დე­საც მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და იქაც კი გა­მოვ­ხა­ტავ წუ­ხილს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა თუ წა­ვე­დით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვინ­ღა დარ­ჩე­ბა და რა ეშ­ვე­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას?

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც მეც კი ვფიქ­რობ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წას­ვ­ლა­ზე, რად­გან არა­ერ­თ­გ­ზის მი­გე­მია მი­კერ­ძო­ე­ბა და უსა­მარ­თ­ლო­ბა, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ჩემს მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ­დი, თუმ­ცა რაც არ გკლავს, გაძ­ლი­ე­რებს. ალ­ბათ ეს ყო­ველ­თ­ვის იყო, არის და იქ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც ამ­ბობ­და ილია: „მოძ­რა­ო­ბა და მარ­ტო მოძ­რა­ო­ბა არის, ჩე­მო თერ­გო, ქვეყ­ნის ღო­ნი­სა და სი­ცოცხ­ლის მიმ­ცე­მი!“

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები