9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მენტორობის პროგრამა ენერგეტიკის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

spot_img

USAID ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, იყვნენ წარმატებულნი და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში. ამჯერად, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და GREDA-სთან პარტნიორობით, ენერგეტიკის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, იწყებს მენტორობის პროგრამას. ეს არის USAID-ის ძალისხმევის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ხელს უწყობენ ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში, რაც, თავის მხრივ, საქართველოს აძლევს საშუალებას, შექმნას თანამედროვე, უსაფრთხო, სუფთა და ევროპაში ინტეგრირებული ენერგო სექტორი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებას წარუდგინეს სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს მენტორების დახმარებას უკეთ აღიქვან კარიერული შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში. ღონისძიების მთავარი თემები იყო განახლებადი ენერგია, გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მენტორობის პროგრამის დაწყება. ესწრებოდნენ USAID-ის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლებისა და ენერგო კომპანიების წარმომადგენლები. წიგნის წარდგენის შემდეგ, გაზაფხულზე ჩატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის მონაწილე მომავალ ლიდერებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები