2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

კომპლექსური დავალების მატრიცა

spot_img

ნანა ლომაძე

სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის და ჟებოტის საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი
მიმართულება – კომპიუტერული ტექნოლოგიები

სამიზნე ცნება – ალგორითმი, პროგრამული კოდი

საკითხი: ციკლების გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში

კლასი: II

მასწავლებელი: ნანა ლომაძე

საკვანძო შეკითხვა – რომელი მოვლენები მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ნაწილობრივ ან მუდმივად?

რამდენჯერ უნდა გამეორდეს რაიმე, რომ ვთქვათ, ის მუდმივია?

კომპლექსური დავალება – მუდმივი და დროებითი ციკლები

პროგრამაში „Brush ninja“ შექმენი მუდმივი (წელიწადის დროები) და დროებითი ციკლების (ახალი წელი) გიფი (4-4 სლაიდით). ჩამოტვირთე სამუშაო მაგიდაზე და შეინახე საერთო საქაღალდეში.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

მოსწავლეები იხსენებენ პროგრამას „Brush.ninja“. მასში ქმნიან პატარა ანიმაციურ გიფს 4-5 სლაიდით; ჩამოტვირთავენ და ინახავენ სამუშაო მაგიდაზე არსებულ საქაღალდეში.

რესურსები/განსახილველი ქეისები

·         რესურსი 1. https://brush.ninja

·         რესურსი 2. https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/cycle-4/1.html 

კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

რა არის პროგრამა  „brush.ninja“?

როგორ გავაკეთო ანიმაციური გიფი „brush.ninja“-ში მოცემული გამოსახულებებისა და ხელსაწყოების გამოყენებით?

როდის შეიძლება გამოვიყენო პროგრამა „brush.ninja“?

რატომ გამიადვილებს დავალების წარმოდგენას პროგრამა „brush.ninja“?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

(აქტივობები უნდა მიემართებოდეს მკვიდრ წარმოდგენებს)

ნაბიჯი 1

მკვიდრი წარმოდგენა N1 (ამ მიმართულებით აქტივობები, დავალებები და სააზროვნო კითხვები)

ნაბიჯი I:

აქტივობა 1: ციკლის/ალგორითმის არსის გააზრება

საშინაო დავალება – სურათის მიხედვით ხატავენ მათ მიერ დღის განმავლობაში შესასრულებელ მოქმედებებს.

აქტივობა 2: ციკლებზე ანიმაციური ვიდეოები

1.      წყლის წრებრუნვა

 

2.      ქართული მულტფილმი „გოგონა და თოვლის გუნდა“

აქტივობა 3 : შესაბამისობის დადგენა

 

აქტივობა 4 : სქემების ამოცნობა

ციკლის გასაკეთებლად, პირველ რიგში, აუცილებელია, შეგეძლოს სქემების ამოცნობა. თოვლის ლეოპარდის შპალერის ყველა რიგში არის ციკლი.

ფანქრით შემოავლე წრე სტრუქტურას, რომელიც სქემაში მეორდება?

რამდენჯერ მეორდება ციკლი?

სქემაში, კითხვითი ნიშნის ნაცვლად, ჩასვი შესაბამისი ფიგურა.

სურათის მიხედვით პეპლის სასიცოცხლო ციკლის სქემაში მოცემულ ცარიელ ოთხკუთხედებში ჩასვით შესაბამისი სიტყვები

აქტივობა 5 : იცეკვე, იცეკვე!

გაიყავით ორ ჯგუფად: რუბი და პანდა, დაუკვირდით სქემას და შეასრულეთ თქვენ ჯგუფის საცეკვაო ნომერი.

რამდენჯერ შეგიძლია შეასრულო ეს საცეკვაო ნომერი?

აქტივობა 6: ჩემი საცეკვაო ნომერი

რესურსები:

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/cycle-4/3.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/cycle-4/5.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/cycle-4/5-1.html

https://www.youtube.com/watch?v=VpdEqA9in3c

https://www.youtube.com/watch?v=VnhaAwv7Lrg&t=5s

ლინდა ლიუკასი – „გამარჯობა რუბი“ 1 „თბილისი 2022“

კითხვები აქტივობების განხორციელების პროცესში:

1.   რა გაიგე ახალი ციკლების შესახებ?

2.   შეძელი თუ არა პირობითი ნიშნების მნიშვნელობების ამოკითხვა?

3.   იპოვე ციკლები შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

4.   რა სიკეთეს ან სარგებელს მიიღებ ცხოვრებაში ციკლების შექმნით?

ნაბიჯი II: პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება (მ.წ.4.)

აქტივობა 1: მუდმივი ციკლები (მუდმივი ციკლის სურათების აწყობა)

აქტივობა 2: მუდმივი და დროებითი ციკლები

რესურსები /აქტივობები:

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/cycle-4/1.html

კითხვები აქტივობების განხორციელების პროცესში:

დაფიქრდი და გაიხსენე ციკლური მოვლენები, რომლებიც მეორდება ბუნებაში.

რა ხდება ხოლმე ამ ცვლილებების დროს?

რატომ შეიძლება, ვუწოდოთ ამ მოვლენებს ციკლური ცვლილებები?

რამდენჯერ უნდა გამეორდეს რაიმე, რომ ვთქვათ, ის მუდმივია?

როგორ ფიქრობ, რომლებია მუდმივი ციკლები ბუნებაში?

ნაბიჯი 3

მკვიდრი წარმოდგენა N4 (ამ მიმართულებით აქტივობები, დავალებები და სააზროვნო კითხვები)

ეტაპი III: კომპლექსური დავალების მომზადება პროგრამაში brush ninja

აქტივობა 1: კომპლექსური დავალების მომზადება

მოსწავლეები პროგრამაში „Brush ninja“ ქმნიან მუდმივი და დროებითი ციკლის გიფებს.

ეტაპი IV: კომპლექსური დავალების წარდგენა

აქტივობა 1: კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

ოსწავლეებისთვის, კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესში, მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:

♦ აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი და რა პროდუქტი შექმენი;

♦ რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

♦ რას გააკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

♦ დაფიქრდი, რომელი მოვლენები მეორდება შენს ცხოვრებაში მუდმივად?

♦ რა სიკეთეს ან სარგებელს მიიღებ ცხოვრებაში ციკლების შექმნით?

♦ რაში გამოიყენებ ამ დავალების შესრულების შედეგად მიღებულ ცოდნას?

აღნიშნული კომპლექსური დავალება წარმატებით განვახორციელე ორივე სკოლაში. მოსწავლეებმა კარგად იხალისეს  აქტივობებზე „იცეკვე, იცეკვე“ და „ჩემი საცეკვაო ნომერი“. დიდი ინტერესითა და მონდომებით იმუშავეს კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტის შექმნაზე.

აქვე გიზიარებთ ლინკს, სადაც ატვირთულია მოსწავლეთა ნამუშევრები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები