19 მაისი, კვირა, 2024

კლუბური მუშაობის გამოცდილების გაზიარება

spot_img
ნათია ფანჩვიძე
სსიპ ქალაქ აბაშის №2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი

 

 

საგანმანათლებო სფეროში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია არაფორმალური განათლება. სწორედ მისი საშუალებით ხდება პიროვნების დამოკიდებულებების, ღირებულებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება, ყოველდღიური ცოდნისა და გამოცდილების მიღება, სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ტრანსფერი სამოქალაქო ცხოვრებაში.

სასკოლო ცხოვრებაში არაფორმალური განათლება არ არის ოფიციალური პროცესის თანმდევი, საგაკვეთილო პროცესისგან გამიჯნულია და გარკვეულ საკითხებზე დამატებით დროს მუშაობას მოითხოვს. ამგვარი მუშაობა სასკოლო საზოგადოებისთვის ძალზე საინტერესო და სახალისოა, გარდა ამისა, მოტივაციის მუხტის მომტანიც, რც სასწავლო მიზნების მიღწევას გვიიოლებს.

არაფორმალური განათლების დამკვიდრებსა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად უნდა მუშაობდეს მოსწავლეთა თვითმმართველობა. სწორედ მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სსიპ ქალაქ აბაშის 2 საჯარო სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო განათლების კლუბი „მოქალაქე(სსიპ-ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი “მოქალაქე” | Facebook)

ვფიქრობთ, სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოვაქვეყნოთ ბევრი კოლეგისთვის ხელჩასაჭიდი და სასარგებლო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მოდიფიცირება თუ უცვლელად გადატანა, სავარაუდოდ, ბევრ სკოლას წაადგება.

აღნიშნული კლუბის მიზნები ასე განვსაზღვრეთ:

  1. სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
  2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
  3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  4. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
  5. ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
  6. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
  7. საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
  8. საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი აქტივობების განხორციელება.

კლუბში მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე, სხვადასხვა თემისა და საკითხის ირგვლივ იმართება დისკუსიები. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა საშუალება, ღიად და ნათლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ამით ეჩვევიან ერთმანეთთან თანამშრომლობას, მიზნების დაკავშირებას, ლოგიკურ აზროვნებას, პრობლემის კრიტიკული და დემოკრატიული გზით იდენტიფიცირებას.

კლუბის „მოქალაქე“ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ნაბიჯი თუ აქტივობა იტვირთება კლუბის გვერდზე და მათი გაზიარება საგანმანათლებლო სივრცისთვის ეფექტიან საშუალებად მიგვაჩნია.

წარმოგიდგენთ კლუბის წევრების მიერ განხორციელებულ აქტივობებს:

  • მედიაწიგნიერების კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართა კონფერენცია, დაიწერა ესეები, მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები, შექმნეს პოსტერები, ბუკლეტები (რომლებიც სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს;
  • პროექტი „ჩვენ ტოლერანტები ვართ“;
  • ემპათიისა და სოლიდარობის ნიშნად, აღნიშნეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • სხვადასხვა აქტივობებით, ასევე, სოლიდარობის ნიშნად, აღინიშნა შშმ პირთა საერთაშორისო დღე;
  • ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით, გაეცნენ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს, უყურეს დოკუმენტურ ვიდეორგოლს, რის შემდეგაც მოაწყვეს დისკუსია, ფილმში არსებული სიტუაციის ანალიზი;
  • იმუშავეს პროექტზე „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“.

ჩემი, როგორც კლუბის „მოქალაქე“ კურატორის მიზანია, მოსწავლეებს განუვითარდეს გლობალური და ფუნქციური უნარები, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები