3 მაისი, პარასკევი, 2024

ოთხი გრა­ფი­კუ­ლი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე

spot_img

დარიკო დარსანია
სსიპ აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქ.ზუგ­დი­დის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის დროს, ეფექ­ტი­ა­ნია გრა­ფი­კუ­ლი მა­ორ­გა­ნი­ზებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. წარ­მო­გიდ­გენთ ოთხ მა­ორ­გა­ნი­ზე­ბელს, რო­მე­ლიც გა­მო­ად­გე­ბათ კო­ლე­გებს ისე­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას მო­ი­აზ­რებს.

თხრო­ბის რუ­კა

თხრო­ბის რუ­კა გა­მოდ­გე­ბა პრო­ზა­უ­ლი, სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად (იგავ-არა­კი, მოთხ­რო­ბა, ზღა­პა­რი, კო­მიქ­სი და ა.შ.). თუ მოს­წავ­ლე­ებს ვა­ვა­ლებთ ამ­დაგ­ვა­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნას, მა­შინ თხრო­ბის რუ­კა გაგ­ვი­ად­ვი­ლებს შუ­ა­ლე­დუ­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვას. რო­ცა გა­დავ­წყ­ვეტთ, რომ მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­წე­რი­ნოთ ობო­ლი და-ძმის შე­სა­ხებ ზღაპ­რი, არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბის შემ­დეგ, თავს მო­ვუყ­რით ასეთ მა­ორ­გა­ნი­ზე­ბელ­ში:

შე­ნიშ­ვ­ნა: თხრო­ბის რუ­კას წინ უნ­და უს­წ­რებ­დეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი პერ­სო­ნა­ჟებ­ზე, მოქ­მე­დე­ბის დრო­სა და ად­გილ­ზე, სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბით ად­ვილ­დე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა.

წე­რი­ლის სტრუქ­ტუ­რა

არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ჟან­რი­დან ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­დუქ­ტია წე­რი­ლი. მი­სი შექ­მ­ნის დროს ბევ­რი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ სტრუქ­ტუ­რა (აგე­ბუ­ლე­ბა) გა­მორ­ჩე­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. შეგ­ვიძ­ლია ასე­თი მა­ორ­გა­ნი­ზებ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა:

მიმართვა როგორ მიმართავდი ადრესატს?
ძირითადი ნაწილი რა მიზნით მისწერდი წერილს?

რისი გაზიარების სურვილი გექნებოდა?

გამომშვიდობება, ხელმოწერა როგორ გამოემშვიდობებოდი?

მკითხ­ვე­ლის დღი­უ­რი

მკითხ­ვე­ლის დღი­უ­რი იმ­გ­ვა­რი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლია, რო­მე­ლიც საყ­რ­დე­ნი ტექ­ს­ტის (კონ­ტექ­ს­ტ­მა­გა­ლი­თის) გა­აზ­რე­ბა-გა­და­აზ­რე­ბას უწყობს ხელს. მოს­წავ­ლე იწყებს მე­ტა­კოგ­ნი­ტურ სტრა­ტე­გი­რე­ბას, ასე­ვე, კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ნი­უ­ან­სე­ბის გა­და­ხა­რის­ხე­ბას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ან არ უკავ­შირ­დე­ბა მის ცხოვ­რე­ბას (ეს მო­მენ­ტი ააქ­ტი­უ­რებს კრი­ტი­კულ გა­აზ­რე­ბას).

 

მოვლენა,

ეპიზოდი,

იდეა,

წინადადება

დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან

ვინ ან რა გამახსენა ამბავში გადმოცემულმა ამბავმა?

რით უკავშირდება ეს ტექსტი ჩემს გამოცდილებას,  ცხოვრებას?

 
 

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბე­ლი და­მა­ზუს­ტე­ბელ, აღი­ა­რე­ბი­სა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის კითხ­ვებს უნ­და სვამ­დეს. ფორ­მუ­ლი­რე­ბა ზო­გა­დი ფორ­მა­ტი­თაც შე­იძ­ლე­ბა, მა­თი თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­მო­ტა­ნა ავი­თა­რებს თვით­რეფ­ლექ­სი­უ­რო­ბის უნარს.

და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნის შემ­დე­გი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი სქე­მა

  • ყველაზე მეტად რა დაგეხმარა დავალების შექმნაში?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
  • რა გაგირთულდა დავალების შექმნისას? რა გაგიმარტივდა?
  • როგორ ფიქრობ, რამდენად გაართვი თავი დავალებას?
  • რა ისწავლე ახალი მუშაობის პროცესში, რასაც სამომავლოდ გამოიყენებ ხოლმე?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები