27 აპრილი, შაბათი, 2024

მარტივი და შედგენილი რიცხვები

spot_img
ჩემო პატარა მათემატიკოსო, მოვიდა დრო, რომ ჩვენი შეხვედრა განვაახლოთ. დღეს საინტერესო საკითხს გთავაზობთ, რომელიც ძალიან მარტივად ისწავლება.
რიცხვებს სხვადასხვაგვარად აჯგუფებენ, მაგრამ დღეს მარტივ  და შედგენილ რიცხვებზე უნდა გესაუბროთ. მარტივ რიცხვს მხოლოდ ორი გამყოფი აქვს: 1 და თავისი „თავი“. შედგენილ რიცხვებს კი ორზე მეტი გამყოფი აქვს. აქვე დავამატებ, რომ რიცხვის გამყოფი უამრავი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ იმ ტიპის გამყოფებს ვგულისხმობთ, როცა განაყოფი არის მთელი რიცხვი.

მაგალითად, რიცხვი 7 იყოფა 1-ზე, 2-ზე, 3-ზე, 7-ზე, 14-ზე და ასე შემდეგ, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაშია განაყოფი მთელი რიცხვი (1-ისა  და 7-ის გამყოფის შემთხვევაში).

უმცირესი მარტივი რიცხვია 2. მისი გამყოფებია 2 და 1.

პირველი 20 მარტივი რიცხვია: 2, 3, 5, 7, 11, 13, 17, 19, 23, 29, 31, 37, 41, 43, 47, 53, 59, 61, 67, 71.

🔗როგორ დავადგინოთ, მარტივია თუ არა რიცხვი? მაგალითად, ავიღოთ 53 ან 73. ამ შემთხვევაში, გაყავით ეს რიცხვი 3-ზე, 5-ზე ან 7-ზე. თუ პასუხად მთელი რიცხვი არ მიიღეთ, ე.ი. რიცხვი მარტივია.

არითმეტიკული ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენეთ თქვენთვის ხელსაყრელი საშუალებები და ხერხები. იმისთვის, რომ მარტივად და გონების დაძაბვის გარეშე მოახერხოთ ამ ორი რიცხვის როგორობის დადგენა, გამოიყენეთ კალკულატორი. მე კი მაინც გირჩევთ, დაფა და ცარცი, ან ქაღალდი და ფანქარი გამოიყენოთ, ან სულაც ჩხირი და ქვიშის „დაფა“, შემდეგ კი თქვენი პასუხი გადაამოწმოთ კალკულატორით. ეცადეთ, ადამიანის მოგონილ კალკულატორს არ ჩამორჩეთ, ის ხომ თქვენნაირი ადამიანების შექმნილია?

როცა ჩემს რჩევას გაჰყვებით, ნახავთ, რომ განაყოფი იქნება მარტივი რიცხვი, რადგან 53 და 73  იყოფა მხოლოდ თავის „თავზე“ ან 1-ზე ისე, რომ პასუხად მიიღებთ მთელ რიცხვებს. თუ კალკულატორი გაქვთ (ის ცალკე მოწყობილობადაც თითქმის ყველას აქვს, ან კომპიუტერსა და ტელეფონშია ადაპტირებული ცალკე პროგრამად), 3, 5 და 7 კი არა, არამედ ლუწი რიცხვებიც გამოიყენეთ გამყოფად, ამით თავიდან მცდარ პასუხს ავიცილებთ.

☑️🔘ახლა კი სააინტერესო აქტივობა უნდა შემოგთავაზო: როცა სკოლაში მიხვალთ, მასწავლებელს სთხოვე, რომ თანატოლებს უნდა აუხსნა მარტივი და შედგენილი რიცხვები და ამის უფლება მოგცეს. თუ მასწავლებელს რაიმე განსაკუთრებული არ აქვს დაგეგმილი, ალბათ, დროს დაგითმობს. თუ უდროობის გამო გაკვეთილზე ვერ მოახერხე „ნორჩი მასწავლებლობა“, იქნებ დასვენებაზე გამოძებნო დრო? ან სულაც ონლაინით აუხსნა დაინტერესებულ პირებს? ისე, დამერწმუნეთ, ოჯახის წევრებსაც გაუხარდებათ, თუ ამ ინფორმაციას გაახსენებთ. ისინი აუცილებლად აივსებიან სიამაყით, რომ შენ მათემატიკას ასე დაუმეგობრდი. მარტივი და რთული რიცხვების ასახსნელად 5 წუთიც კი გეყოფა, ოღონდ, ვიდრე „ნორჩი მასწავლებლის“ ამპლუას მოირგებ, რეპეტიცია გაიარე. დააკვირდი შენს თავს, დამაჯერებლად საუბრობ თუ არა, გაქვს თუ არა ისეთი მანერები, ბავშვების საყვარელ მასწავლებლებს რომ ახასიათებთ.

წარმატებას გისურვებთ და გემშვიდობებით მომავალი სტატიის გამოქვეყნებამდე. მომავალი სტატია არანაკლებ საინტერესო იქნება და წინასაახალწლო პერიოდში შემოგთავაზებთ.

ხათუნა სვანაძე, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები