23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,სულო ბოროტო“ (პარაფრაზი)

spot_img
სულო ბოროტო, ვინ მოგხმო ჩემად

წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად? მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა, რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ბოროტო სულო, ვინ მოგიხმო ჩემს წინამძღვრად, ჩემი გონების და სიცოცხლის აღმაშფოთებლად? სად წაიღე ჩემი სულის სიმშვიდე, რატომ მომიკალი ახალგაზრდის ბრმა (აქ: სასურველი) რწმენა?
ამას  უქადდი  ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას? თითქოს მომცემდი ამა სოფლად თავისუფლებას, ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი! ამას ჰპირდებოდი ჩემს ცხოვრებასა, ახლგაზრდობას? თითქოს ამქვეყნად თავისუფლებას მომცემდი, ტანჯვებს შორის სიამესაც დამიგეგმავდი და  ჯოჯოხეთს სამოთხედ გადამიქცევდი.
მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი? რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი? სად ხარ,

აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,

რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?

მითხარი, სად წავიდა საკვირველი დაპირება? რატო მომხიბლე, ამირიე წმინდა ზრახვები? სად ხარ, აღმაშფოთებელო, მიპასუხე, ნუ იმალები, რატომ დაიკარგა შენი მომაჯადოებელი ძალა?
წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა! მას  აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა! დაწყევლილი იყოს ის დღე, როცა შენს დაპირებებს ბრმად ვენდობოდი, მსხვერპლად შემოგწირე ჩემი გულისთქმა. მას შემდეგ დავუკარგე ჩემს სულს მშვიდობა და ვერც ვნებათა ღელვა მიკლავს წყურვილს (აქ: სურვილს).
განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო. ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი? ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი! გადი ჩემგან, მაცთურო, ბოროტო სულო, რადგანაც ამ ქვეყნად დავრჩი უიმედოდ, მარტო. გონებით ურწმუნო, გულით მიუნდობელი, სულით დაუნდობელი ხარ და ვაი იმას, ვისაც შენი  გამანადგურებელი ხელი შეეხება.

 

მარიამ გრიგალაშვილი – თბილისის 186- საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები