26 აპრილი, პარასკევი, 2024

კომპლექსური დავალების მახასიათებლები

spot_img
ხათუნა ბერაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

 

 

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ კონცეფციას. იგი განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც ეყრდნობა სწავლა-სწავლების პროცესი. ესენია:

  1. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას.
  2. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
  3. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
  4. სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას.
  5. სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

ამ პრინციპთა სასწავლო პროცესში რეალიზებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს კომპლექსური (პროექტული, ავთენტური კონტექსტის, კვლევაზე ან პრობლემაზე დაფუძნებული) დავალებები. მათ გარკვეული მახასიათებლები აქვთ. სწორედ ეს მახასიათებლები განსაზღვრავს სწავლა-სწავლების პროცესის შედეგიანობას.

კომპლექსური დავალება:

  • უნდა შეიცავდეს გამოწვევას. გამოწვევა გულისხმობს იმას, რომ დავალების პროდუქტი არ უნდა იყოს მარტივად შესასრულებელი ან/და შესასრულებლად შეუძლებელი.
  • მოსწავლეს უნდა უქმნიდეს ავტონომიურობის განცდას. ავტონომიურობის განცდა გულისხმობს შემდეგს, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს დავალების დამოუკიდებლად შექმნისათვის თავდაჯერებულობა.
  • უნდა აღძრავდეს ცნობისმოყვარეობას. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს პროდუქტის შექმნის მოტივაცია და მისი უკეთესობისაკენ ცვლის სურვილი.
  • ხელს უნდა უწყობდეს ფანტაზიის ამუშავებასა და შემოქმედებითობას. ამ შემთხვევაში, მოსწავლისთვის კომპლექსური დავალება შემოქმედებითი პროდუქტია, რომელიც ორიგინალური იდეებითა და კომბინაციებით უნდა იქმნებოდეს.
  • კავშირში უნდა იყოს ესთეტიკურ გამოცდილებასთან, რომელიც ემოციურ რეაქციებს დაუკავშირდება. ემოციური რეაქციების მართვით შექმნილი კომპლექსური დავალება ესთეტიკურ პროდუქტსაც წარმოადგენს.
  • ახალისებს მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს. მეტაკოგნიცია იგივე სწავლის სწავლაა. მეტაკოგნიციის სტრატეგიების შესწავლა საჭიროა, რადგან მოსწავლეს ვერასდროს ვასწავლით იმდენს, რამდენიც სჭირდება მთელი ცხოვრების მანძილზე.

გარდა საგნობრივი მიზნებისა, კომპლექსური დავალებით შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზგემ) მიღწევა. სწორედ ამიტომ, კომპლექსური დავალება 21-ე საუკუნის პედაგოგიკის არჩევანია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები