19 მაისი, კვირა, 2024

ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია – კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია

spot_img

კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფონ­დი „სო­ხუ­მის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით, ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა ზუ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩა­ტარ­და 5-თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცია. მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს — იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ი­სა და აჭა­რის ათი სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი (ქუ­თა­ი­სი, წყალ­ტუ­ბო, ხო­ნი, თერ­ჯო­ლა, სე­ნა­კი, ფო­თი, ზუგ­დი­დი, ლან­ჩხუ­თი, ოზურ­გე­თი, ქო­ბუ­ლე­თი), სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი, მე­რი­ის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბის თე­მა — „კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია“ იყო, რო­მე­ლიც ფონ­დი „სო­ხუ­მის“ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ასის­ტენ­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს.

ფონ­დი „სო­ხუ­მი“ გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბას. ამი­ტომ, იმ რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც ფონ­დი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სას­კო­ლო კლუ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია ენერ­გი­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი, ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი გო­გო-ბი­ჭე­ბით. კლუ­ბის წევ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვი­უ­რად იკ­რი­ბე­ბი­ან და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებ­ზე უამ­რავ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბენ: ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია, ტო­ლე­რან­ტო­ბა, ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა, ეთი­კა და ეს­თე­ტი­კა, პი­როვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა, ტრე­ფი­კინ­გი, სქე­სობ­რი­ვი აღ­ზ­რ­და, კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია… შეხ­ვედ­რებ­ზე ხში­რად იკ­ვე­თე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბე­ბი ატა­რე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს, ვორ­კ­შო­პებს, დის­კუ­სი­ებს, აქ­ცი­ებს, თე­მა­ტურ კონ­კურ­სებს, ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნებს. ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შო­ბის მხარ­დამ­ჭე­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პუ­რი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის“ (Brot fტr die Welt),

„ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მა­თი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის­თ­ვის. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს საწყის ბა­ზას პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, მათ უვი­თარ­დე­ბათ ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის, დის­კუ­სი­ის, მოს­მე­ნის კულ­ტუ­რის, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და დრო­ის სწო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი“ — ნი­ნო ჭა­ბუ­კი­ა­ნი, ტრე­ნე­რი.

 

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გის, ლა­რი­სა (ლე­ლა) შენ­გე­ლი­ას აზ­რით, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვის სწავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხია: „პრო­ექტის BROT (Brot fტr die Welt) ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბაა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს 4 რე­გი­ონ­ში — იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ი­სა და აჭა­რის  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. შერ­ჩეუ­ლი სკო­ლე­ბის ახალ­გაზ­რ­დებ­თან (VII-IX კლა­სე­ბი), 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თვე­ში ერ­თხელ, 1, 5 სა­ა­თის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით, ტარ­დე­ბა ვორ­კ­შო­პე­ბი. ამი­სათ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დო­ლო­გია ფონ­დი „სო­ხუ­მის“ პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ. ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა კონ­ფ­ლიქ­ტის თე­მას ეხე­ბა — „რა არის კონ­ფ­ლიქ­ტი, მი­სი მხა­რე­ე­ბი, გა­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია, კონ­ფ­ლიქ­ტის შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ქცე­ვის სტი­ლი, მი­სი მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის უნა­რე­ბი“. ეს ის თე­მე­ბია, რა­საც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლო­ბენ.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნია: მო­ზარ­დე­ბი იყ­ვ­ნენ მე­გობ­რუ­ლე­ბი, ჰუ­მა­ნუ­რე­ბი, ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი, და­ი­ნა­ხონ კავ­ში­რი კონ­ფ­ლიქ­ტ­სა და ძა­ლა­დო­ბას შო­რის, გა­ი­გონ, რომ ძა­ლა­დო­ბას ყო­ველ­თ­ვის წინ უს­წ­რებს კონ­ფ­ლიქ­ტი, რომ ძა­ლა­დო­ბა და­ნა­შა­უ­ლია და კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, ის­წავ­ლონ კონ­ფ­ლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბა და დრო­უ­ლად შე­ჩე­რე­ბა. თვი­დან თვემ­დე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრო­ექ­ტის ასის­ტენ­ტის­გან იღე­ბენ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს, ატა­რე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს და სი­ა­მოვ­ნე­ბით უზი­ა­რე­ბენ და­ნარ­ჩენ მოს­წავ­ლე­ებს შე­ძე­ნილ უნა­რებს, წე­რენ ეს­სე­ებს, ხა­ტა­ვენ, ამ­ზა­დე­ბენ ვი­დე­ორ­გო­ლებს კონ­ფ­ლიქ­ტის თე­მა­ზე. ხუთ თვე­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აკე­თე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, ყვე­ბი­ან ცვლი­ლე­ბებ­სა და პრო­ექ­ტის გავ­ლე­ნა­ზე. გა­მორ­ჩე­ულ და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ებს გა­და­ე­ცე­მათ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი“.

ვა­ჟებ­თან მუ­შა­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტი ფონდ „სო­ხუმ­ში“ 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მოჩ­ნ­და. მას შემ­დეგ, უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცხრა ქა­ლაქ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, ეს ქა­ლა­ქე­ბია: ქუ­თა­ი­სი, თერ­ჯო­ლა, ზუგ­დი­დი, ფო­თი, სე­ნა­კი, ოზურ­გე­თი, ლან­ჩხუ­თი, წყალ­ტუ­ბო. ვა­ჟებ­თან მუ­შა­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტი არა მარ­ტო რე­გი­ო­ნის­თ­ვის, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვი­საც სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. შეხ­ვედ­რებს მხო­ლოდ ვა­ჟე­ბი ეს­წ­რე­ბი­ან, ისი­ნი ღი­ად სა­უბ­რო­ბენ გენ­დე­რულ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ფონ­დ­მა შეძ­ლო სა­მოც სკო­ლას­თან და 800-მდე ვაჟ­თან შეხ­ვედ­რა, მა­თი ინ­ფორ­მი­რე­ბა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.

ფონ­დი „სო­ხუ­მის“ ტრე­ნე­რი ბე­ქა ფოცხ­ვე­რია, ვა­ჟებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, შეხ­ვედ­რის ჩა­ტა­რე­ბის ისეთ მე­თო­დებს იყე­ნებ­და, რო­გო­რი­ცაა: ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, დე­ბატ­კ­ლუ­ბე­ბი, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა. „ვა­ჟებ­თან მუ­შა­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ძა­ლა­დო­ბი­სა და გენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუთხით, რად­გა­ნაც მუ­შა­ო­ბის დროს იც­ვ­ლე­ბა მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ვა­ჟე­ბი უფ­რო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნე­ბი და ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან“ — ამ­ბობს ბე­ქა ფოცხ­ვე­რია.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში 64 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ წარ­მო­ად­გი­ნეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი თე­მა­ზე — „კონ­ფ­ლიქ­ტის მარ­თ­ვა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია“; ისა­უბ­რეს კონ­ფ­ლიქ­ტის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის, წყა­რო­ე­ბის, ტი­პე­ბის, მარ­თ­ვი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზებ­ზე, კონ­ფ­ლიქ­ტის სა­ხე­ე­ბის, მარ­თ­ვის მე­თო­დე­ბის, კონ­ფ­ლიქ­ტის ანა­ლი­ზი­სა და ეფექ­ტი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები