27 აპრილი, შაბათი, 2024

მე, ის­ტო­რია, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი

spot_img
მანანა ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელის“ ისტორიის დანერგვის ექსპერტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი

 

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და ამ მხრივ, ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვიქ­ნე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ყო­ველ­თ­ვის მქონ­და ჩე­მი სათ­ქ­მე­ლი. მო­ვიხ­ს­ნი ყო­ველ­გ­ვარ სტა­ტუსს და ვი­სა­უბ­რებ, რო­გორც ერ­თი რი­გი­თი ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი თე­ლა­ვი­დან. ბავ­შ­ვო­ბი­დან მომ­ყ­ვე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ახ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, „მა­ძი­ებ­ლო­ბა“. ალ­ბათ, სწო­რედ ეს თვი­სე­ბაა, რაც ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე მეხ­მა­რე­ბა, ვი­პო­ვო სა­კუ­თა­რი თა­ვი და ჩე­მე­ბუ­რად შე­ვე­ჭი­დო გა­მოწ­ვე­ვებს, რა­საც მთა­ვა­ზობს ჩე­მი პრო­ფე­სია. 2000-იანი წლე­ბის და­საწყისს უკავ­შირ­დე­ბა ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ამ დროს გაჩ­ნ­და პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი ჩვენს ოჯახ­ში და მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს მოწყო­ბი­ლო­ბა, სულ მა­ლე, სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სრუ­ლი­ად შეც­ვ­ლი­და ჩემს მუ­შა­ო­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცესს.

არა­სო­დეს მა­ში­ნებ­და სი­ახ­ლე­ე­ბი, პი­რი­ქით, ვე­ძებ­დი მათ, რად­გან ეს სრუ­ლი­ად კა­ნონ­ზო­მი­ე­რი პრო­ცე­სია. ამ სა­უ­კუ­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უწო­დეს და მარ­თ­ლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია თა­ვი გა­არ­თ­ვა ასეთ მოზღ­ვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ არ გაქვს მზა­ო­ბა ამი­სათ­ვის, თუ არ შე­გიძ­ლია, გა­ფილ­ტ­რო ეს ინ­ფორ­მა­ცია და მი­ი­ღო ის, რაც შენ­თ­ვის სა­ჭი­როა. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა, რო­გორ შე­ვის­წავ­ლე Microsoft Power Point პროგ­რა­მა და რო­გორ გა­დავ­დ­გი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­გორ მი­ვი­ტა­ნე ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან და რო­გორ ჩა­ვა­ტა­რე ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლი მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით; მას შემ­დეგ დი­დი დრო გა­ვი­და… იყო ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო კურ­სი — პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა (Intel, ისტ მე-2 დო­ნე), 2009 წელს, საც­დელ ჯგუფ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, ქალ­ბა­ტონ ლა­ლი გი­გა­უ­რის წყა­ლო­ბით და ამის შემ­დეგ, გუ­ლახ­დი­ლად გეტყ­ვით, სა­ბო­ლო­ოდ მო­ვი­წამ­ლე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით…

მა­ინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ იყე­ნებ­დ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ებს ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი. ამ დროს ჯერ არა­ფე­რი ვი­ცო­დით იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო, გლო­ბა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა თუ სივ­რ­ცე­ებ­ზე, დღეს ასე უხ­ვად რომ სთა­ვა­ზო­ბენ პე­და­გო­გებს. პირ­ვე­ლი იყო eTwinning-ის პორ­ტა­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქვეპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­შიც 2013 წელს აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო შე­უ­ერ­თ­და ამ პორ­ტალს. ასე გავ­ხ­დი ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის თა­ნა­მო­ზი­ა­რე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში, შემ­დეგ მე თვი­თონ გავ­ხ­დი, იტა­ლი­ელ კო­ლე­გას­თან ერ­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი და კი­დევ უფ­რო მე­ტად და­ვინ­ტე­რეს­დი. მე თვი­თონ და­ვიწყე ვებ­პორ­ტა­ლე­ბის ძებ­ნა, სა­დაც შევ­ძ­ლებ­დი უფ­რო ღრმად შე­მეს­წავ­ლა სხვა­დას­ხ­ვა ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი და ვი­პო­ვე კი­დეც…

ევ­რო­პუ­ლი აკა­დე­მია, europeanschoolnetacademy.eu, სა­დაც, 2016 წლი­დან დღემ­დე, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დის­ტან­ცი­უ­რი კურ­სი გა­ვი­ა­რე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ევ­რო­პელ პე­და­გო­გებ­თან ერ­თად. აქ იყო ის, რაც მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო იყო ჩემ­თ­ვის. აქ მი­ვი­ღე დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, იყო უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, დატ­ვირ­თუ­ლი მო­დუ­ლე­ბი და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი. გა­მოვ­ყოფ­დი შემ­დეგ კურ­სებს:

ციფრული უნარების განვითარება საკლასო ოთახში
ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება
უსაფრთხოება ციფრულ სამყაროში
ევროპეანა შენს საკლასო ოთახში

ევ­რო­პუ­ლი აკა­დე­მი­ის დის­ტან­ცი­უ­რი კურ­სე­ბი სრუ­ლი­ად უფა­სოა და ვურ­ჩევ­დი პე­და­გო­გებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას, კურ­სებს. ამ ყვე­ლა­ფერს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩემ­თ­ვის ის მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ის­ტო­რი­ის სწავ­ლა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გამ­ხ­და­რი­ყო სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო, გა­მე­ზარ­და მა­თი მო­ტი­ვა­ცია. რა თქმა უნ­და, აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ უნ­და გახ­დეს თვით­მი­ზა­ნი, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით უნ­და გამ­დიდ­რ­დეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

შემ­დეგ იყო მა­იქ­რო­სოფ­ტი და მი­სი გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე. არ დავ­მა­ლავ, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ გი­გან­ტის (Microsoft) მოქ­ნი­ლო­ბით, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით, ინო­ვა­ცი­უ­რო­ბით. რა სის­წ­რა­ფით ქმნის პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ირ მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზე, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე. გა­ვი­ა­რე ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი, 2016 წლი­დან დღემ­დე, ვარ მა­იქ­რო­სოფ­ტის ინო­ვა­ცი­უ­რი ექ­ს­პერ­ტი პე­და­გო­გი, მას­ტერ ტრე­ნე­რი, მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი; ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი რომ არ გა­მიგ­რ­ძელ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ მიწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გის — სპი­კე­რის სტა­ტუსს (Guest Speaker), რო­მე­ლიც მა­იქ­რო­სოფ­ტ­მა მო­მა­ნი­ჭა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და რაც გუ­ლის­ხ­მობს, უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მი­ერ, სკა­ი­პის, თიმ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩემს მიწ­ვე­ვას მათ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და ვირ­ტუ­ა­ლურ მოგ­ზა­უ­რო­ბას ჩვენს თე­ლავ­ში და არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბას. მერ­წ­მუ­ნეთ, დღემ­დე არ წყდე­ბა მოთხოვ­ნა ჩემს სკა­იპ-გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით. აი, ასე მოგ­ზა­უ­რო­ბენ ტუ­ნი­სე­ლი, ფრან­გი, სერ­ბი, ეს­პა­ნე­ლი, ეგ­ვიპ­ტე­ლი, ამე­რი­კე­ლი… მოს­წავ­ლე­ე­ბი საქ­რ­თ­ვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის ასეთ გლო­ბა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში…

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ჩე­მი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი იყო მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­ში. მინ­დო­და, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ემოგ­ზა­უ­რათ ცნო­ბილ მუ­ზე­უ­მებ­ში, არ­ქი­ვებ­ში, ჩე­მი მი­თი­თე­ბით გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ის უზარ­მა­ზა­რი რე­სურ­სი, რა­საც სთა­ვა­ზობს მათ ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო; შე­ეს­წავ­ლათ ახა­ლი ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რი­სი გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც თვი­თონ შექ­მ­ნიდ­ნენ სა­კუ­თარ რე­სურსს და არ დას­ჯერ­დე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ ჩემ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილს. ასე­ვე, სულ უფ­რო მე­ტად და მე­ტად მსურ­და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის გა­მეც­ნო და შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­თა მა­თაც მო­ე­სინ­ჯათ, გას­ც­ნო­ბოდ­ნენ და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში და რო­მელ­მაც იმ­თა­ვით­ვე მი­იქ­ცია ჩე­მი ყუ­რადღე­ბა, გახ­ლავთ https://storymaps.arcgis.com/ ეს იყო ის, რა­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­ში. არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის, ასე­ვე, გე­ოგ­რა­ფი­ის და ზო­გა­დად, ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მი­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, თუ მას აქვს სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მართ. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ნი­მუ­შებს:

აქემენიანთა იმპერია
ბიზანტია – ახალი რომი
საქართველოს დამოუკიდებლობა

ამ ელექ­ტო­ნულ რე­სურსს, დღემ­დე, არა­ერ­თი პე­და­გო­გი იყე­ნებს, მა­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჩემ­თ­ვის უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ასე გა­ვი­ტა­ნე 2017 წელს, მე-5 ეროვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ეს თე­მა — ახა­ლი ვე­ბინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­ში. რო­დე­საც შე­ჯამ­და კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გე­ბი, გა­დაწყ­და, რომ ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი აქ­ტი­უ­რად და­ი­ნერ­გე­ბო­და ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, რა­საც მოჰ­ყ­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვფიქ­რობ, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო — ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი საგ­ნის — ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა­ში. ასეთ ძი­ე­ბას და აღ­მო­ჩე­ნებს კვლავ ვაგ­რ­ძე­ლებ… ალ­ბათ სწო­რედ ჩემ­მა ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ, გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე და­იწყო კი­დევ ერ­თი ახა­ლი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო, დი­ნა­მი­უ­რი ეტა­პი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში — ექ­ს­პერ­ტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტ­ში — „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“. ბევ­რი რამ და­ი­წე­რა, ბევ­რი რამ ით­ქ­ვა ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ; ეს იყო მარ­თ­ლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩემს კო­ლე­გებ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის არა ე.წ. ტრა­დი­ცი­უ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის სა­ხით, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლებ­თან უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბით, მათ­თან თა­ნად­გო­მით. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა თქმა უნ­და, იყო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი; გზა­დაგ­ზა ჩნდე­ბო­და ახა­ლი იდე­ე­ბი, მა­ტუ­ლობ­და იმ პე­და­გოგ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ნელ-ნე­ლა რწმუნ­დე­ბო­და სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­გ­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ სხვე­ბის­თ­ვი­საც. პრო­ექ­ტის დაწყე­ბი­დან თით­ქ­მის ერ­თი წლის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბი­სას, ვგუ­ლის­ხ­მობ პან­დე­მი­ას, სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი გახ­და, თუ რა დრო­უ­ლი კი არა, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის დაწყე­ბა. აი, აქ თქვა პრო­ექ­ტ­მა თა­ვი­სი სიტყ­ვა, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­და. ყვე­ლა ექ­ს­პერ­ტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ მუშ­ტად შე­იკ­რა და მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საწყი­სებ­ზე დახ­მა­რე­ბას უწევ­და ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს, პე­და­გოგს, მშო­ბელს; მათ შო­რის ვი­ყა­ვი მეც და მე­ა­მა­ყე­ბა კი­დეც, რომ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. სა­ქარ­თ­ვე­ლომ, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ვირტუალური განათლების სფე­რო­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. სწო­რედ ამ დროს და­ვიწყე ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის ჩა­წე­რა პე­და­გო­გე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რა­საც ახ­ლაც ვაგ­რ­ძე­ლებ. ვიდეოინსტრუქციები გან­თავ­სე­ბუ­ლია ჩემს არ­ხ­ზე, YouTube პორ­ტალ­ზე.

 

ამ­ჟა­მად უკ­ვე ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვარ ჩარ­თუ­ლი ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში და პე­და­გო­გებს ახა­ლი სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვა­ში ვუ­წევ დახ­მა­რე­ბას. რას ნიშ­ნავს ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თ­ვის? უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში რწმე­ნას. კრი­ტი­კო­სე­ბი გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ (ისე, ჯან­საღ კრი­ტი­კას რა სჯობს?!) პრო­ექტს, მკვლევ­რე­ბი გა­მო­იკ­ვ­ლე­ვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იქ­ნე­ბა აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა… ერ­თი რამ ცხა­დია — ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობს სრუ­ლად შეც­ვა­ლოს ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე, სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. პე­და­გო­გებს მინ­და მო­ვუ­წო­დო, ირ­წ­მუ­ნონ, რამ­დე­ნად სა­პა­ტიო და სა­ა­მა­ყოა ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა — შეც­ვა­ლო ის, რაც არ მოგ­წონს, თა­ვი და­აღ­წიო დრო­მოჭ­მულ სტან­დარ­ტებს, გა­არ­ღ­ვიო საკ­ლა­სო ოთა­ხის კედ­ლე­ბი და გზა გა­უხ­ს­ნა მოს­წავ­ლე­ებს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­სახ­ვედ­რად. მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის ყვე­ლა მეს­ვე­ურს! შე­საძ­ლოა ბევ­რი რამ დამ­რ­ჩა სათ­ქ­მე­ლი, სხვა დროს იყოს. და­ბო­ლოს, რჩე­ვა ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გებს: იყა­ვით მა­ძი­ებ­ლე­ბი…

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები