კომედია არის დრამატული გვარის ერთ-ერთი ჟანრი, რომელსაც აქვს სასაცილო (გასართობი) ან სატირული სიუჟეტი. კომედიის წარმოშობა უკავშირდება საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში არსებულ სამ გასართობ სიმღერას: ფალიკებს, კომოსსა და დორიულ სცენას. იგი ბერძნულიდან ითარგმნება ,,მხიარულ ბრბოდ“ (ზოგი ვერსიით, როგორც „საზეიმო სვლით სიმღერა“). კომედიის წარმოშობა დაკავშირებულია ღვინისა და მხიარულების ღმერთის (დიონისე, იგივე ბახუსი) საპატივსაცემოდ გამართულ დღესასწაულთან.
კომედიის ჟანრული თავისებურება მძლავრი სოციალური ჟღერადობა და სოციალურ-პოლიტიკურ ტენდენციაა. იუმორისა და სატირის საშუალებით მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებები, რომლებიც არ შეიცავს უბედურებას და ტანჯვას. დრამის ამ სახეში ყველა სიმახინჯე დაყვანილია სიცილისა და მხიარულების დონეზე. სიცილი კი კომედიაში გამარჯვებული გმირის სახიდან, საქციელიდან, თვისებებიდან, ხასიათებიდან გამომდინარეობს.
განასხვავებენ ორი ტიპის კომედიას: სიტუაციებისა და ხასიათის კომედიას. სიტუაციების კომედიაში შექმნილი მდგომარეობა კომიკურია, ხოლო ხასიათების კომედიაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები, მათი უცველელი, მყარი ცალმხრივობა. ხასიათების კომედია მიჩნეულია უფრო მაღალი დონის კომედიად, რადგანაც მასში უდიდესი ნაწილი ეთმობა ფსიქოლოგიურ მომენტებს და მოითხოვს უფრო განათლებულ მკითხველსა თუ მაყურებელს სიღრმეების ამოსაცნობად.
ლიტერატურის ისტორიის მანძილზე კომედიის ჟანრული ცვლილება განვითარდა ასეთი გზით: უხეში და უწმაწური იუმორიდან („ბახუსურ-დიონისური იუმორი“) ნატიფი ფსიქოლოგიური იუმორისა და ინტელექტუალური ირონიისკენ.კომიკური დრამის ყველაზე ადრეულ სეგმენტს არისტოფანეს 11 პიესა წარმოადგენს. შსაძლოა, არისტოფანეს ბევრად მეტი კომედია ჰქონდა შე
ქმნილი. ამ კომიკოსის ნაშრომები წარმოგვიდგენს ეპიზოდების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს იუმორისტული და ხშირად უხეში დეტალების, მაგალითად, სასიკვდილო სცენების ილუსტრირებას.
მოგვიანებით დასავლეთ ევროპულ ლიტერატურაშიც გამოჩნდა კომიკური პიესები, რომლებსაც ეწოდა ფარსი. ფარსი არის ბურჟუაზიული თეატრის კომედიური ჟანრი, რომელსაც კავშირი აქვს გაწყვეტილი ხალხურ ტრადიციასთან. ხალხური პიესები ხშირად უხამსი კომედიებია.
XVI – XVII საუკუნეების მიჯნაზე უკვე ცალკე ჟანრად ყალიბდება დრამატული ჟანრის ერთ-ერთი სახე _ ტრაგიკომედია, რომელშიც წარმოდგენილია ტრაგიკული და კომიკური სიტუაციები. ანტონ ჩეხოვის პიესები შემაძრწუნებელი და საკმაოდ იუმორისტული ფიგურებით, რომლებიც წყნარ სასოწარკვეთილ ცხასიათს ატარებს, ზუსტად ასახავს უნაყოფო სიხარულისა და მოსაწყენი ტკივილის ნაზავს, რაც არის ცხოვრების ტრაგიკომიული შეხედულების მსოფლგაგება და არსი.
საქართველოში კომედია, როგორც ჟანრი, ჩნდება XIX საუკუნის შუა ხანებში. მისი ფუძემდებელია გ. ერისთავი. განსაკუთრებული პოპულარობა გიორგი ერისთავს მოუტანა კომედია „გაყრამ“ (1849 წელი).
ნინო აბჟანდაძე, ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
დაჩი ხელაშვილი, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე