19 მაისი, კვირა, 2024

მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებული ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

spot_img

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები პოლონეთში გამართული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა მოჭადრაკეებმა ფინალურ შეხვედრაში, ორივე მატჩში დაამარცხეს ყაზახი მოჭადრაკეები და დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონობა!!!

საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:

გუნდის ლიდერი – ბელა ხოტენაშვილი!

♦ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი;

♦ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი;

♦ 2013-2014 წლის მსოფლიო ქალთა გრან პრის ეტაპის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და აგრეთვე ოქროს მედლის მფლობელი პირველ დაფაზე.

♦ ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი;

♦ ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ სპორტის რაინდი.

სალომე მელია

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი;

♦ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი;

♦ 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;

♦ ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი;

♦ ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ სპორტის რაინდი.

ლელა ჯავახიშვილი

♦ მეოთხე პირად დაფაზე მეორე შედეგი აჩვენა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა გუნდურ ჩემპიონობასთან ერთად;

♦ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი;

♦ 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული;

♦ 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;

♦ ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი;

♦ ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ სპორტის რაინდი.

ნინო ბაციაშვილი

♦ მესამე პირად დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ ჩემპიონობასთან ერთად

♦ საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი და მცირე ოქროს მედლის მფლობელი პირად დაფაზე;

♦ 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;

♦ 2015-2016 წლის მსოფლიო ქალთა გრან პრის ეტაპის პრიზიორი;

♦ ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ქალთა შორის;

♦ ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი;

♦ ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ სპორტის რაინდი.

მერი არაბიძე

♦ მეორე პირად დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ ჩემპიონობასთან ერთად!

♦ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის;

♦ ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;

♦ ევროპის გუნდური ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი;

♦ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი;

♦ 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;

♦ სპორტის რაინდი.

 

გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.

მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მათ ფედერაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები