სამართალს ბევრი ფორმა აქვს, ღვთიური სამართალი, ძლიერეთა სამართალი, მართალი სამართალი და ა.შ. ღვთიური სამართალი ყველასთვის ერთია, განურჩევლად ყველაფრისა, ღვთის სამართალი უკიდეგანოა. მიუზღვავს კეისარს კეისრისას, ხოლო გლეხკაცს გლეხკაცისას, განურჩევლად სტატუსისა.
ძლიერთა სამართალი ტოტალური უსამართლობაა, რომელიც გამიზნულია მოხვეჭილთა დაცვაზე და მათ მფარველობაზე. გავიხსენოთ რომაელთა გამოთქმა ,,ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.
მართალი სამართალი სამართალია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს უსამართლობას. არსებულა არსებობს და იარსებებს მომენტები, სადაც მართალი სამართლით განსჯა იქნება ერთადერთი გზა. მან შეძლებს მიგვიყვანოს მდგომარეობამდე, როცა სისხლით განედლდება გამხმარი ხე. ქრისტიანული ფილოსოფიით მართალი სამართლით განსჯის უფლება, აღსრულება მხოლოდ ღმერთს აქვს და არა უბრალო მოკვდავთ. მართალი სამართალი ამართლებს მკვლელობას, იმ შემთხვევაში თუ ერთის სიკვდილი მრავალის სიცოცხლეს იხსნის. ეს გაანაჩენი უნდა იყოს საუკეთესო გამოსავალი, ვინაიდან უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ის მართლაც ერთადერთი გზაა. ისე გაკვალავს გზას ყველაზე უკეთესისკენ ვითურთ მწყემსი მის ცხვრებს (როგორც ქრისტე მის მიმდევრებს).
„ვეფხისტყაოსანში“ მართალი სამართალია ზუსტად ის უდიდესი კვანძი, რამაც განაპირობა ტარიელისა და ნესტანის დაშორება სამარადისო გზაზე. ნესტანი პირველად სიტყვა მართალ სამართალს იყენებს ტარიელისთვის გაგზავნილ წერილში, სადაც ის ამბობს „რაცა ვიჩივლე, ბედისა ჩემისა კმა საჩივრად! ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად!“. პოემაში პირველად მართალი სამართლით გამსჭვალულ მომავალს ვაწყდებით თავში, ,,ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა“. ნესტანი და ტარიელი განიხილივაენ მომავლის ყველა შესაძლო განვითარებას. ყველაზე მცირე იქნება კაცთა კვლა და ერის ერთიანობის ნგრევა (იგულისხმება სამოქალაქო ომი).
მას შემდეგ რაც გაანალიზებენ, რომ ყველა გზას ერთი დასასრული აქვს, ნესტანი გადაწყვეტს მართალი სამართლით გადაჭრას ეს პრობლემა. ჩუმად და ვერაგულად მოაკვლევინოს უდანაშაულო შვილი უფლისა (კონკრეტულად ხვარაზმშას უფლისწული), ამით დაიცვას მისი და ერის ინტერესები. ამ ყოველივეს კი ამართლებს იმით, რომ სხვა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა ერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლის დაღვრა.
ნესტანი ასევე ამბობს, ,,დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო“. იგი ფიქრობს, რომ ამდენი კაცის სიკვდილის ტვირთვა შეუძლებელია და საბოლოოდ რწმუნდება საკუთარი გადაწყვეტილების „მართებულობაში“. მოაკვლევინოს ტარიელს ხვარაზმშას ძე და აარიდოს ხალხს მრავლის უბედურება და კაცთა კვლა. ნესტანის და ტარიელის დიალოგში აქცენტირება ხდება ქვეყანაზე ერზე და ხალხთა სიცოცხლეზე. ეს სრულიად ლოგიკურია, მაგრამ ყველას მოგვეხსენება მათ გახელებულ სიყვარულზე, როცა ისინი არ სპეკულირებენ ამ ყოველივეთი გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მათი გადაწყვეტილების რაციონალურობაში.
გურამ ჯაფარიძე – თბილისის კლასიკური გიმნაზიის X კლასის მოსწავლე