27 აპრილი, შაბათი, 2024

მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ორი­ენ­ტი­რის ხუ­თი პრინ­ცი­პი ესგ-ში

spot_img

მზია თორ­დია

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მო­ი­ცავს მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ორი­ენ­ტი­რის ხუთ პრინ­ციპს. ამ პრინ­ციპ­თა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბას.

მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ორი­ენ­ტი­რის პრინ­ცი­პე­ბია:

  1. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას;
  2. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნის ეტა­პობ­რი­ვად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით;
  3. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბას;
  4. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბას (სწავ­ლის სწავ­ლას);
  5. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და მო­ი­ცავ­დეს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას: დეკ­ლა­რა­ტი­ულს, პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულს.

მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცოდ­ნად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა მოს­წავ­ლის მი­ერ, მი­სი აქ­ტი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად. მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან მოს­წავ­ლე გა­მო­არ­ჩევს ცოდ­ნის შე­ნე­ბის­თ­ვის (კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის­თ­ვის) მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ელე­მენ­ტებს და ცოდ­ნად გარ­დაქ­მ­ნის შერ­ჩე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სხვა­დას­ხ­ვა სა­აზ­როვ­ნო ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­წავ­ლის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­სა და გაკ­ვე­თილ­ზე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ის პა­სი­ურ მსმე­ნე­ლად კი არ რჩე­ბა, არა­მედ აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნის ეტა­პობ­რი­ვად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას, წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით. ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და ცოდ­ნად გარ­დაქ­მ­ნა წი­ნა­რე ცოდ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წი­ნა­რე ცოდ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან რა კომ­პო­ნენ­ტებს მი­აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას მოს­წავ­ლე და რის სწავ­ლას შეძ­ლებს იგი.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა იმ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექსტს ან მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კითხე­ბი­სა და ქვე­სა­კითხე­ბის სა­ხით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ახა­ლი მა­სა­ლის შე­საქ­მ­ნელ პრო­დუქ­ტ­თან თან­და­თა­ნო­ბი­თი და­კავ­ში­რე­ბა წარ­მო­ად­გენს კი­დეც ჩარ­ჩოს შექ­მ­ნას სა­მიზ­ნე ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის­თ­ვის.

მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა ზრდის გა­აზ­რე­ბის, და­მახ­სოვ­რე­ბი­სა და ცოდ­ნის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

ცოდ­ნა­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს სა­მიზ­ნე ცნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას. საქ­მე ისაა, რომ ყვე­ლა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ეხე­ბა კონ­კ­რე­ტულ ქვეც­ნე­ბას და ქვე­სა­კითხს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბებს. სა­მიზ­ნე ცნე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, ასე­ვე, მო­ნა­თე­სა­ვე ბუ­ნე­ბის სხვა სა­კითხე­ბი, ქვეც­ნე­ბე­ბი, ქვე­სა­კითხე­ბი. ამ კავ­ში­რე­ბის და­ნახ­ვა და გა­აზ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს კი­დეც ცოდ­ნა­თა ორ­გა­ნი­ზე­ბას და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბას.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ციაა სწავ­ლის სწავ­ლა. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მარ­თე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლის გან­მ­საზღ­ვ­რელ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ქმე­დე­ბა­თა გა­აზ­რე­ბუ­ლად, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად და­გეგ­მ­ვა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბა ზრდის მოს­წავ­ლის ქმე­დ­უ­ნა­რი­ა­ნო­ბას, ეხ­მა­რე­ბა მას მიზ­ნის ეფექ­ტი­ა­ნად მიღ­წე­ვა­სა და სიძ­ნე­ლე­თა გა­და­ლახ­ვა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, და­ა­ფიქ­როს მოს­წავ­ლე იმ ხერ­ხებ­სა თუ მიდ­გო­მებ­ზე, რომ­ლებ­საც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გა­მო­ი­ყე­ნებს და და­ეხ­მა­როს, მათ შო­რის, სა­უ­კე­თე­სოს აღ­მო­ჩე­ნა­ში.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტი ყვე­ლა მოს­წავ­ლემ წარ­მო­ად­გი­ნოს. ეს მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოს არა მხო­ლოდ იმას, რას სწავ­ლობს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, არა­მედ იმა­საც, თუ რა ხერ­ხებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებს სწავ­ლის პრო­ცეს­ში.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და მო­ი­ცავ­დეს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას: დეკ­ლა­რა­ტი­ულს, პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულს. სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ის ცოდ­ნის აგე­ბა­ზე უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სიც.

დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნა სტა­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­საა. იგი გუ­ლის­ხ­მობს თე­ო­რი­ე­ბის, ფაქ­ტე­ბის, წე­სე­ბის ცოდ­ნას და პა­სუ­ხობს კითხ­ვას: რა ვი­ცი?

პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა დი­ნა­მი­კუ­რია და იძ­ლე­ვა ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა პა­სუ­ხობს კითხ­ვას: რო­გორ გა­ვა­კე­თო/რო­გორ შე­ვას­რუ­ლო?

პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა დი­ნა­მი­კუ­რია და გუ­ლის­ხ­მობს პი­რო­ბე­ბის, ანუ არ­სე­ბი­თი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის ამოც­ნო­ბას. იგი უზ­რუნ­ველ­ყოფს სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში ცოდ­ნის ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას და პა­სუ­ხობს კითხ­ვას: რო­დის და/ან რა­ტომ გა­მო­ვი­ყე­ნო ეს ცოდ­ნა?

სა­მიზ­ნე ცოდ­ნას (იმა­ვე ქვე­სა­კითხს/სა­კითხს) სა­მი ას­პექ­ტი აქვს:

♦ დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი (წე­სე­ბი, გან­მარ­ტე­ბე­ბი, ფაქ­ტე­ბი);

♦ პრო­ცე­დუ­რუ­ლი (პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის და­მუ­შა­ვე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა);

♦ პი­რო­ბი­სე­უ­ლი (კავ­ში­რი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტებ­თან; პა­სუ­ხი შე­კითხ­ვა­ზე — სად და რო­დის გა­მო­ვი­ყე­ნებ ამ ცოდ­ნას).

მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ორი­ენ­ტი­რის პრინ­ციპ­თა მიზ­ნობ­რი­ვი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქმნის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მის გა­რე­მოს. ამ გა­რე­მო­ში მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები