9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვით ვმუ­შა­ობ, რომ ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა და იყ­ვ­ნენ მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი

spot_img

მე ვარ ლე­ი­ლა ნა­მა­ზო­ვი. 2008 წლი­დან ვმუ­შა­ობ ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლად. 2009 წლის აგ­ვის­ტო­ში სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს იყო არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის 14-დღი­ა­ნი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სი, რო­მე­ლიც 2013 წლამ­დე გაგ­რ­ძელ­და. დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თა და და ხა­ლი­სით ვას­რუ­ლებ­დი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ებ­ში, შორ სოფ­ლებ­ში მი­დი­ოდ­ნენ და სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ას­წავ­ლიდ­ნენ. თა­ვი­დან არ მი­ფიქ­რია, რომ მეც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პროგ­რა­მა­ში. მხო­ლოდ 2018 წელს გა­დავ­წყ­ვი­ტე, რაც ჩემ­თ­ვის კი­დევ ორ­მა­გი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იყო — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენა მეს­წავ­ლე­ბი­ნა.

ჩე­მი პრო­ფე­სია ბავ­შ­ვო­ბი­დან მიყ­ვარს, რად­გან მშობ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან. ვხე­დავ­დი რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით ას­რუ­ლებ­დ­ნენ სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას (დე­დაც ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლია) და იმ დრო­ი­დან  გა­მიჩ­ნ­და სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის მი­მართ. ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. მე ამ პროგ­რა­მით ქა­ლაქ მარ­ნე­უ­ლის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წა­ვე­დი, თა­ვად ეს სკო­ლა მქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ვოც­ნე­ბობ­დი ამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე. გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, თა­ვი­დან, მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა არ იყო მარ­ტი­ვი, მაგ­რამ შევ­ძე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვი­სა, არა­სო­დეს მი­ფიქ­რია საქ­მის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ზე, ეს სკო­ლა ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა იყო და მინ­დო­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში ჩე­მი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა. სკო­ლა­ში მის­ვ­ლის დღი­დან მას­წავ­ლებ­ლებს ვეხ­მა­რე­ბი და ხელს ვუწყობ  პრო­ფე­სი­ულ გან­ვით­რე­ბა­ში. ჩემს იქ მის­ვ­ლამ­დე მას­წავ­ლებ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა სჭირ­დე­ბო­დათ. ხში­რი კონ­ტაქ­ტი გვქონ­და, ვაწ­ვ­დი­დი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. შემდეგ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი ეტაპობ­რი­ვად ჩავ­რ­თე სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შემ­ს­წავ­ლელ კურ­ს­ზე. ამ ეტაპ­ზეც, ვმუ­შა­ობ სკო­ლის სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ისი­ნი სწავ­ლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას, რა­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია, ასე­ვე, ვა­რე­გის­ტ­რი­რებ საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებ­ზე. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის კი მე ვი­ყა­ვი და ვარ მა­გა­ლი­თი, რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბათ, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას კარ­გად შე­ის­წავ­ლი­ან.

სკო­ლა­ში შეს­ვ­ლის დღი­დან ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მ­ქონ­და. ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე, რომ მათ­თ­ვის მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვარ. მი­უ­ხე­დავთ იმი­სა, რომ ეს სკო­ლა რა­ი­ო­ნის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობს, მოს­წავ­ლე­ე­ბი კარ­გად არ იც­ნობ­დ­ნენ ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ას. ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ას ვაც­ნობ და ვაწ­ვ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ტა­რებთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით. სკო­ლა­ში ჩა­ვა­ტა­რე სა­შე­მოდ­გო­მო, სა­ა­ხალ­წ­ლო, 14 აპ­რი­ლის, 26 მა­ი­სის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი კი­დევ უფ­რო კარ­გად გა­ეც­ნენ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებს. ჩვენ არა მარ­ტო სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ვსწავ­ლობ­დით, არა­მედ, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, ქარ­თულ კულ­ტუ­რას ვა­ცოცხ­ლებ­დით. მე ამ გზით კი­დევ უფ­რო სი­ღრ­მი­სე­უ­ლად ვას­წავ­ლი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ის­ტო­რი­ას და ლი­ტე­რა­ტუ­რას. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და არც რე­სურ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვიწყობს ხელს, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. 2022 წელს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „და­ვი­ა­როთ სა­ქარ­თ­ვე­ლო ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ“. მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის შე­სა­ხებ მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია და მო­ვამ­ზა­დეთ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მოს­წავ­ლე­ებ­მა გაც­ვა­ლეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთხე­ე­ბის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტი კი და­ვას­რუ­ლეთ ექ­ს­კურ­სი­ებით სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში, სა­დაც ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი არ იყ­ვ­ნენ ნამ­ყო­ფი.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას არა­სო­დეს ვიღ­ლე­ბი, პი­რი­ქით, ძა­ლას ვიკ­რებ, რომ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის, წი­ნა  გაკ­ვე­თილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ისი­ნი ჩე­მი საგ­ნით სწავ­ლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­სა და მის კულ­ტუ­რას. ამი­ტომ, მთე­ლი ძალის­ხ­მე­ვით ვმუ­შა­ობ, რომ ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა და იყ­ვ­ნენ მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები