6 მაისი, ორშაბათი, 2024

მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს…

spot_img

ნი­ნე­ლი ვიბ­ლი­ა­ნი

წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ.სა­ბე­ჭი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი და სა­პა­ტიო პრო­ფე­სიაა, რო­მე­ლიც მო­ითხოვს კო­ლო­სა­ლურ ძა­ლის­ხ­მე­ვას, ცოდ­ნას, შრო­მას, უნა­რებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას. ყვე­ლა­ზე დი­დი მი­სია ღმერთს მის­თ­ვის და­უ­კის­რე­ბია, ღირ­სე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და და მა­თი პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

პე­და­გოგს ბავ­შ­ვებ­თან თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, გულ­წ­რ­ფე­ლი უნ­და იყოს მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არას­დ­როს მო­ატყუ­ოს ბავ­შ­ვი და იგი­ვე მო­ითხო­ვოს მის­გან.

მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რომ იყოს, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი და თა­ვი­სი პრო­ფე­სია, ჰქონ­დეს კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­ეპყ­რას პა­ტი­ვის­ცე­მით და და­იმ­სა­ხუ­როს მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი.

და მა­ინც, რა ანი­ჭებს მას ბედ­ნი­ე­რე­ბას?

ბედ­ნი­ე­რია მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­ცა ყო­ვე­ლი დი­ლა მის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლოდ, მხი­ა­რუ­ლად და პო­ზი­ტი­უ­რად იწყე­ბა, რო­ცა სკო­ლის ეზო­ში შე­სულს უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი ეხ­ვე­ვა, გა­მო­ხა­ტავს სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს. მას­წავ­ლებ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა კი ისე­თია, თით­ქოს ღრუბ­ლე­ბი­დან სი­ნათ­ლის სხივ­მა გა­მო­ა­ნა­თა და სრუ­ლად შეც­ვა­ლა არე­მა­რე. აი, ასე იწყე­ბა ჩემ­თ­ვის ყო­ვე­ლი დი­ლა ,ყო­ვე­ლი დღე. გა­ნა ეს არ არის ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის?!

დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბა ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა წი­ნა თა­ო­ბე­ბის­გან, უფ­რო თა­მა­მე­ბი არი­ან, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი და მომ­თხოვ­ნე­ბი, ასე­ვე, ამა­ყე­ბი და ემო­ცი­უ­რე­ბი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რად მეტს მი­აღ­წე­ვენ და ღირ­სე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გა­ნათ­ლე­ბის ახალ­მა რე­ფორ­მამ მა­თი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შეც­ვა­ლა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და.

სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში სწავ­ლის­თ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად, მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის ხა­რის­ხი რომ ამაღ­ლ­დეს და მო­ტი­ვა­ცია გა­ი­ზარ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო, რომ­ლის ხში­რი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბიც არი­ან მშობ­ლე­ბი, იკ­ლო ყუ­რადღე­ბამ მა­თი მხრი­დან. მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში, უკე­თეს შე­დეგს აღ­წე­ვენ, მაგ­რამ პრო­ცენ­ტუ­ლად ეს რიცხ­ვი ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში­ვე უნ­და ჰქონ­დეთ მუდ­მი­ვი კავ­ში­რი ერ­თ­მა­ნეთ­თან, და­გეგ­მონ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ხში­რად მო­აწყონ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რე­ბი, ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა შე­დეგ­ზე. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ახ­სოვ­დეს, რომ მშო­ბელს მხო­ლოდ მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მებ­ზე კი არ ესა­უბ­როს, არა­მედ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­უქ­მ­ნას, ელა­პა­რა­კოს შვი­ლის ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, თუმ­ცა, მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლო­ბას უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი: მას­წავ­ლე­ბელ­მა და მშო­ბელ­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ თა­ვი­ან­თი რო­ლი მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ხე­ლი შე­უწყონ მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­მო­ა­ცოცხ­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცესს, შე­ამ­ცი­რებს სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის რისკს, რაც, მო­მა­ვალ­ში, ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი იქ­ნე­ბა.

მშობ­ლე­ბო, მე­ტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებს!

მე, რო­გორც ასაკ­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, 65 წლის, ხში­რად ვიხ­სე­ნებ წარ­სულს და ვცდი­ლობ, ობი­ექ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სო ჩემ მი­ერ გან­ვ­ლი­ლი გზა. მი­ხა­რია, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, 38 წე­ლი, ვემ­სა­ხუ­რე მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­დას.

ეს წე­რი­ლიც ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა, ყო­ველ­დღი­უ­რად მათ მი­ერ მო­ნი­ჭე­ბულ­მა სი­ხა­რულ­მა და გან­ც­დამ და­მა­წე­რი­ნა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები